შორი სივრციდან....
313 ნახვა  
  1 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
740 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
740 ნახვა  
  3 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
შორი სივრციდან....
313 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / ლიტერატურა   270 ნახვა    1 წლის წინ
მაია კოვსკი, ანუ ჩემი მჭედელი...


 

შენ, ვლადი მირი, როგორ დაგარქვეს, -

თავისუფლების იყავ მჭედელი;

ყველა მანქურთი შენს ფერხთით გდია,

„გენერალ-სიმუს“, თუ „ფელდფებელი“...

შენი არშინით გაზომე ყველა,

ქურად აქციე აზრი, გონება,

და მაგ შენს გრდემლზე გამოაბრტყელე,

„უტყუარ გვამთა“ სულით მონება...

თავზე დაამხე საშინელებად

მათი ცხოვრების ყალბი პოზები,

შიშის კანკალით შემოგცქეროდენ

სულით და საქმით, ნაღდი ბოზები!...

ვით შეგწვდებოდნენ მკვდრებად შობილნი,

ლეშად ქცეული ავერბახები, -

მათი პური ხომ სისხლში ცხვებოდა

ჭეშმარიტ აზრის კვლა-გაბახებით!...

და საჯეროა თავი მოიკლას

კაცმა იმისთვის, ვინც არ ყოფილა,

ვერც იქნებოდა, მისმა სიმაღლემ

სიმდაბლით ვერვინ აკმაყოფილა...

 ამიტომ მოკვლა რომ დაგიპირეს,

სასხლეტს გამოკრეს თათი ვერაგად, -

თვითმკვლელთა ხროვა მაინც ვერ მიხვდა, -

შენ უკვდავება გეცვა პერანგად!!!

შენ ვლადი მირი არ უნდა გერქვას, -

მეცამეტე ხარ რუსის ძუძუზეც,

სული სიამის გრძნობით ივსება,

რომ იშვი ბაღდადს, ქართულ კუნძულზე!!!

ამიტომაც ხარ ასე ძლიერი,

ნუნისის არსის გამოჭენება, -

ქართული გენის სამფლობელოში,

დარჩი მონღოლურ ლექსის (აზრის) მშვენებად!

 

უჩა ოქროპირიძე 2017 წლის 13 სექტემბერი, ქ. ბათუმი

15 საათი და 27 წუთი