შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   388 ნახვა    1 წლის წინ
ქვევრის წარწერის საიდუმლო... (სტატია წაიკითხეთ პოსტში, ხოლო გაუგებარი ადგილების დასზუსტებლად გამოვიყენოთ რედაქტირებული ტექსტი)


უჩა ოქროპირიძე

(ბათუმი, საქართველო)

ქვევრის წარწერის საიდუმლო...

 

2016 წლის 4 ნოემბერს შრს უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის განყოფილებაში, ამავე ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციალური კვლევის განყოფილების უფროსმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ კახიძემ შემოიტანა ქსეროქსზე გადაღებული ქვევრის ფრაგმენტის ფოტოსურათი, რომელზედაც აღბეჭდილია (ამოკაწრულ-ამოკვეთილია) ძველი ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა, რომლის წაკითხვაც, როგორც თავად ბ-ნმა ნოდარმა აგვიხსნა, მეცნიერ-სპეციალისტთა დაინტერესების მიუხედავად (თინათინ ენუქიძე, ბუბა კუდავა და სხვები) დღემდე ვერ მოხერხდა.

ბატონმა ნოდარმა აგრეთვე აგვიხსნა, რომ წარწერის თავსა და ბოლოში მოთავსებული სპეციფიკური ნიშნები, ტექსტის დასაწყისისა და დასასრულის მიმანიშნებელი უნდა იყოსო. მიუხედავად ბ-ნ ნოდარის ამგვარი მოსაზრებისა, ჩვენ შესაძლებლად ჩავთვალეთ დაშვება, რომ აღნიშნული სპეციფიკური ნიშნები ( ქრისტე) წარწერის თავსა და ბოლოში ქრისტეს სახელით დაწყებულ და დასრულებულ საქმეზეც შეიძლება მიგვანიშნებდეს, თანაც მასში აშკარად იკითხება ზემოდან და ქვემოდან ხაზით შემოსაზღვრული ასომთავრული ასო-ნიშანი  „ – ქან-ი (აქვე იხილეთ აღნიშნული ქვევრის ფრაგმენტის სურათი წარწერითურთ).

ქვევრზე გამოსახულმა წარწერამ ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრადაც, მისი ამოკითხვა მოვახერხეთ. მასზე, ჩვენი აზრით, დატანილია  წარწერა, რომელსაც რელიგიური შინაარსი უნდა გააჩნდეს.   აქ წერია:

   ႭჃ („ქ“  „ჳ“  ქრისტე უფალო) ႨႢႬ (იგნ ანუ იგენ) .ႲႩႨႺ  (მ.ტკიც, ანუ მტკიცე) ႠႨ (აი) ႱႲ.ႫႬႨ (სტ . მნი ანუ სტამანი[1]) ..  („ჟ“) („ქ“ - ქრისტე).

ეს არის აღნიშნული წარწერის ჩვეულებრივი, გარეგნული სახე და მნიშვნელობა, მაგრამ მას, როგოც აღმოჩნდა, გააჩნია საკრალური-რელიგიური დანიშნულებაც, რომლის ჩვენეულ ახსნასაც აქვე მოგაწოდებთ. მისი უკეთ გასაგებად კი, პირველ რიგში, საჭიროდ ვცანით გავაკეთოთ ამისთვის საჭირო  და აუცილებელი რამდენიმე განმარტება.

დავიწყოთ იმით, რომ წერტილით გამოყოფილი ასო-ბგერა .“ (მ.), მის რიცხვით მნიშვნელობა 40-ზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ აღნიშნული “სტამანი” ვიღაც გარდაცვლილის ორმოცის აღსანიშნავად “იგენ”,  ან, თუკი გავითვალისწინებთ, რომ “იგენ” მრავლობითი რიცხვის ფორმაშია მოცემული, შეიძლება ამ ”აგებულ” სტამანთა რაოდენობაზეც, რიცხვ 40-ზეც მიუთითებდეს. ამასთან .“-ს ასე წერტილით გამოყოფა, ვფიქრობთ, იმაზე მიმნიშნებელია, რომ იგი სიტყვათა რიცხვითი მნიშვნელობების დაანგარიშებისას მის წინა სიტყვა „იგნ“-თან ერთად უნდა იანგარიშებოდეს. ასევე, წერტილითაა გამოყოფილიႱႲ.“ ასო-ბგერები, ამასთან, ასომთავრულ “-ს მომრგვალებულ თავშიც წერტილია ჩასმული (იხ. სურათი), რაც, ჩვენი აზრით, ႱႲ.“ ბგერებში ჩადებული იდეის განმეორებადობასა და ამაში  “-ს განსაკუთრებულ ფუნქციაზე (რომ  განმეორებისას იგი მისი რიცხვითი მნიშვნელობით განმეორდება) უნდა მიუთითებდეს.  

 ბოლოში ორწერტილით გამოყოფილი  („ჟ“ − ჟ-ან-ი) კი, თავისი რიცხვითი მნიშვნელობით 90-ა, შეიძლება მიანიშნებს “სტამანის“ ტევადობაზე, მაგალითად, 90 კოკაზე, (ან სხვა საზომ ერთეულზე), ან კიდევ რელიგიური თვალსაზრისით „ქრისტეს ჟამზე“ ( ჟამი ქრისტესი).  თუ სხვა კუთხით შევხედავთ, 90 იშლება 9 და 0 ციფრებად, სადაც „9“ შეესაბამება ასო-ბგერა „თ“-ს (), რომელიც სრული ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო „0“ არის, იგივე წრე, „ლი“ ()სულიერი სავანე (იგივე წრე, მასზე განლაგებული ქართული ასომთავრულითა და მისივე სახელდებით „ლი“);  ანუ, გამოდის, რომ აქ საუბარია ღვთიური დანიშნულების, გარდაცვალებულის ორმოცისთვის გათვალისწინებულ, ან 40 “სტამანზე”, რომლის ტევადობა 90 კოკა, ან შეიძლება სხვა საზომი ერთეულია და რომელიც სრული ღმერთის სულიერ სავანეს ემსახურება.  

“სტამანად” დაქარაგმებულ სიტყვაში ასო-ნიშან -ს („ტ“), როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ზემო თავის რგოლის შუაში, წერტილი აქვს ჩასმული, წერტილია დასმული მასა და მის მომდევნო ასო ნიშან .“-ს -დ ამოკითხულ ასო-ბგერაში, რომელიც, თავის მხვრივ, დახურული სისტემითაა წარმოდგენილი და მოხაზულობით ძალიან ჰგავს ნაყოფიერების სიმბოლოს, ფალოსს. ეს მეორე, ცალკე დასმული  წერტილი, ჩვენი აზრით, გამოყოფს ასო-ბგერების ႱႲ.“-ს განსაკუთრებულ დანიშნულებასა და მნიშვნელობას.

წარწერის ბოლოში, შედარებით მარცხენა მხარეს, მოთავსებული ასო-ნიშნები მხედრულს უფრო ჰგვანან და, შესაძლებელია, “სტამანის” გამკეთებელი ოსტატის “კლეიმოს”, ანუ დამღას წარმოადგენდეს, ან სახელ გიორგისაც აღნიშნავდეს. ისინი ძალიან მოგვაგონებს ორ მხედრულ ასო-ნიშან “გ გ”-ს. წარწერის ბოლოს, სულ ქვემო ნაწილში დაქარაგმებულია o~ (წმიდა), ამავე აზრით შეიძლება გაგებული იქნას ორი გ-ს წინ დასმული ასო-ნიშანიც (იხ. სურათი).

       აქვე მოგვყავს წარწერის სრული ტექსტი მისი რიგითობისა და რიცხვითი მნიშვნელობების მითითებით:

24 + 22    10+3+14 + 13    21+11+10+29      1+10    20 +21     13+14+10         18+24 

     ႭჃ |   Ⴂ     ¦  . |            Ⴚ      |   Ⴈ  |      .    |          |  .   † 

600+ 400 10+3+50+ 40   300+20+10+2000 1+10   200+300     40+ 50+10      90+600    

ახლა კი მთლიანად წავიკითხოთ ეს საიდუმლო ფრაზა, შემდეგ კი ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული სიტყვის რიცხვითი შინაარსი (ჰემატრია), როგორც ქართულ ასომთავრულში მათი რიგითობის, ისე ასო-ბგერათა რიცხვითი მნიშვნელობის მიხედვით.         

                              

  24 + 22 = 46 = 1. 0 = 1  ( - არსთა საწყისის სულიერი სავანე, - არსთა საწყისი - ღმერთი)

      ႭჃ

600+400 = 1.0.00 = 1 (იგივე, აღმატებით ხარისხში)

                         

 

                         

 

                             

10+3+14+13 = 40 = 4  ( - სულიერი სავანე, დ- ონი - სამზეოს მდინარება, წუთისოფელი)

  ¦  .

10+3+50+40 = 1. 0. 3 = 4 (, , Ⴂ- ႠႬჂ - არის სული წმინდის მიღება, სივრცე, წიაღი, ან რაც ზემოთ არის იგივე - სამზეოს მდინარება)

                                        Ⴡ(ჱ)

  21+11+10+29 = 7.1 = 7+1=8

                     Ⴔ   Ⴛ                    Ⴡ

300+20+10+2000 =23.30 = 2+3+3+0=8

(2 - ბა-ნი სიცოცხლე და 3 - გა-ნი სივრცე, წიაღი, ანუ ბა-გა, სადაც ქრისტე დაიბადა, ხოლო 3 და 0 მიწის წიაღში არსებულ სულიერ სავანეზეც შეიძლება მიუთითებდეს). 23-ე  არის ასო-ბგერა ႴႠႰ-Ⴢ, 30-ე კი ႻႨ-Ⴕ,  აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ფარ(ული) ძი-ს „ლი“, სულიერი სავანე, ან კიდევ, ფარძი[2] (არაბ.) დოგმა, აუცილებლად შესასრულებელი წესი, წილი (მისი ქართ. გაგება -ე. ფ.), რიცხვი 3 კი ლაზარეს  3 დღის ძილზეც მიგვანიშნებდეს (სწორედ „ლი“-ში, სულიერ სავანეში).

                  (ႬჂ)   (ႬჂ)

  1+10  =  11     =     2 

    

 1+10=11=1+1=2 (1 და 1 - ერთის გაორმაგება და 2-ად, ანუ ბა-დ, სიცოცხლედ ქცევა, სხეულით, კაბა-თი შემოსვა, იგივე და-ბა-დე-ბა [(და/ო/დე ბაბა - დედა/ო/ ბაბა). აქ,ზეციურ და მიწიერ შესაქმეზეა ლაპარაკი (ზეციურ სამყაროში ჯერ მოხდა „და/ო/-ბა“, ნათელი საწყისის, ღმერთის მიერ ადამის შექმნა, შემდეგ კი, „დე-ბა“, ადამის დასაქმება, „შრომაში ჩაბმა“ მომავალი თაობის შესაქმნელად, რაც დაფიქსირებულია ცნება „დედა“-ში,  რადგან  მიწიერში ხდება პირიქით, ჯერ „დე-ბა“, შემდეგ კი სწრაფვა „და/ო/-ბა“-სკენ, სულიერი სრულყოფისკენ, სინათლისკენ)].

                  

20 + 21 =4 .1 = 5  (4 და 1 - სამზეოს ღმერთი, 5 - -ႬჂ, წმინდა ენა)

      .

200+300 = 5.0.0 + (300)– /„-ს რიცხობრივი მნიშვნელობის განმეორება/ = 8.0.0

                 Ⴄ Ⴕ                                                                                                                             Ⴡ Ⴕ

       „ელი“ (ႤႵ) ღმერთის უძველესი ქართული სახელია, ამასთან, ე-სა და ლი- ერთობა იძლევა წმინდა ენის სულიერ სავანეს. მაგრამ პირველ შემთხვევაში იგი იწყება ჩვეულებრივი „ე“-თი (Ⴄ), რომელიც წმინდა ენის სიმბოლოა, ხოლო მეორე შემთხვევაში „ე“-მერვეთი (Ⴡ), რომელიც აღნიშნავს ღვთის ძეს, ერთარს სამებას, კანონის მიმცემს - (ამასთან აქ 7=8=9 პარადოქსის კანონი). აქ კი ხარისხობრივი განსხვავება საკმაოდ თვალსაჩინოა, რადგან, ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ღმერთის მიწიერ, ადამიტურ გაგებასთან, მეორეში კი მამაზეციერთან.

                     (მამა)

13+14+10 = 37 = 3+7=1.0 = 1

    

40+50+10 =1.0.0 =1 

      მიღებულ მნიშვნელობათა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ  აქ მოცემულია 37 (Ⴥ) მამა, 40 (Ⴕ) სულიერი სავანე, 50 (Ⴌ – სულთმოფენობა) და 10 (Ⴈ – ათი მცნებაც).

       და ბოლოს:

               Ⴃ Ⴁ  Ⴅ

  18+24 =4.2 = 6 (სამზეოს სიცოცხლის დაბადება, წმინდა წერილი, ქრისტე)

 .   

  90+600 = 6.  9.  0  = 15  =  6

                 Ⴅ     Ⴕ     Ⴢ      Ⴅ (წმ. წერილი, სრული ღმერთის სავანე, იესო ქრისტე)

         მის წინ დასმული წერტილი უნდა მიგვანიშნებდეს ასო-ბგერა Ⴏ-ႬჂ (ჟ-ანის) რიცხვითი მნიშვნელობის შეკრების დროს შესაძლო განმეორებაზე (როგორც ზემოთ იყო) - 690+90=780;

7. 8.  0  = 15 =  6

Ⴆ Ⴡ  Ⴕ             (ზენა  ერთარსი სამების სავანე, იესო ქრისტე, წმიდა წერილი) არსი იგივეა.

 ჩვენ გამოვთვალეთ ამ წარწერის შემადგენელ ასო-ბგერათა რიცხვით მნიშვნელობათა ჯამიც, როგორც მათი რიგითობის ნომრის, ასევე რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით;  ასო-ბგერათა რიგითობის ნომერთა ჯამმა შეადგინა 288+(21)=309, ხოლო მათი რიცხვითი მნიშვნელობისამ კი – 4.7.34+(300)=5034.  

28 . 8                                                   და                30 . 9

   Ⴡ (ჩინ /ჩინება/  ერთარსი სამებისა)                Ⴛ     (ძის სავანის სრული ღმერთი)

4.  7.   34                                                                 

  Ⴆ    Ⴤ (სამზეოს ზენაარსი, ქრისტე ხარ იესო)

 

5 . 0 . 34

Ⴄ  Ⴕ   Ⴤ (ღმერთი, ქრისტე ხარ იესო)

      სწორედ ეს არის აღნიშნული წარწერის საკრალურ-რელიგიური შინაარსი. როგორც ჩანს, მისმა ბრძენმა ავტორმა კარგად იცოდა, თუ რისი შეტყობინება სურდა ქრისტე ღმერთის სახელით უბრალო მოკვდავთათვის და რა უნდა ყოფილიყო წარწერის ფარული, საკრალური არსი, რომლის გადაცემაც მას, მის მსგავსად განსწავლულ „განდობილთათვის“, საჭიროდ მიაჩნდა.

     ავედით სოფელ ახალშენში, სადაც ადგილობრივი გამგეობის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ჯორბენაძის გულისხმიერი დამოკიდებულებითა და დიდი დახმარებითა მოვახერხეთ აღნიშნული ქვევრის სრული, ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტის მონახვა (კულტურის სახლში, სადაც აღნიშნული ქვევრი იყო გამოფენილი, კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა და ჩვენი “სტამანის” ფრაგმენტები ახალშენის მუზეუმში გადაუტანიათ, რომელიც დღეისთვის აღარ ფუნქციონირებს); გადავუღეთ სურათები და დავაფიქსირეთ ამჟამად არსებული მისი გარეგანი სახე წარწერითურთ. ქვევრი აღმოჩენილია სოფელ ახალშენის მიქელაძეების უბანში. ამ ქვევრის საბოლოო გამოკვლევისა და შესწავლის მიმართულებით საშური საქმეა მისი ყოფილი ადგილმდებარეობის შესწავლა-გამოკვლევა. ადგილობრივთა ინფორმაციით, მიქელაძეთა აღნიშნული უბნის მონაკვეთში,  კიდევ არის მიწაში ჩაფლული საკმაო რაოდენობის ქვევრები; უძველესი ქვევრები და მათი ფრაგმენტები აღმოჩენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კაპნისთავში, ქობულეთის ჩაისუბანსა თუ სხვა მრავალ ადგილას; და თუ მათზეც აღმოჩნდა ანალოგიური შინაარსის წარწერები, ამან შეიძლება გადატრიალება მოახდინოს ქართული კულტურისა და დამწერლობის შესწავლის ისტორიაში. აღნიშნული ქვევრს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს  სათანადო გასამაგრებელი და სხვა აუცილებელი სამუშაოები, შემდეგ კი განთავსდეს ასეთი უნიკალური ნივთებისათვის განკუთვნილ სათანადო გარემოში.

ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ანალოგიური ტიპის ქვევრი ვნახეთ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში მოსახლე გურამ ფუტკარაძის კუთვნილი საკარმიდამოს მანდარინის ბაღში, რომელიც სახლის გვერდით გამავალი გზის ზემოთ გაშენებულ ტერასაზეა განთავსებული. აღნიშნული ქვევრის ყელის (რომელიც ფაქტიურად მთლიანად მომტვრეულია) ქვემო ნაწილში (იხ. სურათი) ჩანს ანალოგიური ტიპის ორნამენტ-მოხატულობა, როგორიც  ახალშენის ქვევრის შემორჩენილ ფრაგმენტზეა დაფიქსირებული; რაც გვაფიქრებინებს, რომ ანალოგიური ქვევრები მრავლად უნდა მოიპოვებოდეს ამ რეგიონში, და თუ ზოგიერთ მათგანზე მაინც, წარწერებიც დაფიქსირდება, ეს ახალ, საჭირო მასალას მოგვცემს ამ მიმართულებით მეტად საინტერესო და ნაყოფიერი კვლევის გასაგრძელებლად. იგივე თვალსაზრისით შესასწავლია ამავე რეგიონში აღმოჩენილი უძველესი საწნახელები თუ სხვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული არტე-ფაქტები.

ამჟამად კი, შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივ არსებობისა  პერიოდში, მან არა მარტო მაღალ  განვითარებას მიაღწია, არამედ მასთან დაკავშირებულმა დარგებმა და საკულტო ტრადიციებმა, განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქართული  დამწერლობისა და რელიგიურ-საკრალური აზროვნების განვითარებაში.

    წარწერის რიცხობრივ ჰემატრიული მნიშვნელობა კი საბოლოოდ ასეთ სურათს იძლევა:

-         არსთა საწყისის სულიერი სავანე, სამზეოს მდინარება (წუთისოფელი), - ბაგა, ფარ(ული ) ძის სავანე, (სადაც იესო დაიბადა), - კაბა-თი, სხეულით დაბადება სამზეოს წმ. ენისა (ქრისტესი), - ადამიტური ღმერთი და მამაზეციერი, - მამით, სამზეოს სიცოცხლის (ქრისტეს) დაბადება, - იესო ქრისტე, წმ. წერილი, ჩინება ერთარსი სამებისა.

-      ხოლო წარწერის საერთო რიცხვითი ჯამით დადგენილი საბოლოო ჰემატრიაა  სამზეოს ზენა არსი, ქრისტე ხარ იესო!!! - ღმერთი, ქრისტე ხარ იესო !!!


გამოყენებული ლიტერატურა:

კახიძე, შალიკაძე, 2015: – კახიძე ა., შალიკაძე თ., ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები სოფ. კაპნისთავში, ბათუმი (ექსპედიციის ანგარიში).

ნიჟარაძე, 1971: ნიჟარაძე შ., ქართული ენის დიალექტი ლექსიკა, თბილისი.

ნოღაიდელი, 2015: − ნოღაიდელი ჯ., აჭარული კილოს სალექსიკონო მასალა, ბათუმი.

ძველი ქართული .., 2008:ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი.

               

 

[1]  სტამანი − ქილა, კოკა [ძველი ქართული .., 2008: 327].

[2] ფარძი (არაბ.) – რელიგიური მცნება, დოგმა, აუცილებლად შესასრულებელი წეს-დებულება [ნიჟარაძე, 1971]  აუცილებელი, ღმერთის დაწესებული [ნოღაიდელი, 2015].