შორი სივრციდან....
313 ნახვა  
  1 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
740 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
740 ნახვა  
  3 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
შორი სივრციდან....
313 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / ლიტერატურა   713 ნახვა    3 წლის წინ
პოეტური განდაგანა



დედა სამშობლო

 

პირველი სიტყვა დედა ვისწავლე,

„დედა სამშობლო“ იყო მეორე,

მე ბევრჯერ მითქვამს ეს ორი სიტყვა...

დღეს ერთხელ კიდევ გავიმეორე.

 

საქართველოა ჩემი სამშობლო

და მისი ტრფობა, გრძნობა პირველი,

ამ გრძნობის მონებს ყველა ქართველი

ხალხი მამაცი და საკვირველი.

 

მისი ბუნება წალკოტთა მძივი

და მისი ზეცა უღრუბლო მარად,

არწივი ყვავებს რომ არ ეკორტნათ

გმირები იდგნენ სამშობლოს ფარად.

 

არ იცოდნენ მათ ბრძოლაში დაღლა,

ქართველი ხალხი მისთვის ომობდა,

მისთვის შესწირეს სისხლი სამშობლოს,

ჩვენც გაზაფხული რომ დაგვდგომოდა.

 

მისთვის თუ მოვკვდი არც მე ვინანებ

სიცოცხლე შუა თუ გამეყოფა,

და არ ვინატრებ მეც სხვას არაფერს,

ქართული მიწის სითბოც მეყოფა!

 

აი ამ მიწის ერთი მტვერი ვარ

და მისი სუნთქვის ერთი ნაწილი ...

ხატიც ის არის და ანგელოზიც,

ვლოცულობ მასზე ხელებაწვდილი.

 

1973-74 წლებში.


 

...

                                                                                        

                                                                                                  

                                                                                           ...

თითქოს დღე უფრო შეიკვეცა, უფრო დამოკლდა

და მზის სინათლე დედამიწას ვეღარა წვდება,

თვალის გახელას ვეღარ ასწრებს აკვანში ჩვილი

და ისევ მძიმე არტახებში მოხუცი კვდება.

 

დრო სწრაფად მიჰქრის, არ ანაღვლებს ჩემი ფიქრები,

და აგზნებულს ამ გულში ცეცხლს ვეღარ ანელებს,

დაბინდულ, შეკუმშულ ეს ატმოსფერო

თავისუფალ აზროვნებას უფრო აძნელებს...

 

მე თვრამეტი გაზაფხული გამომივლია,

ცუდთან ერთად კარგიც ბევრი შემიძენიამ,

დამნაშავე თუ ვიყავი, კიდეც დავსჯილვარ,

მაგრამ ბევრი უსამართლო ცრემლიც მდენია...

 

ყველაფერზე ვერ ვიძახებ, რომ ეს კარგია,-

დამეკარგა, აღარა მაქვს ამისი რწმენა,-

რაც არ მოგვწონს, თუ არა ვთქვით, რის მაქნისია,

განა თანხმობისათვის გვაქვს ჩვენ პირში ენა?!.

 

(ოჰ, არა, არა, - კმარა!)

 

1975 წ.

 

 

 


 

ცრემლი

 

ცივია სული, როგორც ყინული,

მიუკარები, ვით უკვდავება,

თუ გაზაფხულდამ სიცოცხლე მოდის,

ეგ ჩემი გული რატომღა კვდება!?

 

ნუთუ ყოველი წარმავალია,

ესე გაქრება როგორც რომ წამი,

თუკი ბრმა ხელი ერთხელ ჩამკიდა,

აღარ მაცოცხლებს სიცოცხლის ნამი?!

 

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ცრემლია

და არავისაგან გვაქვს შეცოდება?!

ანგელოზები ქვეყნად გოდებენ,

ნუთუ იმ წყეულს არ ეცოდება!?

 

თუკი ცხოვრება მხოლოდ ეს არის,

რომ სწრაფად სჭედდეს სიკვდილებს გრდემლი,

მე მას უარვყოფ, ას წელ სიცოცხლეს,

მე მირჩევნია ის ერთი ცრემლი.

 

ის ერთი ცრემლი, რომელიც გუშინ

ლამაზ ლოყაზე წმინდა კვალს მოსწყდა,

ჩემს ირგვლის მაშინ ბურუსი იდგა

და მაჟრჟოლებდა, თუმცა არ თოვდა.

 

ის ერთი ცრემლი უფრო დიდია,

ვიდრე ცხოვრების ეს ვიწრო ხვრელი,

სადაც რომ ღმერთი არ იყურება

და ერთად ცხოვრობს წმინდა და გველი.

 

ის ცრემლი არის თვით უკვდავება,

რომელის ლამაზ სახეზე ვნახე!

არა, არ მინდა მე ის სიცოცხლე,

სად სიკვდილს, მტრობას უგია მახე!

 

სად ყველაფერი წარმავალია

და არაფრისგან ნუგეშს არ ველი,

სადაც რომ ერთი თასიდან სვამენ

ლაღი სიცოცხლე და მისი მკვლელი.

 

მე ვამჯობინებ მხოლოდ იმ ერთ ცრემლს,

რომელიც იყო ვით ბროლი, წმინდა,

თუ მოისპობა მისი სათავე,

მეც მასთან ერთად სიკვდილი მინდა!

 

 

თუ აღარ ვიგრძნობ ნაზი იების

მისი სახიდან მოფრქვეულ ფეთქვას,

თავი არ მინდა და ეს ქვეყანა

სულ მთლად დაუნთქავს წარღვნას და სეტყვას!

 

ყველაფერს თუკი მსახვრალი ხელი

გაანადგურებს სულ უსულგულოდ,

რა გაქვს მიზანი და რისთვის ცოცხლობ?!

-მიდი, იარე ქვეყნად უგულოდ!

 

ერთი გული მაქვს და იქაც მხოლოდ

ერთი სახელი ამომშანთვია!..

მე სიკვდილამდე ერთხელ კვლავ ვკვდები

და იმ ერთ გულშიც მასხია ტყვია!

 

ყველას გავწირავ, თვით სიცოცხლესაც,

ზურგს მივაქცევ  ის მფეთქვ ნათურებს,

           მიიღე ჩემი მხურვალე ლოცვა, 

      გამანადგურე, გამანადგურე!!!

 

1975 წელი.

 


 

ფიქრის იმედი

 

გიცქერ თვალებში, გეტრფი დუმილით,

შენ კი არ გესმის ჩემი,

არ შემიკვეცო ოცნების ფრთები,

არ ჩამიძირო გემი.

ნაპირს აწყდება გიჟი ტალღები,

მე გელი გულისცემით,

მწამს, რომ ისევე დამიბრუნდები

და მოხვალ ჩემთან გემით.

ნელ-ნელა ნაპირს  უახლოვდება

გედივით თეთრი გემი,

მოდის, მოარღვევს ტალღებს ონავრად

ფიქრი, ოცნება ჩემი.

მე რომ მოველი თუ ფიქრობს ნეტავ,

ჩემთან დაუშვას აფრა,

ვაი, თუ ჩემი ტკბილი ოცნება

მლაშე ტალღებში ჩაქრა.

არა, მე ამას ვეღარ ავიტან,

აქ თუ მიმუხთლებს ბედი,

მაქვს იმედი, რომ ჩემი გახდება

ჩემი ოცნების გედი.

 

1974 – 1975

მანანა ბალახაძემ ამ ლექსზე დაწერა მუსიკა და სიმღერა

 


 

ანტანტა

 

ღამით მთაწმინდის მაღალ კოშკურას

ეალერსება აღვსილი მთვარე,

ცივი ნათებით გარემოსილი,

ლამაზი არის ეს არემარე.

 

თუკი ჩაწვდები ამ სილამაზეს,

თითქოსო მთვარე კოშკზე ჰკიდია,

ეს სურათი კი ნამდვილ ტრფობას ჰგავს

და მთვარის შუქი ტრფობის ხიდია.

 

თითქოს მონახეს საერთო ენა

მიწის პირმშომ და შუქმა ციურმა,

მოაჯადოვა თვით რკინის კოშკიც

მთვარის ალერსმა ყოველდღიურმა.

 

თან წყნარი  ღამის ლამაზ ფერებში

ისინი ერთურთს ნაზად კოცნიან,

ლაღი ზესწრაფვა მიბნედილ სხივთა

ერთმანეთისთვის შეუტყორცნიათ.

 

მე ეს სურათი ერთხელ ვიხილე

თვით სიყვარულზე უფრო დიადიც,

სანამ ახსნიდე მათ ზღაპრულ ტრფობას,

მანამდე მოვა დღის განთიადიც....

 

და მე კი ალბათ ვერასოდეს ავხსნი

მშვენიერ ღამეს იქ რაც ხდებოდა,

მაგრამ ვეცადე რაც კი შემეძლო,

რომ არაფერი დამვიწყებოდა.

 

რომ ამესახა იმ წყნარი ღამის

მოსიყვარულე სულიერება,

იმ ღამეს ვიგრძენ მე უხილავი,

რომ ტრფიალებას აქვს ძლიერება.

 

1975 წ.

 


 

შენ  და დრო

 

დღეს თუ მაღლა დგახარ

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი ხარ,

თუ შეგიძლია ჩემი განკურნება,

არ იფიქრო, რომ ყველასთვის წამალი ხარ.

დღეს თუ რვა მარტია

იცვლება სასმისი და აღარ იქნება,

თუ ჩემი ფიქრი ხარ ეს იმას არ ნიშნავს,

რომ შეგიძლია იქცე ყველას ფიქრებად.

დღეს თუ სითბო არის

და ხეთა შტოები კვირტებად სკდებიან,

შენაც კვირტივით გაიშლები, გავა დრო და

შენ ხომ იცი, კვირტებიც ჭკნებიან!

 

8.03.1975   მანანა ვალიევს

 


 

საათი

 

ღამეა, მძინავს, ძლიერმა დარტყმამ

უცებ გამიფრთხო ძილი საღათის,

ვეღარ გავძელი, ფეხზე ავდექი

და ვნახე იყო ოთხი საათი.

 

გავიდა წუთი, წუთს მიყვა წუთი...

ხუთსა მეექვსე და ცხრასა ათი,

ვინც არ მაძინებს მის მოსაგონრად

სასთუმალს მიდევს ერთი საათი.

 

ხელში ავიღე ვეალერსები...

აღარა ფეთქავს საათსი გული,

ნუთუ პატრონის გულისთქმა ესმის

და იცი ჩემებრ არის ტანჯული!

 

სმენა დავძაბე აღარ წიკწიკებს...

მე კი მწადია მიპყრობა ყურის,

იქნებ პატრონის გულისთქმა ესმის

და ამ წუთებში ისიც მემდურის.

 

ამა, მე მჯერა მისი გრძნობისა,

იმ გრძნობის ნაწილს ვენაცვალები!..

მაგრამ გონებას მიბნელებს ეჭვი,

ნუთუ მატყუებს მისი თვალები?!

 

არა, მე მჯერა იმ თვალებისა,

ის არის ჩემი სათავე ფიცის!..

ნუთუ ვტყუვდები ჩემს სალოცავზე

და ანგელოზმაც ტყუილი იცის?!

 

არა, მე მჯერა იმ სალოცავის,

მას სულ არ უნდა ჩემი წამება,

სიყვარულია აქ თვითონ ღმერთი,

წმინდათა ხატი და თვით სამება!

 

1976 წ . თბილისი

 


 

... 

ინტერნაციონალი,

            ეს არის ნალი

თამარ მეფემ რომ თურქში გაცვალა...

ინტერნაციონალიზმი,

გინდა ნაციზმი,

რა არის მათი გამოყოფი ზღვარი?

ინტერ ჩაცმული-

ნაციზმი - შიშველი კახპა არის.

მათ ამოძრავებთ

ერთი მიზნისკენ ორი გზა -

და ყველაფერზე ამისათვის

არიან მზად!

არავის უთქვამს -

შევიცანო თავისუფლება,

ჭეშმარიტების მაცნე ვარო, რომ ვთქვათ -

არ გვაქვს უფლება.

სადაც გავჩნდით, დავიბადეთ,

და შევიცანით

მსოფლიო აზრს რომ შევეჭიდოთ-

- თავი ვიცანით?!

დავუშვათ, შეფარდებით,

ვართ ჩვენს მართალი,

ამით წყდება მსოფლიოში

დღეს სამართალი?!

უგნურებავ გამამაცდი

როგორც რომ ლომი

და მოახვიე დედამიწას

თავს „ცივი ომი“.

ვინც ორს შორის

დაუნდობელ მტრობას ქადაგებს,

თითქოს მშიდობის, მეგობრობის

აგებს ფარდაგებს...

მე ვარო, ამბობს-

ჭეშმარიტი აზრის მთოველი

ჩემს სულში ვანობს სული წმინდა

სვეტიცხოველი...

- ის არის მტერი

დედამიწის უბოროტესი, -

მის სისასტიკეს ვერ დაჯაბნის

თვითონ კორტესიც.

ის არის მტერი!!!

დანარჩენი პოლიტიკის ორი მხარეა

ერთი პირით მზე - და მეორე ზურგით მთვარეა.

 

1976 წ.

 

....

 

დაცემულ ველს გადავხედე სიმაღლიდან...

- მეღირსება მეორედ კი ნახვა?!

იტყვიან რომ თვითონ იყო უშობელი,

და რაღაცის შობას კი გადაჰყვა...

 

მთაში მიდის, მიირწევა ბილიკი,

ცის სილურჯეს ვეღარ წვდება მზერა,

ჩემო კარგო და ლამაზო სამშობლოვ,

რატომ გახდი უბედობის წერა.

 

გამიგონია წარსული,

არისო აწმყოს მშობელი,

რაცა გვაქვს იმას არ ვუვლით,

ვერა ვართ კარგი მფლობელი.

 

ერთს აშენებენ, მეორეს,

ნახეთ, რა უღვთოდ სწირავენ!

ხმა ამოიღეთ, ქართველნო, -

სამშობლოს წარსულს სძირავენ!

 

იმას რაც ვნახეთ ჩვენ ერთ დროს,

ვეღარ იხილავს თვალი და

წყალი დაფარავს ყველაფერს,

სადაც რომ დღეს ჟინვალია.

 

ქართულ ჩუქურთმას ნუ სწირავთ,

სად წინაპართა ძვლებია,

ნუ მოშლით ფუძე-სასთუმალს,

სად შოთას თავი სდებია.

 

ნუ მოშლით მის სამფლობელოს,

სადაც რომ მისი ფესვია...

პასუხი იმათ ვით გავცეთ,

ეს სადაური წესია.

 

იქნებ ჩვენ შვილმა მოგვიკითხოს

შოთას „ჟინვანი“ სად არის...

- მაშინ რას ვეტყვით, ქართველნო,

შეგრცხვებათ თქვენი ჭაღარის.

 

თაობა მოდის ახალი,

თქვენ თუ ცხოვრება გალიეთ,

ბარემ დახოცეთ ნორჩებიც

და მათი სისხლიც დალიეთ.

 

 

არა, არ გარგებს ქართველო,

შენ რომ ის კაცი გარიყო,

ვინც მისი გრძნობის ნაწილი,

ძმასავით ორად გაგიყო.

 

ვინც გაზიარა წმინდასთან,

დაიცვა შენი ვალია...

და დღეს თუ რამე გაკლია,

იცოდე, შენი ბრალია.

 

არწივების საბუდარზე,

დღეს რომ ყვავები სხედან...

ვახ, ჩვენი ბრალი, ქართველნო,

აგვიტირებენ დედას...

 

დაცემულ ველს გადავხედე სიმაღლიდან,

– მეღირსება მეორედ კი ნახვა?!

იტყვიან, რომ თავად იყო უშობელი

და რაღაცის შობას კი გადაჰყვა.

 

სტუდენტობის პირველ, 1976 წელს ჟინვალში ექსკურსიის დროს დაწერილი ლექსი,

ჟინვალჰესის მშენებლობა ახალ დაწყებული იყო და მიმდინარეობდა გამალებული

არქეოლოგიური მუშაობა მის შესასწავლად პროფესორ რამინ რამიშვილის ხელმძღვანელობით.

ის უნიკალური ხედი და ისტორიული ღირებულებანი, რაც იმ დღეს ვნახეთ,

დღეს მართლაც წყლის ქვეშაა მოქცეული. ლექსი აღდგენილია 1993 წ. სოფ. ზენითში.

ლექსი საბაბი გახდა ძეგლთა დაცვის საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნისა, რომელშიც მეც შევდიოდი (თამარ ჩხეიძე, გელა ნიკოლაიშვილი, გია ჩხიკვიშვილი, ბადრი ბანძელაძე და უჩა ოქროპირიძე)

 




სხვის გმირობას ნუ მიიწერ თავადა,

თუ გმირი ხარ, მოვა თავისთავადა...

 

გადამჩეხავენ სადღაც უცილოდ,

ფიქრით მოვყვები ირემთა ჯოგებს ...

- მისთვის მოვკვდები, მაგრამ არასდროს,

მაგრამ არასდროს არ დავიჩოქებ!

 

თავისუფლება მუხლს არ მოიდრეკს

და დამარცხებას ნუ შემპირდები...

 შენ მხოლოდ ერთხელ, მანიშნე მხოლოდ,

მანიშნე მხოლოდ, რომ შენ გჭირდები!

 

შენ შემოგწირავ ჩემს წილ სიცოცხლეს,

ჩემ ფიქრს, ოცნებას, გულსა და ვნებას,

ცეცხლად ვიქცევი, დავიფერფლები,

მითხარი მხოლოდ, რომ შენ ეს გნებავს.

 

მხოლოდ ერთადერთს, მე შენ ბრძანებას,

უსიტყვოდ რწმენით ვემორჩილები,

სხვას არვის მოკვდავს ამ ქვეყანაზე

არ ძალუძს დამდოს მე ბორკილები.

 

ძარღვებში რომ სჩქეფს შენი სისხლია,

თვალებში შენი სხივი ანთია,

შენგანვე მოძღვნილს შენ შემოგწირავ,

შენს ხვალინდელ დღეს და შენს განთიადს!

 

1977 წელი.

 

 


 

...

 

ვალერიან მაჭარაძეს

 

ნელად მოღელავს მისი სიტყვა

არის სევდიანი

და დროს ამთქნარებს, დააძინებს

ვალერიანი,

ალბათ გონია თავი მისი

ენაწყლიანი

და რომ გაჩუმდეს იქნებოდა

უფრო ჭკვიანი.

მის ხმიერებას სულ ყოველთვის

რაღაც აკლია

მისთვის რა უჭირს, ისტორიის

დიდი ნაკლია.

 

1977 წელი.



 

 

...

 

კბილით  გააქვს მთელი კურსი

დეკანატში ალაგებს,

თვითონ ზევსის  ჰერმესია,

და მონურად განაგებს,

 

მონა? მონა სულით არის ,

იმიტომ რომ სხვას ემონა,

ჩვენ არ გვინდა გვყავდეს გვერდში,

ამისთანა ნაღდი მონა.

 

1977 წ.


 

...

რუსუდან ხარაძეს

 

რ-ატომ არის, რომ მსიამოვნებს მე შენი ცქერა,

უ-თუოდ გული შენსკენ ილტვის, მეც მისი მჯერა,

ს-იყვარულია, სისუსტე თუ კვლავ ბედის წერა,

უ-სიტყვოდ ახსნა ვერ შევძელი, ვერა და ვერა

დ-უმილი იყო დღემდე ჩენი გრძნობის საფარი,

ა-ხლა კი მინდა გაგიმხილო გულში ნაფარი,

ნ-უ აიწევი და ნუ იტყვი,  ვარ მზის სადარი,

ი-სე დაჭკნები, როგორც დაჭკნა ველზე ჭადარი.

 

1977  წელი.

 


 

...

 

წარბი შეუკრავს თბილისის ზეცას,

შავი ღრუბელი მოსჯარებია,

მოწყენილია მთაწმინდის კოშკიც,

თითქოს ვიღაცას გასჯავრებია.

 

თითქოს დასტირის დაკარგულ შვილებს

დედაქალაქი ქართველი ერის,

ხანაც ცრემლებად იღვრება იგი,

ხან კიდევ გულში საამოდ მღერის...

 

მას აგონდება, რომ ეს შვილები

გმირები იყვნენ სამშობლოს მცველი,

რომლებსაც დღესაც ქართველი დედა

ნირშეუცვლელ იმედით ელის.

 

30.09.1977 წ. თბილისი

 


 

მარინა გეგუჩაძეს

 

ზღვა ღელავდა და სიო აკრთობდა,

მივჩერებოდი საამო შფოთვით, -

და მიბნედილმა მაგ თვალთა ეშხით,

პოსეიდონი ვახსენე ლოცვით.

 

ზღვის ღმერთებივით დაუდგრომელი

შენი თვალების ლურჯი ელვები, -

და შავ ზღვასავით სევდით სავსენი,

მის ტალღასავით შმაგი ღელვებით...

 

მე მინდა ვნახო ღვთიური სხივი,

ლამაზ წამწამთა ჯარით ფარული, -

და მასთან ერთად გავიზიარო

მისი წუხილი და სიხარული.

 

მინდა ვიხილო იდუმალება,

ზღვის სილურჯე რომ ფარავს მის ვნებებს,

მინდა რომ ჩავწვდე თვალთა უფსკრულის

სილაჟვარდეში განმქრეულ ცნებებს.

 

და ვსთქვა, ვიხილე მშვენიერება,

ლამაზ თვალების აელვარება, -

ამოვიკითხე მასში უსიტყვოდ

სულს სიმშვიდე, თუ მღელვარება.

 

1977 წელი.

 


 

                      …

დაბადებიდან დღემდე მოვედი

და საით წავალ არავინ იცის;

იქნებ ვიცხოვრებ, ან არ ვიცხოვრებ

და მიმიბარებს წიაღი მიწის.

 

მაგრამ სანამ ვარ და გული ფეთქავს,

ჩემს ფიქრს, ოცნებას სიმართლე ჰქვია!

ვერ შემაშინებთ, თუნდ მისთვის მოვკვდე,

მკერდში მახალონ მე ცხელი ტყვია.

 

მოვკვდები, მაგრამ არ ვათქმევინებ,

რომ მე შევშინდი და ან  ვინანე...

ჩემი მიზნისათვის და ოცნებისათვის,

მე ხომ სიცოცხლეც არ დავინანე;

 

არ დავიჩოქებ, არც ვსთხოვ არავის,

რომ დამიჩოქოს, მთხოვოს შენდობა, -

ერთხელ განწირულს და მოღალატეს,

გული მეორედ ვერ მიენდობა!

 

1977 წელი.



ვარლამ დონაძეს

 

მე ვარ ვარლამი,

გვარადა დონაძე,

კაცი კაცური,

მომკლავს ვარამი

აზრთა კონაზე...

დამიგდეთ ყური!

ჩემით უბნობენ

წლები წარსული,

უკვდავთ სულები...

და საუბრობენ

დრო გარდასულის

მძლეთა გულები.

მე ვარ წარსული,

მე ვარ ახალი,

და მე ვარ ხვალე,

დროში შესული,

ვით მკერდში ხმალი

- ვერ მომკლავთ მალე.

ბობოქრობს ქარი

სულის ნაწილი,

მეც მასთან ერთად,

სადაც ის არის,

მეც ხელ აწვდილი

იგი მწამს ღმერთად.

ლოცვაი ესე გთხოვ შეისმინოთ!..

- და მომისმინოთ!

წყეულიმც ვიყო  უკუნისი უკუნისამდე,

თუ ცუდ ვიზამდე.

ღმერთო, დიადო, შენ განუხვენ გონების თვალი!

-რაც ამა ქვეყნად ბოლქვაძე არი.

მიეცი ძალი შესმენისა კეთილისა სიტყვის,

რასაც კაც იტყვის. ამინ!

 

1978 წელი.

 

 


 

მაია თადუმაძეს

 

მაია დარაგაია

მაია კრასივაია

მაია ლუბიმაია

მაია აჩერავატელნაია

მაია ლაპინკაია

მაია უმნიცა

მაია ლუნნიცა

მაია სოლნიშკა

მაია სკოლნიშკა

მაია ბოგინია 

– დეუს მაია.

 


 

მუხრან მაჭავარიანს

 

ვლოცავ მუხრანს, 
სიტყვის მუხნარს, –

ჩვენი  ერის მზესაც ვლოცავ,

გაუმარჯოს საქართველოს,

ვინც ქართველი საქართველოს,

ჩვენს დიდ ქართველს მივულოცავ!

მივულოცავ, მას დამაშვრალს,

ქართველთათვის არ ცუდ მაშვრალს,

ჩვენი ერის რწმენას, იმედს,
ჩვენი ენის დიდ არხიმედს.

ნახევარი საუკუნე,

ვინაც დღე არ აუკუნე,

გაგვიმყარე ჩვენი ენა,

შენი სიტყვა გვმატებს ლხენას!

კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებ

ჩვენ ეს წმინდა გრძნობით გვჯერა,

შენ იცოცხლებ, უკვდავების

სიკვდილი ვინ დაიჯერა!!!

კვლავაც გვმატებ რწმენას, იმედს

გაუმარჯოს, გაუმარჯოს!!!

ქართულ სიტყვის დიდ არხიმედს!!!

 

 

8.05.1979  წელი

 

მუხრან მაჭავარიანის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში

ექსპრომტად დაწერილი ლექსი, რომელიც არ წამაკითხეს...

 მუხრანს იგი წავუკითხე 1993 წლის 27 მარტს ზუგდიდში,

მოძრაობა „ჭყონდიდელის“ კონფერენციის შემდეგ გამართულ ბანკეტზე.

 


 

  ...

 

ახალი წელი დარდიმანდი ბიჭივით შემოვა და

ჩვენც უნდა დაგვხვდეთ,

არც იმასა აქვს უჩვენოდ ფასი;

ჩვენს წარსულს, გმირებს, ჩვენს ხვალინდელ დღეს

 გაუმარჯოს,

შევავსოთ თასი!

რომ კვლავაც იყოს ქართულ მიწაზე

ქართული სიტყვა,

მისი სიმტკიცე ქართული ვაზი,

რომ კვლავ ხარობდეს ქვეყანაზე

სიკეთის თესლი,

შევავსოთ თასი!

რომ კვლავ შეგვეძლოს ქვეყნისათვის ზრუნვა,

დიადი საქმე, –

რომ კვლავ ამღერდეს  ჩუქურთმა ქვაში,

კვლავ რუსთაველურად რომ აჟღერდეს

ქართული ლექსი,

შევავსოთ თასი!

ყველამ იცოდეს, იოლი გზა არ გვაქვს სავალი...

და არ გააცვალოს თავისი სხვაში,

რომ ჩვენვე ვჭედოთ ჩვენივ ბედი

და მომავალი, -

შევავსოთ თასი!

 

 ექსპრომტი - 1980 წლის დადგომისადმი

მიძღვნილ კარნავალზე შექმნილი ლექსი.

გაიმარჯვა კონკურსში.

 


 

...

 

უნდა გითხრა ერთი რამე,

მე არ მძინავს მთელი ღამე,

-დარდი მომკლავს შენზე ფიქრით

ოცნებათა ფრთებით მივქრი.

 

იქ, სადაც შენ მეგულები,

მიყვარხარ და მეძულები,

თუ არ გახსნი გულის კარებს

და თუ შენც არ შემიყვარებ!..

გავგიჟდები,გავგიჟდები, გავგიჟდები.

 

1980 წელი.

 


 

....

 

მზე გაფერმკრთალდა ზღვაში ჩაეშვა,

სისხლით შეფერა ცის კაბადონი,

შემოეძარცვა გრძნობა სიცოცხლის,

- დამწუხრებული მღერს იადონი.

 

ბინდი იჭრება სულის სიღრმეში

და შემს კაეშანს არ უჩანს ბოლო,

მაგრამ იცოდე ეს მოჩვენება,

დაღამებაა, ძვირფასო, მხოლოდ!

 

აიშლებიან კვლავაც ნისლები,

მიაშურებენ ზვიად მწვერვალებს,

მოეხვევიან ყელზე ალერსით,

დაუკოცნიან ჭაღარა თავებს...

 

მაგრამ ყოველი წარმავალია,

მალე გაუვლით თავდავიწყება;

- უკვდავი არის მხოლოდ სიცოცხლე

და წმინდა გრძნობის არ დავიწყება!

 

აყვავილდება კვლავაც ჭერამი,

შეიფოთლება მწვანედ მაისი,

შევიფერფლებით, მაგრამ არასდროს

არ დაგვდგომოდეს სულში დაისი.

 

 

 

ლექსი მიძღვნილი ზეინაბ ბუაჩიძისადმი,

დაბადების დღის აღსანიშნავად.

1981. 5. 03, თბილისი

 

 

 

 


 



ამაოება

 

ირგვლივ სიჩუმეა, ხეები ჩურჩულებენ,

ხეები ჩურჩულებენ და მაინც სიჩუმეა,

ფიქრები იძვრიან მდუმარებით,

სისხლი იყინება და კვდება კაცი,

- მაგრამ მშვიდად სიკვდილს  ვინ აცლის...

 

აბორგდა, ადიდდა, აზვირთდა მწუხარება,
გაჰკივის თმაგაშლილი, ბანი ზრიალებს,

ვიღაცას დაენანა, ვიღაცამ დაიტირა

და ვიღაც დასცქერის დაცლილ ფიალებს.

 

ოჰ, სინანულით ღვინო გათავდაო,

და ისევ ავსებს ახალი აზრებით,

ამბობს სადღეგრძელოს, კაცი ჭკუათმყოფელი,

მთელი შემართებით და გააზრებით:

 

ჩვენაც მოვკვდებითო,  ხვალე შეიძლება

ვეღარ ვიხილოთ მზის ცაზე ასვლა,

ამ ჭიქით, ძმაო, იმას გაუმარჯოს,

ვის ერგოს ამ სასმისის ჩვენს შემდეგ დაცლა!

 

და მიდის ბარბაცით, ორღობე აკვირვებს,

ნუთუ იქ ვარო, სადაც ვიყავი,

ნუთუ ასე კარგი ჩემი ოდა არის,

ღმერთო, ჭკუაზე ვარ თუ რა მიყავი?!

 

ალბათ, სამოთხეა - ხალხი რომ ამბობს -

ღვინოა სწორედ სულის ცხოვნება!

სიფხიზლე კოშმარია, ცუდი მოლანდება

და სიმთვრალეა ნამდვილი ცხოვრება!

 

16.11.81 წელი.

 

 


 

...

 

უცოდველობის საბურველში ეხვევა გველი,

სათნოებაზე თავს დებს ურცხვად კიკინებს მგელი,

რაც აუკრძალა სამართალმა, ვერ მიწვდა ბრჭყალით,

იმას გველურად ცდილობს მგელი, გახეთქოს თვალით.

 

მგელს გველის ჯადო, არასოდეს რომ არ ჰქონია,

ამას არ ფიქრობს, მისს გაიტანს, ასე ჰგონია...

- მე მეცოდება, და მართლაც, რომ საცოდავია,

მერე რა ვუყოთ? იკბინება, ღრენს და ავია...

 

1977 წ . ისტორიის ფაკულტეტის დეკანატის,

რომელსაც ჩეკანატს ვეძახოდი, შთაგონებული სტრიქონები.

 


 

ქალი

 

ქალი, სილამაზის, სინაზის სახე,

ქალი, ტრფობის სათავე და გულის მახე,

ქალი, დედის უბე, ჩვენი მშობელი,

ქალი, ძმობის მომხრე, მტრობის მგმობელი,

ქალი, ოჯახის ფუძე და მისი სითბო,

ქალი, სიყვარული, ცხოვრების სიტკბო,

ქალი, უშიშარი, გმირი, მშრომელი,

ქალი, მებრძოლი, მეცნიერ დაუცხრომელი.

 

 1978 წელი

 

ექსპრომტი - გაიმარჯვა სარვამარტო საკარნავალო კონკურსში

 


 

სულის შარაზე, როგორც ქარი

მინაგელვები,

მე ასეთი ვარ, ჩემეული

შმაგი ღელვებით!

 

ლანდა, ლანდა, ლანდის ლანდა,

ლანდა ლანდმა სად დაგლანდა?

სული მტკივა! განა გული?

გრძნობა კვდება, კვნესს ბულბული.

 

როგორ ავხსნა, აღარ ვიცი,

შეყვარებულთ გზნება, ფიცი, -

ამას ვიტყვი, ვიყო კრული,

უგონოა სიყვარული!

 

განა იმას ახსნის რამე,

რომ არ მძინავს მთელი ღამე?!

ან რა გრძნობას, რომელ სიტყვას

შეუძლია მხოლოდ ის თქვას...

 

როგორ ვერთვი მე მზის სხივებს,

სწორედ სულს რომ ამატკივებს!

თუ როგორი სინაზითა

მზე ჩემით არს, და მე მზითა!

 

განა იტყვის ამას ვინმე?

გაიფიქრებს, - ვინ მზე?! ვინ მე?!!!

ლანდის ლანდან ლანდობს ლანდი,

ლანდი ჩემი, ჩემი ლანდი!

 

14.03.1981 წ. თბილისი

 


 

სიზმრის ერთი დღე

 

შორს, სადღაც მყინვარზე, სანთელი ენთო და

მის ციმციმს ყინულის ცრემლები ერთვოდა,

უსიტყვო წამებით იტანდა ყველაფერს,

სიცივე, სისველე აკლებდა ვერაფერს.

 

თავისთვის იყო და ოცნებას ქარგავდა,

არაფრით არასდროს წამებულს არ ჰგავდა...

გულში ეკვროდა სევდას ეულად,

და მისი ალიც კი ყინულად ქცეულა!

 

ცრემლად რომ დასდის, ის არის სწორედ,

მისის სხივი კი მიჰყვება შორეთს,-

დაუოკები ჰკლავს მას წყურვილი,

აანთოს სხვაშიც დაწვის სურვილი...

და გაარღვიოს სულის საკანი,

რომ ამაღლებულს მისცეს საგანი!

რომ სულმა წმინდამ შენთან იაროს,

თვით ღვთაებრივთან რომ გაზიაროს!

წმინდაა იგი, ვით დედის ლოცვა,

შეყვარებულთა პირველი კოცნა!

 

23.03.1981 წელი. თბილისი.

 

 

 

 


 

 უკვდავება

 

ქართველი გმირიც ყოფილა და

კარგი მოღალატეც,

შთაგონებული და შთამაგონებელიც,

კარგი მოლექსე და

კარგი მოქანდაკეც;

გვყოლია ვახტანგიც,

გვყოლია გიორგიც,

გვყოლია შოთაც და

გვყოლია დემეტრეც,

სცოდნიათ მოცდაც და

სცოდნიათ სიანჩხლეც,

სცოდნიათ ვაჟკაცობა,

სცოდნიათ სილაჩრეც.

 

სჩვევიათ ერთგულება,

სჩვევიათ შენება,

სჩვევიათ ორგულებაც,

სჩვევიათ მშვენება.

 

ამიტომაც იყვნენ

აღმაშენებლები,

დამამშვენებლები,

გამამშვენებლები,

რა მაშენებლები?!

 

იყვნენ წამებულნი,

იყვნენ ბრწყინვალენიც,

იყვნენ ამებულნი,

იყვნენ მტირალენიც;

დიდი დავითები,

დავითიანები,

ზოგი უღვთოები,

ზოგი ღვთიანები,

კიდევ გიორგები,

გიორგიანები,

ზოგი ჭკვიანები,

ზოგი ხმლიანები,

ზოგიც, უბრალოდ, ხმიანები.

დიდი  თამარი და

თამარიანები,

საქმე სვიანები

მშვენებიანები,

ენა წყლიანები,

შოთასიანები.

თავდადებული და

სულის ვანებით

ცეცხლით დაშანთული

ქეთევანები...

 

         რა მომკლავს?!!
ვინ მომკლავს?!!

შემხედოს თვალებში!

შემხედოს თვალებში

და შიში ზარავდეს!

ძველი  საქართველოს

სულით ნაზარდი ვარ,

მისი უკვდავება

ყოველთვის მფარავდეს!

მისი უკვდავებით

სიცოცხლე მარადი ვარ,

სხვის რა მაქვს სათხოვარი,

რას უნდა ვპარავდე?!

 

თეთრ რაშზე

როგორც წმინდა გიორგის

წმინდა ხატება,

ამხედრებული უკვდავება,

საქართველო კვლავ იბადება!!!

 

3.03.1981 წ.  თბილისი

 


 

...

 

წავიდა ჩემი ლამაზი გოგო,

მე გავაპარე ქურდულად თვალი;

ვეღარ  ვიხილე ნაზი გიზგიზი

მისი თვალების დამწველი ალი!

 

და რაღაც სევდამ დამიმარტოვა,

გულში ჩამოწვა ღრუბლის ფთილებად,

ნუთუ ვერ შევძელ უნაზეს გრძნობის

მე პატრონობა და გაფრთხილება!?!

 

1981 წელი.

 

 

 


 

...

 

რად გაუვიდა ყავლი სიყვარულს

და ეს ცხოვრება ასე ბერწია, -

მაგრამ სიცოცხლის ზღვარის იქედან

მახარობელი ისევ მეწვია...

 

და სიყვარულის წვიმის თქორაში

დაიძირება მარადისობაც, -

ერთადერთობის მზეს გაუმარჯოს,

მძულს უმსგავს ფიქრთა მრავალგზისობა.

 

აოხრებული მზეთა სამზეო,

მობაიბრუე ჩვენი ფიქრია, -

 მარადისობის უსასრულობა

დროის მარეკთა რაშით მიჰქრიან.

 

1978 წელი.

 


 

...

 

ს-იყვარულისთვის გაჩენილა ქვეყნად მრავალი,

ო-ქროდ დაღვრილა მათი ნაზი თვალთა არილი,

ფ-ერფლად ქცეულან მნათობები ცაზე მავალი,

ი-შვა იმათგან სურნელება ბევრი ყვავილის , –

კ-რთომას შენს ღაწვთა ვერ ედრება მაინც ვერცერთი

ო-ხ, რა მძლავრია სიცოცხლეში უკვდავი ღმერთი.

 

 

 

 

 

 

 

ლ-ანდან დამდევს დღე და ღამე

ე-რთ გოგოზე ფიქრები,

ი-მის სიყვარულით მთვრალი

ლ-ოთი ვარ და ვიქნები...

ა-ღარ მახსოვს ჩემი თავი,

ს-იყვარულო, რად ხარ ავი?!

 

უ-კვდავებავ სად ხარ მოდი,

ჩ-ამინერგე შენი ძალა,

ა-ხ მურთალმა დროის ტალღამ

ს-ატრფოს ნახვაც არ მაცალა, -

ა-ღარ მახსოვს ჩემი თავი,

გ-ამებუტე, რად ხარ ავი?!

ა-მასა გთხოვ მხოლოდ ერთსა

ნ-უ გამწირავ, ენდე ღმერთსა!

 

1977 წელი

 


 

...

ლ-ალისფერი ღვინო მინდა

ი-აგუნდის სასმისით,

ა-რ გეგონოს დავმშვიდდები,

მ-ინდა კიდევ დამისხით.

ი-ხარონ და იდღეგრძელონ

ყ-ველა გრძნობით მთვრალებმა,

ვ-იცი შენმა ეშხმა დამწვა,

ა-ნდა შენმა თვალებმა.

რ-ომ გიყურებ ხან ვიცინი

ხ-ანაც მწარედ ვფიქრდები

ა-მის დამწერს რაღაცის თქმა

რ-ომ სურს თუ უკვირდები?

 

1977 წელი.

 

...

 

წვიმის წვეთებმა დამისველა მთრთოლვარე ბაგე...

ცრემლი ყოფილა... ოჰ, რა რიგად გული მტკენია,

ასი ისარი დაუხლია მტერს თუ მოყვარეს

და არასოდეს არც ერთიც კი არ ამცდენია.

 

ასი ჭრილობით დაჭრილი ვარ, ასი ტკივილით,

ასი ათასი სისხლის ბწკარი ჩამომდენია!..

გადავიყინე, გადავფითრდი სულის კივილით,

ერთი ჩივილიც არასოდეს არ დამცდენია.

 

მე მოვსწრებივარ, რომ მთელავდა სანაგვე ყუთი,

ძალაუფლების სკრიპტრითა და კვერთხით შემკული,

მაგრამ არ მოკვდა ჩემში კაცი, ადამიანი, -

სიმართლისა და ადამის ძის დავრჩი ერთგული.

 

მე მინახია, როგორ იდო ნამცეცი ლოდზე, -

სწორედ ის ლოდი ჩვენი ერის ქვაკუთხედია,

როგორ ახრჩობდა სიმამაცეს სიგულნამცეცე, -

ყველა ამისთვის სულ ახლოდან შემიხედია.

 

მაგრამ რა?!? – განა ღირს იმად ბითური,

რომ თავი გაუტოლო?!?

ყველაფერს ჯობია, ჯავრიან გულზე

ადგე და გააბოლო!

 

1982 წ.

 


 

...

 

არარაობის მძაფრი შეგრძნება,

არარაობა ყოველთვის ყველგან;

თუმცა მოითხოვენ, მაგრამ არ ვიცი

ასე ძალიან რა უნდათ ჩემგან.

 

სადაც რომ მინდა იქა არა ვარ

და ის არ არის ჩემი წოდება,

იმ საქმეს ყველგან მიმარიდებენ,

რაც მიმაჩნია ჩემს მოწოდებად.

 

მიმაძინებენ აზრთა ჭიდილში

და უაზრობას ყელზე მკიდებენ,

თუმცა ხანდახან შემამოწმებენ,

დამიყვავებენ და მადიდებენ.

 

ნუთუ ყოველთვის ასე იქნება

სულ უნდა თვლიმონ ჩემმა ფიქრებმა

ერთხელ მე მოვკვდი, სიკვდილი კმარა...

არა და არრა, არა და არრა!

 

1982

 


 

....

 

ფუთფუთებს ჭიანჭველა,

ფუსფუსებს მშრომელი,

გარჯაში ედრება

მითხარი რომელი?

სახე აქვს მზრუნველის,

საქმისთვის იწვის...

დღედაღამ მოუსვენრად

ბეჯითად იღწვის.

მინდაო შევქმნა

ქვეყნის დოვლათი!

- ძირს მუქთახორა

და ბედოვლათი!

ბევრი ავ-კარგის

გაძლება მქონია,

მაგრამ თავსაყარად

არასდროს მქონია.

შემხედეთ, პატიოსნად

თუ როგორ ვშრომობ,

შრომის ფერხულში ვარ, -

ჩემს ფრონტზე ვვომობ.

აბა, გაიწიე

და გზა დაცალეთ,

მშრომელ კაცს, ერთგულ კაცს,

ცხოვრებაც მაცალეთ.

მეცა მაქვს იდეა,

სიცოცხლის წყურვილი...

მაცალეთ ვთქვა რამე,

მოვიკლა სურვილი.

მითხარით, ერთი რომ

ასე მედრება...

აღავლენს ვინმე ჩემებრ

ერისთვის ვედრებას?!

დ ა ვ ი ღ უ პ ე ბ ი

სიმართლის ძიებით,

მუდამჟამ აღსავსე

შურისძიებით.

მინდა რომ ვაშენო,

აღვზარდო, დავიცვა,

მასთან ვიცოცხლო

და მასთან დავიწვა!

- ბრძოლის ლოზუნგია

ჭიანჭველასი,

უნდა რომ მოიგოს

გული ყველასი.

მისი ზრუნვა კი,

ტყუილი ფუჭია!..

ყველაფრის თავი ხომ

აქა კუჭია.

მას ეს ყველაფერი ადვია

ხუნდად, –

და მიტომ ითმენს,

დიდება უნდა!

მტვერში კი არა ჩანს

ნამცეცის ხელაა,

ძლიერ განიცდის, რომ

ჭიანჭველაა!!!

 

ლექსი შთამაგონა კომკავშირის საქმიანობამ...

 

1981-1982 წლები.

 


 

...

 

წითელი ფერით დავიწყე  წერა,

წითელი ფერი, სისხლის ფერია,

ჩვენი სიცოცხლე წამია მხოლოს

და იმის იქით არაფერია...

 

არაფერია, რომელიც ავსებს

ჩვენი ცხოვრების მყობადს და წარსულს,

არაფერია ის ყველაფერი,

რომ იმორჩილებს ქაჯსა და ავსულს.

 

არაფერია ათას ტომებად

დალაგებული სიცარიელე,

არაფერია, თან ყველაფერი,

სხივი, რომელიც ერთ წამს იელვებს...

 

რომელიც  შეგძრავს  სულით ხორცამდე,

თმები დადგება ყალყზე, ტიალი,

არაფერია ის ყველაფერი,

შხამს რომ შეგასმევს სავსე ფიალით...

 

გაგანადგურებს, გაგსრესს, აღგადგენს,

იგრძნობ რატომ ხარ ასე პატარა,

ჯერ მოგაშივებს მარადის წყურვილს

და დაგაპურებს წყარო ანკარად.

 

არაფერია ის ყველაფერი,

რომელიც უთქვამთ ბრძენთა წერილად, -

და ყველაფერი ის არაფერი,

რომელიც ჯერაც არ დაწერილა.

 

გაიგეთ ხალხო,

დაიშრიტა სინათლე, -

მიწაზე რა უნდა

- სიმართლეს!..

 

წითელი ფერით დავიწყე წერა,

წითელი ფერი, სისხლის ფერია, -

ჩვენი სიცოცხლე წამია მხოლოდ

და იმის იქით არაფერია.

 

1982

 


 

გიორგიევსკის ტრაქტატის გამო...

 

როს შეიჭირხლა ხეზე ფოთლები

და დაიმეხა ბებერი მუხა, -

მე ხმა მესმოდა - ერის ხმა იყო,

- მდუმარედ ნუ ხარ! მდუმარედ ნუ ხარ!

 

ხმა ამოიღე ერის სინდისო,

ქართველი კაცის ნამუსის ქუდო,

ამოალაგე, საუკუნეთა

ბნელ ჯურღმულებში, რაც გულში ბუდობს...

 

შენ არ გჭირდება ყალბი ალერსი,

შენი სიმართლე ხმლით გიკვეთია,

თუ დაიჩაგრე მძლავრთან ბრძოლაში,

უნდა გაუძლო, ესეც ბედია.

 

ნიჭი და აზრი წინ მიგიძღოდა,

ძნელბედობაში შენს სულს სჭედავდა,

თვითონ ტიტანთა საპყრობილე ხარ,

შემუსრავს ღმერთიც არ შეგბედავდა.

 

გებრძოდა მტერი - „მოყვრად“ აქციე, -

და დღეს სასთუმალს გისწორებს ნაზად,

გინანავებდა, თან გაპარებდა,

ჩემი ნერგიო აქციე ვაზად.

 

ნუ დაუჯერებ, აბა გახედე,

რა ულმობელი იყო ჯალათი,

რითაც დაგიპყრო, მოგინადირა,

მკვლელობა იყო, მტრობა, ღალატი.

 

ხომ გახსოვს აღა-მაჰმადის ვნება

მეტეხის ქონგურს რომ დააფრქვია,

სად იყო მაშინ ის „ძმადნაფიცი“-

მითხარი, აბა, ამას რა ჰქვია?

 

ან ბრძოლის ველზე შეჭიდებული,

რომ მიგატოვა ანაბრად ბედის,

როცა მეუფე ქართლოსიანთა

ამბობდა თავის სიმღერას გედის...

გაჰქუსლა ერთმა და მიყვა ბევრი,

რომ დაიკიდეს ფეხებზე ერი -

რა იყო იგი?!

წესი და რიგი?!

არა!

დათრგუნვის პოლიტიკის შემადგენელი

ერთი დიპლომატიური სვლა,

კავკასიის შთანთქმისთვის წინსვლა,

მეფის პოლიტიკა,

მკვლელის პოლიტიკა,

თავისუფლების მტრის პოლიტიკა,

დამპყრობლის პოლიტიკა,

როცა დაივიწყეს ელემენტარი ეთიკა,

- ყველაფრის ჩანთქმას აპირებდა ნორჩი პეტრიკა.

შემდეგ  კი, ლეჩაქი მოხადეს,

ნამუსი ახადეს,

ტყავი გახადეს...

რვაას ერთიდან -

ცხრაას თვრამეტამდე,

- იყო გვემა.

თავში ცემა,

სევდა წარსულზე,

გატაცებულ ასულზე,

იყო ყვედრება,

კიდევ ვედრება

და შეწყალება,

მონანიება,

ცოდვათ შენდობა,

ცოტა საქმე და

ბევრი ყბედობა...

 

იყო განათლებაც,

გონების განათება,

ახალი აზრები,

წინსვლა, პროგრესი,

- მაშინ გავიგეთ პირველად

რა იყო სტრესი...

მართლაც შევიძინეთ ძმები,

უბრალოდ ხალხი,

თვითონაც თავისუფლებისთვის ნაწამები, -

- ერთად მოვიშორეთ თალხი!..

ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ,

გავიგეთ მარცხის გემოც...

ჰო, ასე იყო, ძამია, ჩემო!

არ გვინდა ზედმეტობა,-

რაც იყო ისა ვთქვათ,

ნუ ჩავთვლით ერთმანეთს

შეშად და ქვად...

გასაგებს გაიგებს ყველა,

რა სჯობია ძმობას,

გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას!!!

 

1983

 


 

...

 

ჩემო სიხარულო, ჩემო სიცოცხლეო,

ჩემდა გასახარად დიდხანს იცოცხლეო,

დიდხანს იცოცხლე და დიდხანს გამახარე,

მოვკვდე მიგლოვე  და მიწა დამაყარე

ნერგი აღზარდე - ჩემი მომავალი,

სიმართლე ასწავლე და წმინდა სავალი!..

 

1984 წელი. 8 მარტი. მივუძღვენი ჩემს ორსულ მეუღლეს...



 




9 აპრილის გამო

 

ისევ გაგვყიდა, კვლავ ქართველმა გაგვყიდა, ძმაო,

გაგვყიდა დაო, და გაგვყიდა, ჩემო ნაწილო,

შავი ჩააცვა ქართლის დედას ისევ ქართველმა

და ისღა დაგვრჩა, მწუხარება გავინაწილოთ.

 

თავისუფლების უდრეკ ნებას წინ რომ აღუდგნენ,

ვერ შეგაშინეს, ვერ მოდრიკეს შენი ბუნება, -

ერთ სავარძელზე გაგვყიდეს და დაგვახურდავეს,

- ყველა სატანას შეუძლია ბრიყვის ცდუნება.

 

რას იზამ მიწავ, ჩემო წმინდა, ქართულო მიწავ,

შენს  ზედაპირზე იუდები ბევრნი დადიან, -

ქართლის მესვეურთ არ აწუხებთ ქართველთა ბედი,

მათში სად ნახავთ დემეტრეს და ცოტნე დადიანს?!

 

1990 წ.


 

 

...

 

მ-თის სიოსავით შარიშურობს, გხიბლავს ნეტა რად

ა-ლავერდივით აზიდულ ყელის ბროლისა,

რ-ისთვის გალობენ ქართველები ასე ნეტარად?!

ი-ს კვნესა არის ტრფილების, ვნების ქროლისა!..

ნ-აზი ხმის ხიბლი შეგეხება გაქცევის ნეტარად,

ა-მათ რა ვუთხრა, არ იციან შერთვა ცოლისა...

 




ნ-არნარა გიზგიზს აფრქვევს თვალები,

ი-ს უკვდავების არის ასული,

ნ-აზად შერწყმულა ერთ არსებაში

ო-ცნება, სევდა და სიყვარული.

 

 

 

 

 

მ-ზის ფერი თვალში ჩაჰბუდებია,

ა-ლბათ ინახავს უნახავ სევდას,

ი-მას საგულე გულსა სდებია,

ა-მის გულის გულს ვინაც ჩახედავს.

 

1999 წელი.

 


 

ზვიად გამსახურდიას

 

ქართლის დედის დიდ მოზარე ზარო,

კოლხთა სევდის შემწე ნიშა ხარო,

საქართველოს იმედო და ფარო,

კავკასიას შეუხსნელო კარო!

 

გშვენის გმირთა, წინაპართა ხლება, -

გოლგოთას სდევს მუდამ ამაღლება!..

შენ ეწამე სამშობლოსთან ერთად, -

განუყრელად რჩები ქართველ ერთან!

 

აჭარის წყალს შეშფოთება შვენის,

როს გაიგო საწუხარი შენი, -

ჭოროხი კი იქ ნაგროვებ სევდას,

ამღვრეული გულში ახლის დედას...

შენსკენ ილტვის, შენგან ელის შველას,
იმედად და რწმენად ახლდი ყველას...

 

საქართველოს ცად ასულო სულო,

უკვდავების ცეცხლში განათლულო!

შენ ეწამე სამშობლოსთან ერთად,

განუყრელი რჩები ქართველ ერთან!

 

30.03.1999 წ.

 

 


 

სიმღერა „ზენითურა“

 

ცის ბინადარს ემსგავსები,

თავს იწონებ ზენით თუ რა?!

- განა ყველას შეუძლია,

რომ უყვარდეს ზენითურა.

 

მიყვარს ჩემი საქართველო,

მისი ლიბო, მისი ერი,

აჭარა და ქობულეთი, -

წარმტაცი და მშვენიერი.

 

მიყვარს ჩემი მესხიქედი,

ხინო-ჭახათ-კობალავრი,

მიყვარს ჩემი ზენითი და

ორღელა თუ კოშარავლი.

 

მიყვარს ჩემი ღელე, დუდი,

სოფლის ბოლო, სოფლის თავი,

მიყვარს ჩემი ზენითლები,

მათი კარგით, მათი ავით.

 

აქაც უწოვიათ ძუძუ,

ვინც სამშობლო ასახელა,

აქაც ჭექდა ხირიმული,

დამბაჩა და მაჭახელა.

 

ძველებურად გვიძგერს გული,

წინაპართა ნიშან-სვეტი, -

და სამშობლოს სიყვარული

სხვას ვისა აქვს ჩვენზე მეტი.

 

ცის ბინადარს ემსგავსები

თავს იწონებ ზენით თუ რა?!

- განა ყველას შეუძლია,

რომ უყვარდეს ზენითურა?!

14.02.2000

 


 

პოეტს  ჯან-სულ  ჩაკუიანს

 

მისთვის არ მღერს, რომ იმღეროს,

ვით ფრინველმა გარეგანმა,

ის ყვავივით საყრანტალოდ

გამოგზავნა ქვეყნად ცამა.

 

ედო ნიშნავს და ედო ზრდის,

„ზეციერი“ მიწიერსა,

მისთვის მიტომ მუშაითობს,

არ მიაკლებს კოვშით ბევრსა.

 

მისთვის ცოცხლობს , მისთვის კვდება, -

არ მოაკლდეს რამე ედოს,

ერთადერთი მიზანი აქვს, -

იქა მუდამ მისი ედოს.

 

ჩვენს ერს ბევრი ემუქარა

და ურია გესლი ხმაში, -

ამისთანა პოეტია?!?!.

არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში!!!

დიდი შოთას ქვეყანაში და ილიას ქვეყანაში, -

ამისთანა პოეტია?!?!.

არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში!!!

რა თქმა უნდა, - არავითარ შემთხვევაში!

 

ის ადიდოს მუდამ ღმერთმა

უერთგულოს ვინაც ერსა,

თავის ქვეყნის სადღეგრძელოდ,

წინ აღუდგენს მკერდით მტერსა,

საქართველოს სადიდებლად

ამთლიანებს ერს და ბერსა, -

ცუდად თავს არ დაგვყრანტალებს,

ნაღდი გულით ვინცა წერსა!

 

1.09.2000

 


 

 

...

 

შ-ირაზის ვარდს მიგამსგავსე,

ე-ნით უთქმელს და უნახავს,

ნ-ატიფსა და გრძნობით სავსეს,

ნ-ათელს მზე რომ დაუნახავს,

ა-რაბესკა, ფრესკას ჰგავხარ,

ი-მ სასწაულს, ფუნჯით ნახატს,

ლ-აჟვარდ ცას რომ ეტოქება...

ა-ბა მითხარ თუ ვის ნახავ,

ხ-ატ-მირონის შესატყვისად,

ა-ლალ სიტყვის ღვთით რომ მახავს, -

რ-ა თქმა უნდა ზენა განჯის,

დ-აუნახავს დაინახავს...

ა-რ საგუებს არ იგუებს.

ი-ურვებს და დაიურვებ ,

ა-ზრს სააზროს შეიგუებს

ც-ა როდესაც მოისურვებს...

 

8.10.2000 

 


 

 

 

    ქართველი ქალის თვალებიდან ჩვენი ისტორია იცქირება...

 

მე შენს წინაშე ლოცვად წარვსდგები,

წარსთქვამ ვედრებას,  როგორც წესია, -

ე, მაგ ბაგეთა დაბადაგებით,

რომ ვიგრძნო ქალი და პოეზია.

 

რაც რომ შენ გნახე, ისევ გაიხსნა

მივიწყებული ძველი ჭრილობა, -

და მეზმანება უსასრულობის,

მაგ ტინის ტანთა ცადაშლილობა,

ლამაზ თვალების მშვიდი არილი

და წარმტაც მკლავთა ფრთაგაშლილობა,

ნაზი იებით ნაზავი სუნთქვა,

ვარდ-ყვავილების გადაშლილობა.

 

თვალთა სიღრმიდან იქცირებიან

ჩვენი წარსული, ათასწლეულნი, -

დროთა მსვლელობა აყირავდება

უკუქცეული, შენგან ძლეული.

 

ქართველთა ბედი და უბედობა,

ე, მაგ თვალებში ყველა სწერია,

მისი ჭრილიდან რომ იცქირება,

ეს ისტორია, ჩემი ერია!..

 

და რომ მიყვარხარ, არ გაგიკვირდეს,

ჩემო ნიშავ და ჩემო მზეწვიავ, -

ფერფლიდან აღსდგა, მინავლებული,

ამ გაზაფხულზე, ისევ მეწვია!

 

24.03.2000 წელი.

 


 

...

საქართველო მიდის-მოდის

არჩევანი-არადანით,

შეაფასე, ძმაო, ჭკუით, -

არა კუნთით, არა დანით,

რომ სიმართლემ მართლად გაჭრას

არა ცულით, არა დანით, -

თორემ გაგვსვეს საზღვრებს გარეთ

ჯამ-ჭურჭლიან-კარადანით, -

და აღარას ეშველება

ვაი-ვიშ და ვარადანით!

 

29.10.2003

 


 

...

    ბაჩანას

 

დღეს თვრამეტისა შესრულდა

ჩემი კუნწულა ბიჭი, -

ცოტას ზარმაცობს, თორემა

მას არ აკლია ნიჭი, -

კარგადა ჰფიქრობს, ლექსებსაც

გამოუსინჯა კიჭი, -

იზრდება, მაგრამ ტანადა

მაინცა რჩება ჭიჭი, -

ბევრსაც კითხულობს, წიგნების

არის ნამდვილი ჩიჩი, -

„ღვინოსაც არ ეძალება“

უყვარს კოლა და ჩიჩი, -

მას ენაცვალოს, დედ-მამის

არის ლოცვა და ფიცი, -

კაი ყმა არის მამულის,

გვარზე მხტუნავი კვიცი, -

სამშობლოს რომ უერთგულებს

აგი ნამდვილად ვიცი!!!

 

29.10.2003 წელი.

 


 

აღსდექ ...

 

ოდესმე განა აღმდგარა,

ქვეყანა მშიერ მონების?!

მონა მონადვე მოკვდება

ქმნადობა არ ეგონების!

 

ჩაგვრის სამეფოს თვითონ ქმნის,

ამართლებს ყოფნას მონადა, -

ვით იღოს სატანის კერძმა,

თავისუფლება გონადა.

 

ოღონდ იცოცხლოს, არ ნაღვლობს,

ამართლებს თავის ყოფასა, -

თვით მკვდრად ნაშობი ვით შეძლებს,

უფლის ცნებებით ყოფნასა?!

 

ოღონდაც დადგეს ვინმეს წინ,

ყველაფერს კარგად ერგება, -

პირჯვარს გადიწერს უფლის წილ,

ჭკვაც დაგვარიგოს ეგება.

 

გუშინ სარეცელს უყოფდა,

სახრავიც ბლომად იშოვა, -

დღეს მოზვერივით მიადგა,

გააპატ-გაადიშოვა...

 

და კარაბაზე შემომჯდარს

თვალში არ უჩანს არავინ,–

სასახლედ გონებს, აცდუნებს ,

ეს არარაის კარავი...

 

მონა,  მონადვე მოკვდება,

არარა რჩება არარად,

მხოლოდ უფლისგან რჩეული

კვლავ მიადგება არარატს!

 

8.09.2004  წელი.

 

 

 

 

საგალობელი ღვინოს

 

მარადიული არსით გართულო,

შენ გენაცვალე, ღვინოვ ქართულო!

 

შეგვეწიოს და გვაცხოვნოს,

თუ არა უფალი, - ვინო?

ფარავნის ტბასთან, დედუფალ,

უფლის სახელით ნინო,

მოვიდა, - სვეტი ცხოველი -

გვიკურთხა პური, ღვინო,

თმით შეკრა მადლი ყოველი

და წაგვიმძღვარა წინო,

ნათელი, ნათლის მთოველი

შემოგვიყვანა შინო,

მის სადღეგრძელოდ დანათლა

ხვანჭკარა, მანავ, პინო,

ქინძმარეული-რეული,

წინანდალი და კრახუნა,

საფერავ-ნაფარეული,-

ქართველს ღვთის ქუდი დახურა.

 

აქეთ ციცქა და სვირი,

იქეთ გუდა და სტვირი,

ვმღერით, აღარა ვსტირით,

ჩამოვიშორეთ ჭირი,-

მარადის ჭირისუფალი,

კვლავ გავხდით თავისუფალი.

 

არ ვიცი ვით მოგეფერო,

რა სიმაღლეზე შეგსვა,

მზით სავსე იყავ, ანკარა,

სანამ ჯაფარამ შეგსვა, -

გრძნობათ ორღობეს დაუყევ

და გადამღერდი ლექსად,

ისევ ჩვენთან ხარ, ჩვენში ხარ,

ვერ გაგვექეცი ვერსად, -

ერთგულების ხარ ერთგული,

არ გაქვს გაქცევა წესად,

ძოღან რტოიდან მოსული

ისევ გადიქეც ფესვად, -

და შენგან ჩაკირულები,

ძმასა, ძმასავით  გგესავთ, -

მარადისობის კარიბჭევ,

ისევ სიცოცხლით გვლესავ, -

ერთად ვართ, ერთად ვიქნებით

ღმერთი გვიმრავლებს დღესა!

 

მარადიული არსით გართულო,

შენ გენაცვალე ღვინოვ ქართულო!

 

9.07.2003 წელი.

 

 


 

ციკლიდან-„ბიოგრაფია“

 

მაკვირდებიან, - ვერ გაუგიათ

რა ძალა მხნეობს ასე უჩაში...

მადლობა უფალს, კარგად უქმნია, -

თავისუფლება დადის ქუჩაში!..

 

მიქეს წითელი ფერი, -

თურმე სისხლის გვდიოდა.

მერე კიდევ თანდათან

შინდში გადადიოდა.

 

მახსოვს როგორ გვაბრუეს

სატანური თრიაქით, -

გვქონდა ერთი ოთურმა,

ხტომა წკავწკავ-კრიახით.

 

პიტერ პენიც გამოჩნდა,

გვაოცნება ფრენაზე,

თუმცა ჭკუამ გვიმუხთლა, -

გადავედით ღრენაზე.

 

რაშიც შეიკაზმა და

აიშალნენ მხედრები, -

სატანამაც იხარხარა,

დაგვრჩა ბლომად ცხედრები.

 

მაინც რწმენით ცისკენ იწევს

ქართულ გენის ნასხლეტი, -

მამულს კვლავაც მცველად უდგას,

ჩაუბღუჯავს სასხლეტი!..

 

და მის რწმენას ვერვინ შეცვლის,

მასთან არის უფალი!..

იყო, არის და იქნება,

- მარად თავისუფალი!!!

 

10.09.2004 წ.

 


 

ბიოგრაფია

 

დამავსო,  - ამავსო სიცოცხლის,

კაცი კაცური ზე ნიჭით, -

ცასთანა, ცისმარე, ციერად,

ზენასა ზეელტვის ზენითი...

 

ჩაქვის წყალმა მინანავა, -

ნანინაო ნანა,

დამიხუნძლა ოცნებების

ჩემი თეთრი ყანა,

ოცნებები,

ის ცნებები,

წვა, ან რა წვა?!

წვანან!

 

თბილ თბილისმა მითილისმა,

მაპურა ზეპური პურებით, -

ბათომში ბათქ ომში ვდგავარ და

სამშობლოს ვემსახურები!..

 

14.02.2000 ბათუმი

 

 

 

 

...

 

ზოგსა ჰგონია მეკუთვნის,

მისკენ მეჭიროს თვალია,

ფეხი რომ არსად დაუცდეს,

არ აერიოს კვალია,

მისი მტრის მოსაგერებლად,

გამშრალი მქონდეს ფალია,

- მე ვარ სიკეთის მსახური,

კაცობის მადევს ვალია!

 

9.03.2009 წ.

 


 

მარად   ის, მარად   ის, მარად   ის...

 

ვერ ნახავ ვერცერთ გადაცემაში,

არ არის არცერთ გადმოცემაში,-

არცა მითში და არცა ზღაპარში,

რაც რომ აღვიძებს ყველა სხაპარშიც

სიცოცხლის წყურვილს,

უსაზღვრო სურვილს,

ცას ოქროცურვილს,-

ღრუბელ მობურვილს...

 

თვალებხატულა ჩემი სამშობლოს ამოსუნთქვაა,

მინდვრის ყვავილთა, ია იების ამო სუნთქვაა...

 

და როგორ ავხსნა, როგორ მიყვარხარ,
როგორ მიმძიმებს შენი ურვა სულს,

როგორ ვერთვები ყვავილთა სურნელს

და ნედლსა ბალახს ველზე ამოსულს.

 

განვზავებულვარ შენს სიცოცხლეში,

როგოც ღვინოში ტკბილი ბადაგი,

ისე დავმტკბარვარ, თავს ჩემში იყრის

ყოვლად ბრძენი და ყველა ქადაგი.

 

ამ ნეტარებას რა შეედრება ,

რაა ნირვანა, ან რა ზმანება

ყველა ფერი და ყველა ხმატკბილი,

მხარზე მაზიან ლამაზმანებად.

 

აქა ვარ, ის ვარ, ეს ვარ

მარადის,-

მარად ის,

მარად ის,

მარად ის...

ტყუილად აწყდები მტრობავ ნაპირებს, -

უფალი არ სწყალობს ვამპირებს!..

 

და ცის კამარას ნაზიარები,

მე კი ვნეტარებ როგორც სალოსი, -

ჩემში გაივლის ხე სიცოცხლისა,

სვეტიცხოველი, უფლის ფალოსი!..

 

6.04.2010 წ.

 


 

ჰერი,    ჰერი

 

ფეხზე რომ ვდგავარ არ გიკვირთ?!

როგორ დავგორდე ნებითა, -

ამ უღირსებო მთავრობამ

აგვავსო ორდენებითა,

იმას კი არვინ არ ჰფიქრობს,

შიმშილით როგორ ვდნებითა, -

გამოდის მამა მარჩენი,

მორალს გვიკითხავს გზნებითა.

 

როგორც ქართველი ვერ ვიცხრობ

ამისგან გულის წყორამასა,

როგორ ახერხებს ზოგ-ზოგი

ამ სიღრმეებში წვდომასა,

სხვადასხვა უკუნალებში

შეძვრომა-გამოძვრომასა,

დაუკაცებლად ცხოვრებას,

გემოზე  გამოძღომასა,

დაბადებითვე ძმრად ყოფნას,

ძმრად სულის ამოხდომასა.

 

ჰერი, ჰერი და ჰერი, ჰერი,

ჰერი, ჰერი და ჰერიო,

ბრძენ კაცია, პრაფესორი,

მაგრამ არ აქვს წვერიო,

გაგზავნიან ყველგან მიდის ,

არ გეგონოთ შტერიო,

ოღონდაც ეგულებოდეს,

იქა აზრის მტერიო.

ჰერი, ჰერი და ჰერი, ჰერი,

ჰერი, ჰერი და ჰერიო.

 

2.09.2000 წ

 


 

პოლინდრომები, რომელთაც მე გალაქტიკები (გალაქტიონის მიხედვით) შევარქვი

 

გალაქტიკები

 

ამას აქებ, ბექა, სამა,

სამასს აქებ,-ბექას სამას?

აქეთ თექა,

იქეთ თექი,

საქებ ბექას,

იქედ დექი.

აქეთ თექა,

იქათ თაქი,-

იქაფქაფი-იფაქფაქი,

იხაფხაფი-იფახფახი!

 

...

 

ამაღამად დამაღამა

ამაღამას სა მაღამა

 

...

 

ალამ კოკა აკოკმალა

ანამ გოგა აგოგმანა

 

...

 

აეზმანა - ანა მზეა

აეზმანე - ენა მზეა

 

 

2004 წელი.

 


 



ჯოკონდას სევდა

 

გასაგებია ჯოკნდას ირონია,

გულის კაეშანს ღიმილით ფარავს, -

და ელოდება ცის კაბადონზე,

როცა უკვდავი მზე გაშლის კარავს!..

მანამდე?!?

მანამდე, ჩვენი უწყალობა,

ჩვენი მკვლელის გენი, საშინლად ზარავს!

 

14.02.2005

 


 

...

 

დავადგინე გენი ოსის,

პრეტენზია  -  გენიოსის...

საქართველოს მიწა უნდა!

ჩვენი მიწა მისად უნდა?!

 

მისად  უნდა ერგე, ბაკი, -

არა ჰფიქრობს, ერგება კი?!

ბლომად გვყავდა ხასი ათი, -

ასეთი აქვთ ხასიათი.

 

ამბობს – ვიყავ მე ხიზანა, -

სანამ უნდა მეხიზანა?!

რომ მომეცი საფქვავ-მინდი, -

ახლა ჯაყოს მიწაც მინდი.

გამიყავი ძამ-წურწელი,

ასე ვიყო ასი წელი?!

ახლა მიწაც გაყო-მა?!!?

ეგრე ვიცის ჯაყომა!..

 

სადღა არის გორგასალი, -

დაატაკოს გორგა  სარი!

გორგასალი გამოჩნდება, -

იგი ჯაყოს გამო ჩნდება!

 

22.01.2005 წ

 


 


...

 

ნელი ნაბიჯით,

მწყაზარი მზერით,

თავქვე ეშვება

ქართველი ერი!..

 

მერაბს და ზვიადს

ვინც ვერ იღირსებს,

სად ნახავ იქა

დიდების ღირსებს.

 

ვინც რომ გაყიდა

ქვეყანა ტაშით,

ვინც დაიბადა

ედიკას მარშით,

ვინც სატანასთან

კვლავაცა წირავს , -

სამშობლოს ერთგულს

და დამცველს სწირავს...

და გატიალდა

ქართველთ ზნეობა,

ახლა კი გვმართებს

მართლაც მხნეობა...

კვლავ შევიმართოთ,

წინ საქართველოვ!

ქართველი კვლავაც

რომ ვაქართველოთ!..

 

დიდება გმირებს,

ვინც რომ გვრაზმავდა -

მტერთ დასაცემად

მხედართ ჰკაზმავდა, -

სამშობლოს მცველად

კვლავაც აღსდექით,

საქართველოსთვის

გმირებო დექით!

 

კვლავ მივაწვდინოთ

ღმერთებს ძახილი,

მოყვასს სიცოცხლე

და მტერს მახვილი!

თორემ ნაბიჯით

მწყაზარი მზერით,

თავქვე ეშვება

ქართველი ერი!

 

2005 წ.

 

 

 

 

ლ-ალისფერი ღვინით სავსეს

ე-რთად დავცლით სასმისებს

ლ-აჟვარდოვან ზეცას ვეტრფით

ა-ლით გულს რომ აგვივსებს

ს-აქართველოს სადიდებლად

იგი ფიცავს თავის მზეს!

 

6.02.2005

 




...

ნ-უ იფიქრებ ყველაფერი განადგურდა,

ა-მ შენს გრძნობას სიყვარული ჰქვია,

ნ-ათელსა და მარადიულ სამყაროში,

ა-რაფერი არ იქნება გვიან...

 


 

...

 

ძლიერ  გაგტანჯე, ჩემო ოცნებავ,

მძულს უმსგავს ფიქრთა მრავალგზისობა, -

მე ერთხელ ვიგრძენ, - ეს მაშინ იყო,

წარმავლობა და მარადისობაც.

 

სად გადიხვეწა ის გზნების ალი,

გადამსანსლავი მშიერ მგელივით,

ან ნუთუ მარტო იყავი ქალი,

აღუვსებელი ღრიანკელივით.

 

რა გითხრა, მაინც გქონდა ტკივილიც,

დიდი წუხილი და საფიქრალი,

იქნებ შენ შესძელ, რაც ვერ შევძელი,

მორიელივით დაგესლე თავი.

 

ისე მძაფრია ამის შეგრძნება,

მარტო წარსულში ვერ დაეტია, -

მე სიკვდილამდე ერთხელ კვლავ ვკვდები

და ეს სიკვდილზეც უფრო მეტია.

 

სულ ჩემთანა ხარ ჩემო იმედო,

ჩემო ფიქრო და ჩემო ოცნებავ,

ჩვენ რომ გვივლია, იმ გზათა კვალი,

ნაფეხურებიც დაიკოცნება.

 

24/X – 95 წ.

  

 

 

...

 

ჩემი ფიქრია - ჩემი ფიქრია,-

უსპეტაკესი თოვლის ფიფქია,

ჩენი ნაწილი, ჩემი ფიფქია,

ჩემი ფიქრების ფიქრის ფიქრია,

ჩემი ოცნების გზა და ბილიკნი,

ყველანი ერთად მისკენ მიქრიან!

 

1.04.2006

 


 

 

 

 

...

 

კაცი, რომელიც ღებულობს ათასებს,

ჩვენს მოთმინებას არაფრად აფასებს, -

ჩვენსას არც აერთებს, სხვისას აათასებს,

სიყალბის ოსტატი, ქმნის ყალბ ანფასებს...

აქეთ გვიტევს და კაპიკებს გვამადლის,

არ უნდა გაგება არც ცოდვის, არც მადლის...

ცინ  ში ხუანდის გულში ეცინება, -

იმ საწყალობელს რა ეხვან-ეცინება?!

 

19.12.2006 წ

 


 




და უკუნეთი შენს წინ ეცემა

 

 (ვუძღვნი თინათინ შიოშვილს)

 

ამ სიბნელეში კრთომაა ნათლის,-

სინათლის ძალა, ძალაა სანთლის,

სანთლიდან სანთელს გადაეცემა

და უკუნეთი შენს წინ ეცემა!

 

რწმენის იმედი, იმედის სვეტი,

სვეტის სიმტკიცე, სიმტკიცე რწმენის,-

რაც  არის ჩვენი რწმენათა რწმენა,

ჩვენი სამშობლო და ჩვენი ენა,

- მარადიული არსით გართული,-

ეს იოჰანე, ენა ქართული!

 

უფლის სამოსი, ხმა შესამოსი,

უფლის კვართი და მისი სამოსი!

 

ამ სიბნელეში კრთომაა ნათლის,

სინათლის ძალა, ძალაა სანთლის -

სანთლიდან სანთელს გადაეცემა

და უკუნეთი შენს წინ ეცემა!

 

15.10.2006 წ.

 


 

ჩემს აფხაზებს

 

ღმერთმა დაგაპურა შენ,

„პერედ აგაპუ  „რაშენ“, -

ჩვენაც დაგვაპუროსა,

ი ვსლედ აგაპუ „როსსა“...

 

ვინც რომ გვჭამს და ერთობა,

ნახოს ჩვენი ერთობა,

სიყვარულის ღმერთობა,

ძმობის ერთადერთობა!

 

ქართველი და აფხაზი,

ქ-ართ-ველი და ა-ფხა-სი,

ა-ფხა-სი და ქ-ართ-ველი

ერთია და ქართს ველი.

 

ისიც მიმელის აყვას, -

ძმა, ძმას რატომღაც აყვა?!!

ორივემ რომ იხაროს

ძმისკენ გადაიხაროს,

ტანშიაც აიხაროს,

ღმერთისკენც დაიხაროს,

ორივეს დასჭირება,-

ძმასა ხომ და სჭირდება,

ცხოვრება გაჭირდება,

სენი კვლავ გაჭირდება...

 

ჭირი არ გვაკლია, ჭირიმე,

თქვენ ლხინი, თქვენი ჭირი, მე!

 

21.10.2006 წ

 


 

...

 

მოდაში არის ჩაშვება-ჩაჭრა,

ქვეყანა იქცა ჩარჩად და ვაჭრად,

ქაჩალი რჩება ისევე  ქაჩლად,

ფაჩარი კვლავაც, ქე მოკვდა ფაჩრად...

თავს გვაჩვენებენ კარგ ღვინო-მაჭრად, -

ლაჩარი მიდის ფაფხურა ლაჩრად,

 

ძმარი იყო და დარჩება ძმარად, -

არ უნდა ჰკითხო  - ჩაუშვი ძმა რად?

შემოსავალი საიდან მოდის,

მიმყოლი არის იმ ზნის და მოდის,

ვერა გავიგე ამ ხალხის კოდის...

სისხლი უჩქროლავთ რითა და როდის,

თუ ის მთხლე არის, ძარღვებში რო დის?!..

ისე კვერცხობენ, ვით კვერცხი კოდის!..

 

21.09.2007

 


 

მეგობრის ხსოვნას (ავთო გორგასლიძეს)

 

რა შორს წასულხარ სამარადისოდ, -

ამ გაქცევაზე რა უნდა ითქვას?!...

ჩვენ რა შეგვიცვლის შენს ალალ ღიმილს,

ანდა მართალი გულით მოკითხვას!..

 

რამ შეგვიცვალოს ძმის მონატრება,

ან ვინ ჩაგვიკრავს გულში შენსავით, -

შენი ლამაზი სულის მზეობა,

ჩვენც გვინათებდა ძმობას მზესავით.

 

თუმცა საძმოში ისევ ძმად რჩები,

რაღაც ეპოქა ჩვენთვის დასრულდა,

ჩვენი სიყრმითვე ავთანდილობა

და მეგობრობა უფრო გასრულდა.

 

სანამ იყავი ერთურთს ვხარობდით,

ერთად გვცვენია ხარების ცრემლიც, -

არ შეგეშინდეს, ჩვენც შენთან მოვალთ,

როცა დაგვჭედავს სიკვდილის გრდემლი!...

 

20.05.2007 წ.

 


 

მონღოლი

 

ის სტეპებიდან გამოკრთა

და მიწას თალხი დაბურა,

მოიალაფა, მოცა-ჰკლა,

დასწვა და აუდაბურა,

მზესაც სწვდა დასამხობლადა,

მის პირიც შავით აბურა,

გაასაძოვრა ქვეყანა,

სისხლით და ლეშით აპურა...

ფეხქვეშ გათელა საპურე,

პურიც აღარა აპურა, -

ამ სოფელს ეყო ჭირადაც

ბლომადაც ცრემლი აწურა, -

თუ მოკვდებოდა, სიკვდილსაც

ხვდებოდა ის ვაჟკაცურად,

არად უღირდა სიცოცხლე,

მიეთ-მოეთად, ფაცურად, -

ცხოვრობდა თავისუფალი,

დროს მიაპობდა კაცურად.

 

ევროპას ხმალი შემოჰკრა,

მრავალი აკუწ-აჩეხა,

კნინღა აღხოცა სლავია,

გადასლოვ - გადააჩეხა.

 

მსოფლიო შეაზანზარა,

მის სამართავად მოირთო,

ბევრი იმოყვრა, ამოყვრა, -

ძალი ძალაზე მოირთო,

ამისა მქმნელმა ყოველი

დიდი საქმენიც მოირთო, -

ახლა კი გეტყვით ბოლოში

ამით რა საქმე მოირთო.

 

ეს მოძალადე მოყვარე,

ყველამ ჩათვალა „მაჩეხად“,

ერთად ხმალს მიწვდნენ ყველანი

მის საკლავ-სალეწ-საჩეხად, -

ამას გაუხდა ამბავი

ქვეყნიდან გადასაჩეხად.

 

ისმინე, ამის გამგებო!..

იჩქარე, წესის ამგებო!

 


20.09.2007 წ

 

 

ენის გასატეხი

 

მაჭარივით მაჭარობს და

მაჭირ-მაჭორ-მაჭოროხებს,

აჭარულად მამაჭრებს და

რაჭულ წამომაჭოროხებს.

 

19.02.2007

 



ნუგზარს - ნუ  გზარს, ნუგზარია

 

დოშლაპოსთვის ვიდოშლაპო,

ვერ ვიქმ ამას ნუგზარია,

სიმართლე და სამართალი

ხალხისათვის ნუგბარია,

მრავალთათვის გათენება

ზოგისათვის თუ „ზარია“,

ბოროტისთვის აღსასრული,

მძებნელისთვის თუ ზარია, -

შენც ხომ იცი ქვეყანაზე

რეთი წასაკუზარია,

ამას მე შენ გეუბნები, –

ნუგზარს - ნუ გზარს, ნუგზარია!

 

19.02.2007 წელი

 


 

დიდაჭარას

 

აჭარის წყალს კარგად ახსოვს

პირველ სიტყვის ბრძანება,

ცის კამარის შენთან გახსნა,

უფლის შემობრძანება.

 

დიდაჭარად წოდებული,

უფლის უფლისწული ხარ,

პირმშო დედა სამშობლოსი,

ქართლის გულის გული ხარ.

 

ზეცად ლოცვად მიიწევენ

აქ ნანთები სანთლები,

შენ, პირველი განათლულ,

კვლავაც გაინათლები.

 

შენი მზე და რწმენის ლიბო

ათასწლეულთ ტოლია, -

შენი ზეცა მოლაჟვარდე,

უფლის ხატ-საწოლია.

 

აქ გაშალა ქრისტემ მკლავი,

ჯვარს გააკრა ბოროტი,

მისი ღვაწლით დაგიხსნა და

გიერთგულა ბოლომდი.

 

მიტომ ჩქეფხარ სიცოცხლით და 

მიტომ არ დაცემულხარ,

სამშობლოსთვის ტანჯულხარ თუ

რწმენისათვის გვემულხარ.

 

შენ სიმაღლეს ვერვინ შეწვდა,

უფლის ნებამ გიშველა, -

არ ყოფილხარ ვინმე ურცხვი,

უქუდო, თავშიშველა.

 

პირველ რწმენით შენ ათრთოლდი,

როგორც თოთო ბავშვი,

შენ მიიღე პირველ სიტყვა,

ქართლის გზაზე გაუშვი.

 

აჭარის წყალს კარგად ახსოვს

პირველს სიტყვის ბრძანება, -

დიდაჭარას მოგილოცავთ

უფლის შემობრძანებას!...

 

11.11.2008





ორ მეგობარს

(ავთო გორგასლიძისა და ავთო რიჟვაძის ხსოვნას)

 

სიზმარში გნახეთ თქვენ ავთოები,

მომენატრეთ და სიზმარში გნახეთ,-

შენ იცინოდი, როგორც ყოველთვის

შენ კი, პირქუში გქონდა კვლავ სახე.

 

ჩაგვიარე და ხმა არ გაგვეცი,

ცრემლი მახრჩობდა, როცა გიხმობდი,

მართალიცა ხარ, შენ ძმა არ გყავდა

და გპირდებოდით, რომ ჩვენ გიძმობდით.

 

აღარც როსტომი და აღარც უჩა,

აღარც ზურაბი და აღარც დათო,

ვეღარ მოვედით თქვენს საფლავებთან,

გაგწირეთ ძმებო, დაგტოვეთ მარტო.

 

დაგვიმარტოვა დღიურმა ზრუნვამ,

მთავარი გახდა ღომი და ფლავი,

ცოცხლებს გვაჯობეთ, ისევ თქვენ მოდით

და შეარხიეთ ჩვენი საფლავი...

 

29.11.2008

 


 

თამაზ ბიაძეს (ეძღვნება მის ხსოვნას)

 

თუმც დრო მტარვალი კვლავაც არ გვწყალობს

და გამეტებით შავ ღრუბელს გვისევს,

მოდი სამშობლოვ, ფრთა დავატაკოთ

და გავარღვიოთ უკუნი ისევ.

 

აზვავებულა კვლავაც ურჩხული

და ცეცხლსაც აფრქვევს გაალმასებით,

შემოხვევიან ირგვლივ ქართველთა,

მოღალატეთა დასთა-დასები.

 

ისევ დაგვჩხავის შავი ყორანი,

ცა ბნელდება და ეს არემარე,

უკუნს მოუცავს, არსად არა ჩანს

არც მზიანეთი და აღარც მთვარე.

 

მწამს იზეიმებს კვლავაც სიკეთე, -

კვლავ აინთება გზნებით სანთელი,

ერთად წარვდგებით წინაპრების წინ,

ვალმოხდილები და პირნათელი.

 

 

ბრძოლა გრძელდება და დაემხობა

ყველა სიკეთის ფეხქვეშ გამთელი, -

ერთად შევხვდებით ჩვენს მზის ამოსვლას ,

ერთად შევსძახებთ: იქმენ ნათელი!!!

 

22.05.1995

 

 

 

 

 

ხათუნა ხუნდაძეს

 

ხ-ატად გინთია გულში სამშობლო,

ა-ლად გედება მისი გენია,

თ-უ რამე დარჩა ჩვენში ქართული,

უ-ნდა იცოდე შენი გენია,

ნ-ატრის თვალი ხარ, ნატვრა დართული,

ა-ღმოცისკრდება ქართველთ გენია!..

 

6.04.2008 წელი

 

 

 

 

 

მაღლა სართულზე როკავს როსკიპი,

ფეხქვეშ განრთხმულა ზნე და მორალი...

სადღაა ქართლში ქართული სული, -

ნადიდგორალი, ნაშამქორალი.

 

ორი ზნეობა, ორი საწყისი, -

სულ სხვადასხვა აქვთ სწრაფვა, მიზანი,

აქ, ბოროტება ლაღად ხარხარებს, -

სინდისი არის ტყვე და ხიზანი.

 

არვინ კითხულობს, საით მოხვედი,

რომელი წლის ხარ, ან რომელ თვისა, -

მაგრამ აღსდგება ფესვებმაგარი

მოდგმა თამარის და დავითისა!

 

8.04.2008  წელი.

 

2008 წლის აპრილში შიმშილობის აქციის დროს ბათუმში,

 მაშინდელ სასტუმრო „პირველ მაისში“ დაწერილი ლექსები.


 



ედუ(მ)არდი   შევარდნაზეს

 

ორჯერ გოლგოთას ვერ გაუძლებს ვერცერთი ერი...

მხოლოდ ქართველ ეს შეუძლია შეუძლებელი,

ორჯერ გალურსმნეს ასწლეულში და მაინც მღერის,

მაინც თვით არის თავის ბედის ქომაგ-მჭედელი.

 

როცა ილიას მაღალ შუბლზე მუხის ფოთოლი,

ჩვენი სამშობლოს უკურნებელ სირცხვილს ფარავდა,

როცა ძირს დასცეს ერის მტკიცე და მხნე გოდოლი

და ავი ვინმე, საქართველოს სულს იპარავდა...

 

მზაკვართ, ვერ მიხვდნენ, ანთებული თუნდაც სანთელი

სიბნელისათვის ძალა არის დამანგრეველი,

რომ დაემხობა მის სიწმინდის ფეხქვეშ გამთელი, -

აზრის, სიმართლის ჯურღმულებში გამომწყვდეველი.

 

ორჯერ ესროლეს საქართველოს საუკუნეში, -

შვიდი წლით ადრე და პირველად, შვიდი წლით გვიან,

მაინც ანათებს ერის სული ამ უკუნეთში,

და მშობელ ენას ისევ ისე ქართული ჰქვია!

 

ჰე, შენ სტამბოლში გამოზრდილო, იანიჩარო,

დღეს რომ იზომებ ნაქართლ ფარ-ხმალს, მუზარად-ხანჯალს, -

ცდილობ ქართული სტამბოლურად ამოიჩარო,

აღარ მორჩები სხვის ჭკუაზე ვერაგად ჩანჩალს?!

 

არ გამოგივა, რაც აზრად გაქვს, არა და არა...

თუმც სამომავლოდ სავალი გზა გაწმენდილია,

მოივერაგე რაც აქამდე, ისიცა კმარა, -

შენ არ დათოფე ჯიხაშკართან ისევ ილია!?!

 

ოხ, სენო ჩვენო, საუკუნის უკურნებელო, -

მართალ კაცივით დაგვხითხითებ მეფისტოფელი,

ენითა მზეობ, საქმითა კი ქვეყნის მგმობელო,

- ნუთუ გგონია, რომ შეგრჩება შენ  ყველაფერი?!.

 

იტყვი მშვიდობას, - ომი არ ის შენი მშვიდობა,

წარსთქვამ სიყვარულს, - ისიც შენთვის სიძულვილია,

შენ შენდობილთგან, არ ეღირსა არვის დანდობა

და ყველა სიტყვა ფუჭია და სულ ტყუილია...

მოინანიე, რომ გაღირსოს ერმა შენდობა,

და შენი მინდიც, ხომ იცი, რომ ჩამოფქვილია...

წავა შენი დროც, არ გექნება არვის შენ ნდობა, -

გახსოვს ზვიადი?! გახსოვს ილია?!!

 

7.04.98 წელი.

 




აფხაზებს

 

შენ იცი და მეც ხომ ვიცი,

ბევრი არის სამხელი,

არამზადამ ძმა გასწირა

საქართველოს სახელით,

 

მხედრიონი მიაყენა,

ძარცვეს კიტოვანებმაც,

წაესია ქართლელ-კახმა,

გურულ-მეგრელ-სვანებმაც...

 

და პატარა ჩვენი ძმაი

სასიკვდილოდ გავწირეთ,

ვითარეშეთ, ვიალაფეთ,

გავყავ-გავინაწილეთ.

 

დავამსხვრიეთ საუკუნო

ძმობის არ დავიწყება,

დავივიწყეთ ქართველობა,

შენდობით რომ იწყება.

 

და გავწირეთ ჩვენი ძმაი,

თუმცა ისიც აცდინეს,

ამჯერადაც ჩვენმა მტრებმა,

მიზანს არ ააცდინეს.

 

ჩვენაც მყისვე მივუსაჯეთ

ძმას გაგლეჯა შუაზე, -

ასე ხდება, როცა ივლი

ედუ(მ)არდთა ჭკუაზე..

 

იქეთ ნამგალმა და ურომ,

აქეთ ჩვენმა „ფიცხელამ“,

მაგრამ დაგვარეტიანა,

ტვინიც გადაგვიცხელა.

 

და ქართველიც იმას აყვა,

ვინც მოუკლა ილია!

ვინაც ერის მორჩს ესროლა,

ის სატანის შვილია.

 

ჩემო მოწყვეტილო მორდუვ,

ჩემო ძმავ და მოკეთევ, -

ჩვენს იარებს ჩვენ მოვუვლით,

ნუთუ მართლა მომკვეთე?!

 

 ჩვენ ერთი გვაქვს სატკივარი,

ვინ ქართველი-აფხაზი?!

შენც კი იცი, რომ შენი ვარ, -

შენ კი ჩემი ა-ფხა-სი!!!

 

22.01.2005

 

 


 

იხარე, მახარია

 

წნევამ შემომიტია,

გვერდზე წამალამბადა,

ვერაფერი გავუგე, -

მეყო წამალ-ამბადა,

ცოტა მახეც დავუგე,

წავუცეკვე ლამბადა,

უცებ წესი ავუგე,

ვაქცი წყეულ ამბადა, -

ვენაცვალე იმის მადლს,

ვინც ქართველად დამბადა!

 

აბა, ჩემო მერანავ, -

მეტი რა მაბადია...

ლამაზ თვალებ მელანავ,

დაგელოცოს გადია...

ბრწყინავ გამოშუქებით,

გარს სინათლე გარტყია,

გულს რომ მივსებს შუქებით,

სიყვარულის ბარტყია.

 

ვარდობის თვე დადგება,

გრძნობა მორეულია, -

მზე შუბის ტარს ადგება,

შენი ორეულია, -

თვალზე ცრემლი მადგება.

ფიქრი შორეულია, -

წუთისოფლის სიმუხთლე

ჩემზე მორეულია!

 

მაგრამ იმედს არ ვკარგავ,

მაინც მეიმედები, -

ფიქრებს ისევ ავფარჩავ,

გულში ცეცხლად მედები, -

თვალთა შენთა არილებს

ვუმზერ დაიმედებით, -

კვლავ და კვლავ მამარილებს

ტანჯვა და იმედები.

 

ისევ გივსებს გულის კოვზს

ჩემი ცეცხლის ალები?

თუ ისევე განელდი,

ვით ნაცვეთი ნალები?!.

შენ რომ წამოგაწვენდი

ქვეშ იწვოდა ნალები,

შენს თვალებში მოჩანდა

სიცოცხლის ანალები,

მწვავდა შენი ღადარი,

ცეცხლად აანალები,

ხედვა ნაავაზარი,

ფიქრის არ დამცველები,-

ნუთუ ისევ არიან,

ქვეყნად მსგავსი ქალები?!

 

ისევ შენსკენ მოვილტვი,

შენსკენ მომიხარია,

როცა ფიქრი ამწეწავს,

გულში მძიმე დარია,

წუთისოფლის სიმუხთლემ,

თუკი ხელი დამრია,

ისევ შემაძიგძიგებს

სიყვარულის არია, -

და სიმებსაც გავუწყობ,

სული რამაც არია,

ისევ შენთან  გავჩნდები,

ვცოცხლობ და მიხარია,

გული ისევ ჭაბუკობს,-

იხარე, მახარია!!!

 

2004 წელი.

 ჩემს სიცოცხლეს, ქორწინების 21-ე წლისთავის აღსანიშნავად...

 

...

 


...

ვინც რომ ასე განაილა,

მოგხატ-მოგაგვირისტა,

ციბრუტივით, განა ილლა

დაგამსგავსა კვირისტავს,

იმას რად არ შეგახვედრა,

იმ მამაძაღლ-ვირისთავს,

ვინც რომ ბზეს გაგილეწავდა,

დაუშენდა წირისთავს.

 

აბა, ახლა მე რა გიყო,

ანდა რა ბედს შეგყარო,

შენფერა ქალს დუნიაზე,

ვინ და რა შეგაყვარო,

როცა თვალში შეგფრფინვიდნენ,

შენი იყო სამყარო,

თურმე ყველა დაიწუნე, -

გრძნობა რით გავამყარო,

მუდამ შენზე დარდებში ვარ,

ლამის სული გამყარო,

იქნებ იყოს ვინმე სიკო, -

იარაღი აგყაროს,

გრძნობა, გული რომ გაგიყოს,

- მშვიდობა დაამყაროს?!

 

12.11.2008 წ.

 


 

ვახტანგ ბოჭორიშვილს

 

შენ მეძახდი - „მეგობარო!!!“

- შენი სულიც გამზევდა, -

დიდი პეშვით, აი ეს მზეც,

უკვდავებას გასმევდა!..

 

მომენატრა ვაჟკაცური,

შენი შემოქუხება,

კაცურობის კორომს რგავდი, -

ამოვიდა მუხებად...

 

რა სიმაღლე, რა სინათლე,

მაგ მზე გულში რა იდო, -

მუხლმოდრეკით მოგიგონებ,

- საქართველოს რაინდო!

 

5.11.2008 წელი

 


 


...

ი-დუმალია სიცოცხლის არსი,

ნ-ატრის თვალივით იდუმალია, -

გ-აოცდა ოთხდა, ჩვიდმეტის მერე,

ა-მ ლამაზ წლებმაც წყალი დალია,

ს-ატრფო იყავი, სიცოცხლე გახდი,

უჩას ცოლი და მისი ცალია.

 

თითქოს დღეს იყო, პირველი კოცნით,

რომ შეგიგუბე სუნთქვა მღელვარეს,

თითქოს დღეს იყო, რომ ვეზიარეთ

მარადისობის ლაჟვარდ მწვერვალებს...

 

შენს უგულწრფელეს ცრემლებს კი,

აბა, რა უნდა ვანაცვალო, -

დღეს უფრო მეტად მიყვარხარ,

აი, იმ ცრემლთა სანაცვლოდ!

 

არ შეგეშინდეს დრო-ჟამის,

პირნათლად დაიარები;

ვერას დაგაკლებს საწუთროს

ტკივილი და იარები, -

შენი ლამაზი ცხოვრებით,

ღმერთთან ხარ ნაზიარები!

 

 24.02.07

ჩემი მეუღლისათვის დაბადების დღეზე მიძღვნილი ლექსი...




...

ბახმაროში, იბა-ხმარა,

ბახვის წყალზე გახტა,

ჩასუქდა და ჩაკურატდა,

თითქმის ტონა გახდა, -

გაღმა ქალი დაინახა

და დაიწყო ჩახდა,

გაიფიქრა, საუკუნო

ოცნებანი ახდა,

მაგრამ მეტის მღელვარებით

შალიკია წახდა...

ბიჭოიამ ივალალა

და იძახა ვახ და, -

ქალმა აგი შეამჩნია,

იწყო ტანზე გახდა, -

ბიჭოიამც ივაჟკაცა

უნდა ექნა ბრახ და, -

ეს მანევრი შეამჩნი,

ქალი ქვაზე ახტა, -

შუბი კლდეზე შეალეწა, -

გმირი დარჩა სახტად!..

ამდენ ჭაპან-წვალებაში

იურისტიც გახდა.

 

2008 წელი.

 


 

რუსლან მიქაბერიძის ლირიკის გამო

                   

„პოლიტიკური“

 

ლექსები გიყვარს ძამია, -

მიდის ბაზარი რაზე...

კაცი გგონია თავი და

ხარ ნაღდი შვანგირაძე!

 

თქვენ უსუნოთა, ჩვენ გვისუნეთა,

ბევრსა ჩაგვაცვით თალხი;

შენფერი ყვერნი ბრბოს რომ ეძახით,

- არის ქართველი ხალხი.

 

თუ არ წამართვი უფლება სიტყვის,

შენისთანებზე კიდეც ერთს ვიტყვი:

ვერას მიმხვდარა,

ტრაკის მილშია!..

დაღვრილ-დასაღვრელ

სისხლის წილშია!

 

28.IX.2008

 


 


ნუგზარის ხსოვნას

 

ცა წაიგრაგნა, მოიქურეშა

და მზეს აუტყდა ყურის წივილი,

მოწყენილია ქართული ზეცაც,

ან რა ენამ სთქვას მისი ტკივილი.

 

დაცარიელდა ბათუმის ქუჩა,

სული ეწვია უფლის სამზეოს, -

გარდაიცვალა, - იმ ქვეყნიდანაც

ბოროტი აზრი რომ გააძევოს.

 

ვინღა დაქარგოს, ბათუმურ გზნებით,

სიტყვაკაზმულით ეს ფარდაგები,

ვინ ააშენოს, ანდა რა გზებით,

ცას მიწვდენილი სიტყვის ტაძრები.

 

გამოტიალდა სამშობლოს არე,

თითქოს პატარა, იყავ რა დიდი,

გულწრფელად გლოვობს მშობელი მხარე,

დაჰკარგა წრფელი სიტყვის რაინდი!

 

19.02.2009


 

 


...

 

გონებამ თუ არ გაჭრა,

აბა, ვინატრო აწ რა?!

აღარც ზეცაში აჭრა

და აღარც ველად გაჭრა!..

ვცადე ამ კვანძის გაჭრა, -

მექცა ჯალათის ბაწრად!...

 

 20.09.2007


 



ანგელოზებმა ჯვარი დაგწერონ

 

ანგელოზებმა ჯვარი დაგწერონ, -

გადმოუვარდი ღმერთებს ტახტიდან,

სიყვარულის და სიცოცხლის ღმერთი,

ვით აფროდიტე, იშვი ქაფიდან!..

 

კვლავ ამიღელვე გული სიამით

და გამიხსენი ძველი იარა,

რაღაც ნაცნობმა და სანატრელმა,

გულში ნეტარად კვლავ დამიარა.

 

თუმც მიზიდავდა მუდამ სიმწვანე,

მიყვარდა ვარდიც, მისი ეკლებით, -

რას ვიფიქრებდი, ეს იყო ზეცა,

მაგ ლამაზ თვალთა ანარეკლებით.

 

ანგელოზებმა ჯვარი დაგწერონ,-

გადმოუვარდი ღმერთებს ტახტიდან,

სიყვარულის და სიცოცხლის ღმერთი,

შენ ამოხვედი ზღვათა ქაფიდან!!!

 

ნუ იფიქრებ ყველაფერი განადგურდა,

ამ შენს გრძნობას სიყვარული ჰქვია, -

ნათელსა და მარადიულ სამყაროში

არაფერი არ იქნება გვიან!

სანტეები დედამიწას გვიან...

 

12.12.2009


 

 

 

ასე ამბობს საქართველო

 

შენს სიმღერას როცა ვისმენ

ნინოწმინდა რეკავს ზარებს ,

და სხალთიდან მოძახილიც

გულის ზარებს მიზანზარებს.

 

გურული რომ კრიმანჭულობს

და ლილეობს მეგრელ-სვანი,

ზოგი როცა ჰორირაობს,

ნანინობენ კიდევ სხვანი...

 

ჩემი ლაღი განდაგანა

ვაზის რტოში ჩახლართულა,

ჩემმა ბაბამ ასე წურა

და ზედაშედ აქართულა.

 

მიტომ უნდა ჩაიკვნესო,

როცა კვნესის კახეთ-ქართლი, -

და იმერი როცა ჰგალობს,

უნდა გწამდეს მისი მადლის.

 

გულში სევდით ჩაიკეცო

საინგილოს გულის სევდა,

გიხაროდეს, თუ ჰერეთის

მზე ცად ისევ ამომზევდა.

 

ტაო-კლარჯეთს თუ კი ისმის

ძველებურად ნენეის ნანა, -

და ჯინველოს მოძახილი

არტანუჯის ცას  თუ ბზარავს!..

 

ცაში მონავარდე არწივს,

რას დამაკლებს მაშინ მტერი, -

და ემბაზში განბანილი

უკვდავია ჩემი ერი!

 

თავს ადგია შარავანდი

და ღვთიური მადლი შვენის, -

დედა ღვთისას წილხვდომილი,

წილხვდომილი მაღლა ზენის,

წილხვდომილი სამი ანბნის

წილხვდომილი სამი ენის, -

ამ სამების წილხვდომობაც,

მადლი არის ჩემი გენის!..

 

არ საგუებს როცა ვისმენ,

არ ვუჯერებ მიტომ ყურებს, -

თქვენ, მიწაზე განრთხმულ ცოდვილთ,

მე, ზეციდან გადმოგყურებთ!!!

 

ასე ამბობს საქართველო...

 

08.03.2009 

 

 




რუსული მოტივები

ვითომ „სიმართლეს“  იცავს ყველა

მოძალადისთვის,

არ დააყოვნა უფლის მსჯავრმაც

ამ ღალატისთვის...

და ეყინებათ სიცივისგან

დღეს ტაკუნები,

ლამის ინატრონ ვანდალები,

მონგოლ-ჰუნები...

უნდა იცოდე, კანონია

ესეც ბუნების,

ასე მოგივა, გაძღომისთვის

რომ იღუნები.

 

რომ აღარ გახსოვს შენი სიტყვა

და დაპირება,

პატარა ერებს ევლინებით

თქვენც ვამპირებად.

 

აღარ ახსენებთ, რას ამბობდა

გუშინ სარკოზი, -

რუსს წაუწექით, გაჩათლაღდით,

ყველა გაბოზდით.

 

ეს არის თქვენი კაცობა და

დიპლომატია?!?

ეს გაკვეთილი ჩვენთვის არის,

-თქვენთვის მატია!


თითქოს რა ხდება არ იცოდეთ,

-მოგვდეთ შარები,

ხალხი გვეგონეთ და აღმოჩნდით

ნაბუშარები.

 

რით განსხვავდებით რუსისაგან

ერთი მითხარით,

თქვენ ბიკინები გაცვიათ და

ზოგს იქ, ნიფხავი?!


არ ვიცი, ნიფხვის სიგრძითა თუ

ნამუსის სიგრძით,

ვისაც რაიმე კი შეპირდა,

ის მისთვის იბრძვის...

და თქვენა დაგსვათ სოფლის თვალში

დიაცად სიძვის;

- პატიოსნება მსოფლიოში

სირცხვილით იწვის!...


ყველაფერი ხომ დასასრული

და საწყისია,

და ეს სიმართლეც დასასრულის

დასაწყისია.

10.01.2009

 

                   


...


გააიმასქნეს, იყინება

ძველი ევროპა, -

ახლა მიირთვას ქალბატონმა,

რაშიც შეტოპა...

მიართმევინა, თან აძალებს

შენაც სთქვი: „ვკუსნა“

სხვებზე კაიფობთ?! ასე იცის

ბატონმა რუსმა...

გაბოზებულთა აიკიდეთ,

მე მგონი „სპიდი,“

აბა, ვანია,  უგლაჯუნე,

მიდი და მიდი...

ვისაც ვკიდივართ, თავს იკიდებს -

რუსულად მისცხე,

შენი ფალოსით გაუსინჯე

ხშირ-ხშირად სიცხე...

ბოზს რაღა დარჩა?! - ბოზმა კვლავაც

მისცეს და მისცეს...

 

P.S. როცა თხასავით ჰყიდი მეგობარს,

ნუ გაგიტყდება რუსის შეყოფა...

 

10.01.2009

 




...

კვლავ გადავიდა აბორდაჟზე

ჩვენი ვანია,

ისე დაადო, - გიბრლარტარში

გაუყვანია...

ისევ აღმართა შავი დროშა,

მეკობარია, -

გძარცვავთ თუ გყინავთ, მაინც თქვენი

მეგობარია....

 

ჩვენი მიგდებით, თქვენ გეგონათ

ამოპირავდით,

როდის იყო, რომ გაძღებოდა რითმე

პირატი...

 

ის იბატონებს, - შეუდექით ყველა

მორჩილად,

უნდა გადიქცეთ ყველა კრავად,

თიკან-ფოჩილად.

 

აბა, გრქმევია თურმე „ნატო“ -

ფეხი ასწიე?!?

გიხმარებენ და სადაც გინდა

იქეთ  გასწიე!...

 

ამერიკა კი, თითქოს ცდილობს და

ამერიკნობს,

მაგრამ სულ მალე გამოჩნდება, თუ ისიც

ციგნობს...

 

და დაიხურეთ მაშინ ყველამ დიაცთ

ჩიქილა, -

თქვენი კაცობა ჯერჯერობით ვერვინ

იხილა.

 

და ისევ როცა დაბნელდება

ეს დედამიწა, -

მაშინ მიხვდებით სულ ყველანი,

ვინ ვის, რა მისცა.

 

მიდით, რასპუტინთ შთამომავლებს

უგორეთ კოჭი,

გაახარენით  თახსირნი და

ყველა  კროჭი...

 

უკვე  ღებულობთ მისაგებელს, -

მოგჯდათ ვანია, -

ვანიამ რა ქნას? 

                                                                                  ეს ხომ თქვენი  არჩევანია.                                                                             

 

10.01.2009

 


 


მისტრალი

 

ჩვენს ძველებს უთქვამთ რაღაც ამგვარი,

არა შეჯდება მწყერი ხესაო, -

უფლისგან არის ქვეყნად სხვა გვარიც,

თუ კი მოითვლის თავის დღესაო.

 

მეგულებოდა ერთი ქვეყანა

თავისუფალი და მორალისტი, -

მისით ვფიქრობდი ნათლის შეყვანას,

ის კი აღმოჩნდა სექს-ორალისტი...

 

„საფარის“ საფრად საფრანგეთია,

„ლიბერტას“ ლიბრად კიდევ ლიბია, -

თავისუფლება?! თავისუფლება

ახორში მეწველ ფურად გვიბია...

 

ლე ფრანცე არის „თავისუფლება“?

ფრანცია კიდევ „თავისუფალი“?!

თავისუფლების ზურგში გაყრილი,

ქარი ჩრდილოის, ცივი „მისტრალი“...

 

2.04.2010

 


 


ჯუმბერ ჩარკვიანს

 

სიმართლეს ამბობს, თავს არ გარიდებს,

გვერდით არ გივლის, როგორც მსტოვარი, -

ბრძენი შექსპირის მასხარასავით,

დგას მამაცი და შეუპოვარი.

 

თუ გინდ მოსისხლე ის იყოს მტერი,

ზურგიდან სროლა მაინც მხდლურია, -

ჯუმბერის ლექსებს როცა კითხულობ,

სულის შეძვრამდე რეალურია!

 

2009

 


 

...

 

დიდი ნენეი მომენატრა, -

ჩემი გოგიტიძის ქალი,

არ შეუშვა გულში სევდა

და ამ ქვეყნის სადერდალი,

სამფეხაზე ქვაბი ედგა,

ქვეშ ღვივოდა ნაღვერდალი,

მის ქვეშიდან კვერს გულავდა,

არ უყვარდა ნაგვერდალი, -

წაღმა აყვა, აიარა,

წუთისოფლის ნაფერდალი, -

მქუხარებით იცხოვრა და

ჩუმად კი დახუჭა თვალი...

 

დიდი ნენეი მომენატრა,

ქალი ირემაძის ჯიშის,

გამკითხავი ცოდვა-მადლის,

გულში არ შემშვები შიშის,

დინჯად ცხოვრების მიმყოლი,

არ უყვარდა ვაი-ვიში,

არც უაზრო აცეტება,

ცუდ-მედიდობა, კვინტრიში, -

ერთი გუგუმი ცხელი წყლით

მან გაგვინელა კინტრიში...

 

9.03.2009






ფიროსმანაანთ საძმოს

 

ბათუმსაც ხომ ყავს მისი გმირები,

ზოგი კალმით და ზოგი მოლბერტით, -

ბათუმს რომ აწვიმს მათი სევდაა,

გულში ეჭვობენ ხომ არ მოვბერდით, -

აბა, რას ამბობ თქვენ არ იყავით,

ახალი დროის სიოს მოჰბერდით,

სულის სარკინეს ერკინებოდით, -

ჯუმბერი, გუჯა, ჯანო, რობერტი.

 

რა ვქნათ თუ ჟამმა გვიმუხთლა,

გადაიწონა ფარჩაო, -

ჩვენი ძმობა და კაცობა,

აქ ხომ მშვენებად დარჩაო.

 

ზოგი გავიდა გალაქტიკიდან,

ზოგი აჟღერებს სევდით გიტარას,

ზოგიც მოლბერტის ამბრაზურაზე

ცდილობს საკუთარ სულის მიტანას.

 

ბიჭებო, ერთიც ისევ დავლიოთ,

წუთისოფელი კაცურ  გავლიოთ, -

როცა სამოთხეს მივეფიცხებით,

მგონი არვისგან გავიკიცხებით.

 

13.07.2009

 


 



ხვალ მივდივარ დიდაჭარას

 

ხვალ მივდივარ დიდაჭარას ,

ხვალე სულ სხვა დღე არის,

გულში დიდი რწმენის მადლი,

სულში კიდევ მზე არის!

 

მე მივდივარ, სად უფალი

პირველ ქართველს გაენდო, -

რომ ჩვენს გულში სამუდამოდ

ქრისტეს რწმენა აენთო.

 

სადაც პირველ წოდებულმა

იქადაგა პირველად, -

და დაღვარა აქ ზედაშე

უფლის შესაწირველად.

 

მე მივდივარ, სადაც ზენამ

გვაზიარა უფალთან,

რომ პირველმოწოდებულთა

გვევლო თავისუფალთა.

 

ხვალ მივდივარ დიდაჭარას, -

ხვალე სულ სხვა დღე არის,

გულში დიდი სიყვარული,

სულში კიდევ მზე არის!

 

1.05.2009

 


 

...

 

მე ვიცხოვრე და მან მოიწყო ჩემზე

ცხოვრება,

წარბშეუხრელი ელოდება ახლა

ცხონებას,

უკან არ იხევს, აისრულა ბევრი

ოცნება,

დღეს კი ბაგაზე დაბმულია და

იცოხნება.

 

ახლა მითხარი, ამ ქვეყანას უშველის რამე?

ამისთანებმა დააყენეს უკუნი ღამე, -

ადრე პარტიას მსახურებდა

კომკავშირულად,

მაშინაც ჰყიდდა, ახლაც ყიდის

ყველას გმირულად, -

სამშობლოს ენა შეაჩვია

ზედაპირულად,

შავ ყორანივით თავს დასჩხავის

თავგანწირულად.

 

უყვარს ცხოვრება კომფორტული,

თანაც იოლი,

სინდის ნამუსიც არ აწუხებს

ერთი ფიორი.

 

მე მიწა ვჩხერე, მან იშენა

აგარაკები, -

და შემრჩა მხოლოდ სიმართლეზე

ლაპარაკები,

სხვამ გაინაღდა სრა-სასახლე,

მე ბარაკები,

ამას არ შველა მიეთ-მოეთ

და არაკები,

ვეძებე ქვეყნად დონკიხოტურ

ფათერაკები

და გავახარე ვიწრო შუბლა

ფართე ტრაკები...

 

 

27.07.2009

 


 



თურმე მზე ვინ არი?!.

 

ამათ რუსები სჯობნიან...

მომინდა ემიგრაცია,

ყველანაირად გვჯაბნიან, -

გულისობს მისის გრაცია.

 

ამათ გამხადეს მისთანა,

როგორიცა ვარ დღესაო,

ისე მოსთქვამდა მზისტანა,

აატირებდა ხესაო.

 

მე ვერაფერი გავიგე,

როგორ გამხდიან მისთანად?!

თუკი ნათელი გავიღე,

მსიზტანა  ვრჩები მზისტანად.

 

თუ გრძნობ ქვეყანას სჭირდება

შენი ნიჭი და ქველობა,

მტერს როგორ გადაბარდება,

ნამუსი და ქართველობა.

 

ან  რაღა გქონდა ისეთი,

თურმე ახლა რომ დაკარგე,

მშობელს არჩიე რუსეთი

და ვეღარ ხვდები ავ-კარგებს.

 

ნეტავი რა გრევთ, რა გინდათ,

ასე რამ დაგაავადათ, -

ამ აზრით რაღამ დაგწინდათ,

- გსურთ იქცეთ ერთ დღეს თავადათ...

 

იქნებ ხვალ უფრო გაჭირდეს,

სულიც  მოგვთხოვოს უფალმა

იქნებ ქვეყანას დასჭირდეს,

ისუნთქოს თავისუფალმა...

 

შენ იმას ეტყვი, ფაციავ, -

დანებდი ასე სჯობია!..

თავი რომ ტანზე გაცვია,

მხოლოდღა შესამკობია?!.

 

- ვინც ასე ფიქრობს, კაცია?!

ქვეყნისგან დასაგმობია, -

არც მისის, აღარც გრაცია

და აღარც დასანდობია, -

დედალი, დედალაცია,

          დეიდობს, დასადობია.            

  11.04.09



                   



 ზურაბ ნაჭყებიას ხსოვნას

 (სიმონ გოგიტიძის მძახალი, დაიღუპა 2008 წ. აგვისტოს ომში)

 

მე ნატეხი ვარ კოლხი აიეტის

და წერა დამყვა აფსირტეს ბედის, -

მხარს ვუსწორებდი ჩემს ლამაზ მოდგმას

და არ მჩვეოდა მოდრეკა ქედის.

 

ჩემი სამშობლოს უბედო ბედმა

მედეასავით გამატიალა,

ბინულის წყაროს ვეწაფებოდი,

როგორც კოლხური ხარი იალაღს...

 

ძუძუ მაწოვა მყინვარმა, უშბამ,

გული შემიძრა ზანურმა ზუნმა,

ცის კაბადონებს მე მაზიარა

ამ ჩემი მიწის ოხშივარ-სუნმა.

 

ფეხს რომ ვადგამდი მშობელ მიწაზე,

ჰიმნს მიმღეროდნენ იები გუნდად, -

ჩემი სამშობლოც გულსა მიშლიდა,

მეფინებოდა ძირს იაგუნდად...

 

ეს ზმანებები თან დამყვებოდა,

ზეცას წვდებოდა ფიქრთა სამანი,

მათ კი ავსებდა ღვთიურ სურნელით,

ყოჩივარდა და იასამანი.

 

სულს მილეწავდა ნაზი გალობა,

ცას შელეწილი მაფშალიასი,

აღარ ვიგუე მონობის ხვედრი,

ვცადე გარღვევა მეც გალიასი.

 

მაშინ მეწია დუშმანის ტყვიაც,

როგორც სალეწი ყველა ოცნების, -

მაშინ გავიგე მუხანათური,

აზრი ტყუილი ფიცილ-კოცნების...

 

რადგან მოდგმა ვარ კოლხი აიეტის,

წერად კი დამყვა აფსირტეს ბედი, -

სიკვდილ-სიცოცხლის გზა გასაყარზე,

არ მოუდრიკე მუხანათს ქედი...

 

და საბოლოოდ გავაცამტვერე

მათი ნატვრა და მიეთ-მოეთი, -

ჰა, ზეციურო, ჩემო სამშობლოვ,

მე ვალმოხდილი შენთან მოვედი!..

3.08.2009





...

 

იმ სიჭაბუკის წლებს ვეფერები,

ვიყავით როცა სულის მგოსნები,

თვალწინ ჩამივლის ფიქრად ასხმული,

იმ ოცნებათა კრიალოსნები.

 

და ყველა ცნება უფერულდება

სულის წამლეკავ სინამდვილეში, -

მაშინ ეჯექი ძმობის საფიხვნოს,

ახლა კი ზიხარ შვილიშვილებში.

 

ხუთი მზე უშვი დედა სამშობლოს,

ხუთი სამშობლოს მხნე ნიშან-სვეტი, -

და მამულისთვის მძლე გულისცემა,

დღეს უკვე არის იმ ხუთით მეტი.

 

და უკან მოგდევს ანგელოზთ დასიც,

შენი სულის მზის მქროლავი ქარი,

თვალებცისკარა, ლაღი სიცოცხლე,

მარი თუ მერი, და გიჟი მარი...

 

მარადისობა მეტი რა არის, -

ბოროტი ზრახვა ვერ დაგეწევა,

სიყვარულსა და სიკეთის მსახურს

შენ კარგად იცი, ღმერთიც ეწევა!..

 

იმ სილამაზის წლებს ვეფერები,

ვიყავით როცა სულის მგოსნები, -

და ვერაფერმა გააფერმკრთალა

იმ ოცნებათა კრიალოსნები!..

 

9.10.2010

 


 

ფიროსნამანაანთ საძმოს ჰიმნი

 

ჩვენ ვეძებთ უფალს, - უფალი ჩვენშია,

ჩვენ ვეძებთ სულის ლხენას!..

ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენ საქართველოს,

ვმსახურებთ ქართველთ ენას, - (ერს)

თავისუფლების ჩვენ ვართ  შვილები,

ვმორჩილებთ მხოლოდ ზენას!

დე, გაუმარჯოს, დე, გაუმარჯოს

ჩვენში ამ ღვთიურ რწმენას!

 

2010 წლის 25 მარტი.

 


 


...


არც ძველი აღთქმა, არც შარიათი,

სულ სხვას მსახურებს ჩვენი გაგება, -

ფიროსმანაანთ ძმობას ვაღმერთებთ,
ჩვენში არ არის მოგებ-წაგება.

 

გუჯას ხატაში, სანთელს კაცობის

ვანთებთ, კაცობით ვეალერსებით, -

ამ ქვეყანაზე ერთი მიზნით ვართ,

ისე ვიცხოვროთ, მოვკვდეთ ღირსებით.

 

იქეთ ჯუმბერი პურ-მარილს ხვეწავს, -

ჩვენ გვიყვარს შოთი, ყველი და კიტრი,

აქეთ გამოჩნდა  ჩვენი ძმა, უჩა,

ხელში, ცნობილი, ღვინის ხუთ ლიტრით.

 

გუჯა ხალისობს, ძმობის მშვენება,

ყველაფერს ახვევს სიამის ალში,

იქეთ რობერტი აგნოსტიკოსებს

აკრიტიკებს და არ რჩება ვალში.

 

ზოგი გავიდა გალაქტიკიდან,

ზოგი აჟღერებს სევდით გიტარას, -

ზოგიც მოლბერტის ამბრაზურაზე

ცდილობს საკუთარ სულის მიტანას...

 

უცებ გვადგება კარზე ეთერი,

ქალი, ქართული სულის ნატეხი,

ჩანს მისი აზრით, ყველა ოცნებით,

სამშობლოსათვის ღამის გამტეხი...

 

ჩვენს ვართ ლამაზი ფიქრის შვილები

და სიყვარულით წავალთ ქვეყნიდან, -

ეს ჩვენი სუნთქვა და საფიქრალი,

სამშობლოს უფრო ლამაზს შექმნიდა.

 

ნაბაკევიდან ნაბოკოვია,

ნამდვილად კოლხი არის ლოლიტა, -

ვით აფროდიტე ზღვათა ქაფიდან,

ის ამომზევდა პლანის ბოლოდან.

 

ნადიმზე, როცა ბახუსს ვართობდით,

ბარიტონს ბანი გადავუწოდეთ, -

და კამარაში შეკრულ ერთობას,

ფიროსმანაანთ საძმო ვუწოდეთ.

2009 წელი.

 


 

...

 

რა ვუთხრა ამ ჩვენს როინის,

მუღამი იცის ოინის,

ისე გამწირა უცაბედ,

როგორც საკლავი ბოინის,

მაგრამ ვერ ფიქრობს ამასა, -

შენახვა ვიცი სოინის,

ყველას წააგებს ფარასა

რაც რომ ჩავიდა კოინის,

ვერა სდგას მალაყმაძურად,

ტყვილა აქვს პოსტი ნოინის,

ასე არაფრად აგდებენ?! -

წავიდეს, რაღას ყოინის!..

 

24.11.11

 


 

ხულო

 

მთის ფერდობზე შეფენილო,

თვალ-წარბ-წამწამ მოხატულო,

სიყვარულით გულ გახსნილო,

- გენაცვალე, ჩემო ხულოვ.

 

გაღმა მოჩანს თმა ჭაღარა

და მდუმარე არსიანი,

ამ დუმილით ბევრის მთქმელი,

უფრო შინაარსიანი.

 

აქეთ მთები გადმოგყურებს,

ძირს სოფელი გამართულა,

ჩვენი ფესვის უკვდავებად,

აქაც ოდა აღმართულა.

 

გოროზ მთების ნისლიანში,

მოჩანს თაგოს ნაზი უბე,

იქეთ კიდევ დიდაჭარა,

ქრისტე ღმერთთან მოსაუბრე.

 

მე ესეც ხომ კარგად ვიცი,

რამ მოგხატა, რამ მოგფარჩა,

და რატომღაც ამ ჩემს გულში

შენი სიყვარული ჩამრჩა.

 

იმიტომ რომ ნაწილი ხარ

ჩენი ლიბოს, ჩემი ერის, -

და ხარ ავი გასიტყვება,

ჩვენზე ცუდად თვალის მჭერის.

 

უბეს გივსებს ისევ იგი,

რისგან ვერავინ დაგცალა,

სიყვარული მფეთქავ შენს გულს,

ჩემი თავი ენაცვალა!

 

3.05.2009 წელი.  ხულო

 

 




ბელლა-ბელას

 

ცა აბერტყავს ღვთიურ კალთას,

კაცისაგან ქებულია,

ცისკენ იწევს, ცისმიერი,

ბელლა-ბელა ქებურია.

 

იდუმალი, ქვეყნის თვალი,

ისევ ისე ფორიაქა, -

სულის ამშლელ ფიქრთა კონამ,

ისევ ააფორიაქა.

 

პოეზიის პარნასიდან,

კვლავაც სტყორცნის ქეიბურებს, -

ტიტანების დასათრგუნად

სიტყვას მეხად იმსახურებს.

 

მიწას იად ეფინება,

ზეცას სწვდება მისი მზერა, -

მის მშვენიერ თვალთა კდემამ,

სამშობლოს ცა ამოფერა!...

 

და ამ სევდით სავსე ცაში,

ყველა გრძნობა ჩაიფერფლა, -

მისი სულის სარკმელებმა,

ქართლის ზეცა აირეკლა.

 

მარადიულ-საუკუნოს,

ვერაფერი დააპურებს,

სევდიანი მისი მზერით,

ჩვენ სამშობლო შემოგვყურებს.

 

რომ ისმენდე სულის კვნესას,

ეს რა უღვთო წადილია, -

იყო ბელა ქებურია,

განა ასე ადვილია?!.

 

27.02.2009 წ.

 


 


შუშანას

 

სევდით საუბრობს ტაო-კლარჯეთზე,

სევდა გულიდან გაჟონავს ხმაში, -

და ამ სევდათა სევდიანობა,

სხვაგვარად ფეთქავს აჭარის მთაში.

 

მასაც ხომ ახსოვს ძველი ტკივილი,

სამშობლოს დარდი გულს რომ უხევდა, -

იმან გაიგო ყველაზე უფრო,

მათი წუხილის უთქმელი სევდა.

 

რა არ ეთმობა ჩვენს სისხლსა და ხორცს,

რისთვის მოსდევდა გულის კანკალით, -

არაფრად უღირს უმემლექეთოდ,

მისი ნაშრომი და თავნაკალი.

 

სხეული დარჩა უცხო მხარეში,

სული სამშობლოს გამოეკიდა, -

და შენ ხომ იცი, მისი სიცოცხლეც,

სამშობლოსავით ბეწვზე ეკიდა.

 

ანდა რას ეტყვი, რით ანუგეშებ,

რომ გაისტუმრო ძველი ვალები, -

და მე ხომ ვიცი, იმისკენ დაგრჩა

შენც მიქცეული გულის თვალები...

 

3.05.2009 წ. ხულო

 


 

მარადიდი

 

ჩვენო დიდო სატკივარო,

ჩვენთანა ხარ მარადის...

ჭოროხიც კი სხვარიგ ღელავს,

როს ჩაუვლის მარადიდს!

 

რწმენის ერთგულებისათვის,

ქართველობის გულისთვის,

მან გოლგოთას გზა ირჩია, -

ხორცი დასთმო სულისთვის!..

 

როცა ცეცხლი მოსდებოდა

წინაპართა საძვალეს,

ტეხეს, მაინც ვერ გატეხეს,

თუმცა ბევრი აწვალეს.

 

მოუგრიხეს სახსარ-ქედი,

შუა ორად გაკვეთეს,

სამსალაც ხომ ასვეს ბედის

და მახვილიც აკვეთეს.

 

მაინც დარჩა მარადისად

ციხე-ლიბოდ ერისა, –

კვლავ ქართულად ჩაიკვნესებს,

კვლავ ქართულად მღერისა!..

 

რწმენის ერთგულებისათვის,

ქართველობის გულისათვის,

ის ეწამა, მაინც ცოცხლობს,

ხორცი დასთმო სულისთვის!...

 






მეგობარს

 

შენი სიჩუმით მასმევ ამიაკს, -

და დაემსგავსე მკვლელს და მანიაკს...

ჩემო ძამიავ, უჩინმაჩინო,

ისევ მე უნდა გადაგარჩინო,

სულის მზე კაცად გაგახარჯინო,

კაცად მინდიხარ, კაცად, საჩინო -

გამოგაჩინო, გამომაჩინო!

გადავიღალე, - გეყო ანცობა!...

ყველანი წავალთ, - რჩება კაცობა...

შენ კი სიჩუმით მასმევ ამიაკს

და დაემსგავსე მკვლელს და მანიაკს!

 

10.10.2004

 





ისტორიის სალიერი

 

ნარკვევებს არკვევს ერთი ბეჩავი

და თან იჩემებს კლიოს სწორობას,

ვერა მიმხვდარა იგი ბედშავი,

ამას არქმევენ ზოგნი ღორობას...

 

შენზე უშვებენ, არრას ეტყვიან,-

თვისსა გოდორში კაკალს ბერტყიან;

რა ენაღვლებათ, თუ კი ვერ გასწევს,

რაც რომ იტვირთა იმას ვერ ასწევს, -

მით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ,

მათ „უტყუარ“ ფანდს ბეჭედს სტკიცებენ, -

რომ ამ მხარეში არ დარჩა აზრი,

ჩვენა ვართ ხროვა დახლის და ბაზრის.

 

არაფერს იტყვის სიმართლის მხარეს,

შორიდან გიცქერს, გაჰკვრია მთვარეს, -

კითხვას დაუსვამ, აცეცებს თვალებს,

თავს იძვრენს, აქეთ დაგადებს ვალებს...

 

მას თუ არ აწყობს, არრა ეხება,

არ შეიძლება „ღორზეც“ შეხება...
წაჩუმდებიან ზევსის იერით, -

ისტორიასაც ჰყავს სალიერი!..

 

თუ შეიძლება ასე ცხოვრება,

ღმერთო, კუთვნილი მიეც ცხოვნება!!!

 

20.12.2010

 

 


 

ალი ფშას მოტივზე

 

აშშ და რუსი ჩხუბობს

არის ერთმანეთის ეში,

საქართველო გაჭირვებამ

ჩაიყვანა საფრანგეთში,

იმან თხასავით გაგვყიდა,

ნატოც ყვირის ოლან გეთი,

ზვიადსაც ხომ უღალატეს,

გვიღალატეს ოცდაერთშიც,

მოღალატე ერთა ლიგა

ამას ტირის თავის დღეში,

ნეტავ, ნოე ჟორდანია

არ გამეცვალა ჰიტლერში,

მერე მე და ჰიტლერაი

ერთად ქე მოგვაშთენს გემში,

ღალატი და ორპირობა

ასეთია კაცის ხელში.

 

გეეროში ქე შევედით,-

ეს გეეროც რაცხას ხვნეშის,

იმან საწევრო ეიღო,

ჩვენ დაგვტია რუსის ხელში, -

თავს იტყუებს ეს ცვედანი,

ვითამ ვიყოთ საცხა ტყეში,

თითქოსდა ეხლა გეიგო,

რომ რუსი გვჭამს თავის დღეში,

თავმა რომ არ იმუშავა

გადავიდა ძალა ხეში,

ახლა ნახავს ნატოია,

რა შტერია, რა უხეში, -

ქიცი-ქიცით უუყენეს,

გადევიდა რუსი ყლეში, -

აწი ნახოს ეუროპამ

თუ ენახა სადმე ბრეში,

ერთი იმფერს მუუკიდებს

ვერ მოირჩინოს მისდღემჩი.

თავშიც ქვაიც უცემია,

ქე იყაროს თუნდაც ხრეში, -

მაგის კივილს გევიგონებთ

სუფსის გაღმა ბაილეთში.

 

2.04.2010 წ

 


 

...

 

ჰაი, რამდენი გასულა,

ორმოცდაჩვიდმეტს მერე,-

ბევრი ხომ კარგი საქმეც ვქმენ

და ბევრი გუდაც ვბერე,

სულ გულში ჩავიკალიბე

სიყვარული და ვსწერე,

ხან წაღმა გამომივიდა,

ხანაც უკუღმა ვკერე,

სიცოცხლე სიკეთისათვის,

ისევ სიკეთით ვფერე,

ცისკენ ვიწევდი, კამარა

ლურჯ ოცნებებით ვსერე,

უკან მომდევდა ზენითი,

ჩემი ჭახათი, მერე,

დიდი მადლობა უფალო,

რომ კაცად გამომკვერე!..

 

20.04.2010 წ

 


 



...

 

ვიცი, რა უთხარ სულით შადიმანთ,

სიტყვა ბაჯაღლო გულზე გეკიდა,

მარადიული სევდის დარდიმანდს,

დიდი ტკივილი ცეცხლად გეკიდა.

 

მაინცა გწამდა ზეცა და ღმერთი,

შენი სამშობლო, სულის ნირვანა, -

არ დაგვიწყნია ის ერთადერთი,

უფლის წილხვედრშიც რამ მიგიყვანა.

 

სიკეთის იყავ მუდამ მსახური,

არ გაახარე მოდგმა კაენის, -

ყველა ბილწი და ის უსახური,

მეფე იყო თუ, შაჰი, ყაენი...

 

შენს ფერხთა გდია უფლის წინაშე,

გააასკაცე მადლი ყოველი, -

უფლის წინაშე ღვარე ზედაშე,

სიკეთით აზრის გამომთოველი.

 

მიტომ გაკურთხა ყოვლით უფალმა,

მისი მახვილი შეგაბა წელზე, -

უნდა დაიცვა თავისუფალმა

მიწაზე, ცაში, თუ ბრძოლის ველზე, -

მისი მცნებანი, - სიკეთე სთესო,

ცას აზიარე მთელი სამყარო, -

შენ ხომ მიმიხვდი, ვინც უკეთესობ,

-შენაც გაიგე, სულით საპყარო!..

 

21.01.2011

 


 

...

 

უჩარდია

უჩა კოჩი,

ვა სუმიდი,

მუშა მორთი?

ახლა გიწევს

ცივის სმა,

თუმცა არის

თილისმა

 

...

 

ჩემო კარგო თინიკო,

შენი ნესლი ვინ იყო,-

სიყვარულით გზარდა მორჩი,

კარგი იყო მალე მოვრჩი...

მაგრამ მინდა რომ იცოდე,

რატომ გონებ რამე სცოდე, -

მე ხომ მიყვარს ცივის სმა,

მართლა იყო თილისმა!..

სიკეთისთვის მადლი გიძღვნას

ჩვენმა დედა თბილისმა...

 

 

10.03.2011

 

თინა შიოშვილმა ყავასთან ერთად მაგიდაზე დამიტოვა ზემოთ მოცემული  ლექსი...

ეს მის საპასუხოდ დაიწერა

 


 

...

 

მე არ ვიცი ეს რა იყო,

რა ოინი ჩაატარეს ,-

თუმცა კარგად მოილხინეს

და კარგი დროც გაატარეს...

 

ერთმა რამემ გამაკვირვა,-

ეს სიკვდილის ბადალია!..

ორი გმირის სადღეგრძელო,

თითქმის არავინ არ დალია...

 

ბათუმშიც იყო ზოილი, -

უნდოდა მისის გატანა,

უკვირდა მერაბ კოსტავას

მთაწმინდის მთაზე ატანა.

 

არ მიკვირს, სადაც ილია

კაცის მყლაპავი გახადეს,

შემდეგ მიუხდნენ სამშობლოს,

ურცხვად ნამუსი ახადეს.

 

სად კობას, ლეოს, ფილიპეს

ამქარი მეტი აღმოჩნდა,

ჩვენი ყოველი სიბილწე,

თვალსაჩინოდაც წარმოჩნდა.

 

სად ღალატისთვის არ არის,

არა თუ თავის, თითის წაჭრაც,

 სად ვაჟბატონმა მამა-პაპის

უკვდავი სახებით წაივაჭრა...

 

არ ვიცი, ამას თუ რა დავარქვა,

თქვენ დამეხმარეთ, მითხართ რა ჰქვია?!

დემონთა ხროვას ერგოთ დიდება,

სამშობლოს ერთგულთ, კვლავ შუბლში ტყვია...

 

უნდა ვიგლოვო ჩემი ქვეყანა,-

მეტი გზა, მგონი, არც დამრჩენია,

და რომ ესროლეს მას წიწამურთან,-

თქვენგან ნაკურთხი განაჩენია!..

 

მაგრამ შევიმართე უფლისაკენ,

თქვენ რომ წიწამურთან მიმეტებდით,

გული შემიძვრია სიყვარულით,

უდიდეს რწმენით და იმედებით...

 

 

 

 

ეგეც აქ იყო, უდიდეს რწმენით,

კვართი ჩაიკარ, დაო, სიდონიავ,

კვართთან ერთად მცხეთას აღმართულო,

ჩემი სამშობლოს სულის სიმფონიავ,

ეს რა უდიდესი სიყვარული

უფაქიზესი გრძნობებიც გვქონია,

აქა ღვთისმშობლობა შენ იტვირთე, -

უდიადესი ხარ, დაო, სიდონიავ!

 

მწამს, იმ კვართივით ურღვეველი

უფალს უფლის სიტყვა ჩაბარდება,

ღმერთმა შენ გარგუნა სვეტიცხოვლის,

მაცხოვრის მეორედ დაბადება!...

 

2 აგვისტო, 2011 წელი ბათუმი

 


 

 

მაჭახელას

 

მაჭახელას თოფი ვიცი,

ვიცი, გვარზე ხტისო კვიცი,

და არ უნდა ფიცი-მტკიცი,

მტკიცე ფიცის ძალაც ვიცი.

 

მტკიცე ფიცით შეფიცულან,

ნისლის ყაბალახი ხურავთ,

არსიანის ძმა-დაიებს

ლორთქო-ფორთქო მოუბურავთ.

 

მაჭახელა დაიქუხებს

და ბანს აძლევს ირგვლივ მთები, -

გეგონება მოძახილი

ჩვენი დიდი წინაპრების.

 

აიშლება მთის პირიდან,

მაჭახლელთა სულის სევდა, -

და იქეთა მაჭახელში

ნისლის ქულად გადასდევდა, -

აქეთური მაჭახელის,

ფიქრები და გულის ძგერა, -

მათ ერთი აქვთ სანატრელი,

სული რამაც აამღერა.

 

გადასწვდება, მოხვევს ხელს და

უნდა ცაში აიტაცოს, -

ერთიანმა ნეტარებამ,

ერთნაირად გაიტაცოს.

 

მაჭახელას თოფი ვიცი,

ვიცი, გვარზე ხტისო კვიცი,

და არ უნდა მტკიცი-ფიცი,

ფიცის მტკიცე ძალაც ვიცი.

 

20.01.2011 წ.

 


 



ხევსურულ მოტივზე

 

ალიან ცეცხლით დავიწვი,

ფიქრმა წამიღო ძალიან,

სულ ყველა შენ შემოგევლოს

მამაკაციან ქალიან...

არ მინდა ვინმე გამომრჩეს,

სცალიან, არა სცალიან,

ასე რამ გაგაჭიუხა,

მომეცი შენი ცალი, ან

გულიდან გარეთ გამოდი,

სითაც ღრუბელნი მალიან,

იქ დაიკარგე, ქალაუ,

მე მეტი აღარ მცალიან,

ჩემი სიცოცხლე, ავგურო,

შენმა ნდომამან დალიან!

 

12.03.2013


 



წუთისოფელს

 

წუთიერო, მონავ ღვთისა,

ჩემო წუთისოფელო,

არაფრისგან წარმომდგარო,

მაინც ყველგან მყოფელო!..

 

ბევრს ვეცადე, ვერ დავლიე

ამ მონათა ღავღავი,

ვცადე მათი გაღვიძებაც,

თავი ყულფში გავყავი.

 

რომ მეგონა, გაცისკროვნდა

უფლით მათი გონება,

ახლა უფალს  განუცხადეს

საუკუნო მონება...

 

და შემასწრეს საუფლოშიც

მადლი უფალს, დიდება!

ცისარტყელა  ცის სარტყელზე,

ცისკრის გახსნას გვპირდება.

 

მადლი უფალს, ალილუია,

მონა ღვთისა ქველია,

ქვეყნიურის განცდის შემდეგ

მარადისში გველიან.

 

თავზე ნისლად მომხვევია

ფიქრი არსიანისა,

გული თითქოს კვლავ ჭაბუკობს,

სული სევდამ დანისლა...

 

გადავლახე ორიონი

და სამზეოს ვეწიე, -

მოგიხედე, გაგიღიმე,

შენ კი ვერ დამეწიე.

 

19.02.2013

 


 



სწორება ჭორვილაზე

 

მიდიოდა ბათქა-ბუთქი

„მშველელი და მაშველი“,

მსურსო ქართულ ოცნებასაც

დავაყენოთ საშველი!

 

გამოგაძღოთ, ერთად სძოვდეს

მოყვარულად  თხა-მგელი,

და დასრულდეს ყველას ჭირი

გულთა გამომტანჯველი.

 

მოვიყვანეთ, თავს დავისვით

„ტოლიბაშად“ ვაკურთხეთ,

ყველა გამოაჭორვილა, -

ახლა სულშიც გვაფურთხებს.

 

მხოლოდ მინისტრთ  აუსრულა

მან „ქართული ოცნება“,

კიდევ ერთხელ დაამტკიცა,

ქართულია ღორთ ცნება...

 

ვის ბლომად აქვს, მიუმატე

სალაფავი სალაფავს,

თორემ კოლტი ღორმუცელთა,

ყველაფერს გადაყლაპავს.

 

გგონია, რომ შეაჩერებთ

გონით საპყარ ამ სხაპრებს,

ლაპარაკობს ჭორვილაი -

სმენა, მუცლით მეზღაპრეს!...

 

2014 წელი.

 

 


 


...

ახლა მოდაშია ფერჩემ-აღა,

ფარჩაგთ ამეტრებენ ფარჩაგები,

ნამდვილს აღარავინ დაგიჯერებს,

გადის ტყუილი და არაკები,

ელტვის „ელიტარი“ „ელიტარებს“,

გაცუდდა კაცობის მარაგები,

ზოგი აჩმასავით დარბილდება,

თუ მოსცხეს გვერდებში კარაქები, -

ღმერთო, გთხოვ თავზე არ დამასხა,

არაკაც - მუცელ ბარაქები!

ვისაც გონია თავი ელიტარი,

ნაღდად დოსკვერაით და ყველით არი!!!

 

2014 წელი. ბათუმი.

 

 


 

         არყის ჩივილი

 

ჩემმა დიდმა მეპატრონემ

წამიყვანა ფოკას,

მე ხათქუნს ვერ აუვედი,

სხვები ტუჩის ლოკვას...

 

არაფერი გამოვიდა,

თითქოს ვიყავ მწირი,

ფოკა მომალოცვინეს და

 ჩემს ბედს აღარ ვსტირი.

 

ნინოწმინდაც მოვიარე,

იქ ბერებმაც მლოცეს,

ბევრი წმინდა სალოცავი,

წმინდად მომალოცეს.

 

მე სასმელი აღარა ვარ,

გავხდი პილიგრიმი,

ვერ გარდამქმნის აწი ვერვინ,

სახიობა-გრიმი...

 

ჩემი საქმე დაემსგავსა

ზღაპრად ნათქვამ არაკს,

აწი, ვერვინ ვერ მიწოდებს

მე უბრალოდ არაყს...

 

და ცოდვებიც იქ დავტოვე,

ფარავანის ტბაში,

ლოცვა-გრგვინვად დავბუდდები

მე ქართველის ხმაში.

 

ჩემზე სუფთად ვერვინ წართქვამს

საზედაშე ქართულს, -

და სამშობლოს სადიდებელს

 ათას ლოცვა დართულს.

 

მე არაყი აღარა ვარ,

ფოლადი მაქვს ხმაში, -

მე ქართველად განვიბანე

ფარავანის ტბაში!

 

3. 06. 2014  წელი

 


 

   


 რუსულ მოტივებზე - 2014 წლის

 

ფერწასული საბჭოეთი,

არ უნდა მიეთ-მოეთი,

მარუსეთამ არუსეთა

და თავი უკრა ინაში, -

აგიც არის საკითხავი,

არვინ არის განმკითხავი, -

გადაღებილმა მელამა

თავი ჰკრა უკრაინაში...

 

ელამა, მელამა, -

ყური დამიგდეთ ყველამა, -

თავი იჩინა ბელამა,

თუ დააყოვნოს შველამა, -

 გაიგოს გასაგონარი

ქუდოსან-თავშიშველამა,

 ვინც არ გაიგებს, იმატოს

რუსისგან იმის წველამა!!!

 

 

16. 03. 2014 წელი

 


 



...

ვერ ვახტანგობდა ქართლოსი,

შემოესია ქართლს ოსი, -

სახლსა მიმართეს სეფესა,

დაი მოსტაცეს მეფესა, -

იქადნეს და იყეფესა,

ცივ გონიც ააჩქეფესა, -

წაინავარდა ვახტანგმა

მტერთ სისხლი ააშხეფესა.

 

თხუთმეტის იყო მაშინა

 ბაღათერ „დაამაშინა“,

ვერც მისმა გოლიათობამ,

ხმა ხაფმა ვერ დააშინა,

გადაირეკა თხასავით,

კავკასს იქეთაც აშინა, -

არ გასჭრა ლოცვა-მაგიამ,

შვიდას წელიწადს აქშინა...

 

ბევრი იფიქრა, ბოლოსა,

შეეკრა სამონღოლოსა, -

კვლავ გაიხსენა ქართლის გზა,

შეჰკადრა ჩვენსა ღოლოსა, -

გიორგ ბრწყინვალემ შემოჰკრა,

ზედ წიხლიც მიაყოლოსა,

მთელი მოსური ჭილყვავი

მთებს იქეთ „დააკოლოსა“.

 

რუსმა დასჭყივლა, - ა, შენა!

კინაღამ გადააშენა,

ქართლს შეეხიზნა, ქართველმა

მიეძმობილა, აშენა,

ძმურაქდ გაუყო სათესლეც,

გაალაღ-გაანაშენა,

სახლიც უგო და ფიცარიც,

ფიცარზე დაანაშენა,

ძმობით უკურნა ვარამი,

ამხიარულა-ამშვენა, -

მაგრამ რითაცა მან გვიზღო, 

არ მიბრუნდება აწ, ენა...

რუსის იმედად დღეს ცდილობს

მსოფლიო დააბოლოსა, -

ერთსაც ვეტყოდი, იცოდეს,

ინანებს დანაბოლოსა,

უმადურმა და პირშავმა

წავიდეს, გააყოლოსა, -

ჩვენი ჯავრისგან გასკდება,

                 ცივ წყალი დაყოლოსა!                   

16. 03. 2014 წელი






            შემოდგომას

 

შენთა მშვენიერთა თვალთა კდემა,

ცაში გაფრენილი გავაზია, -

შენი ტანკენერი სურნელება,

შენი ამო სუნთქვაც ლამაზია!

 

იცი, ცხელ ზაფხულშიც მომენატრა

შენი დასიცხული ვნებით კრთომა,

ვნატრობ მალე გაქრეს ეს აგვისტო,

დადგეს ხვავრიელი შემოდგომა, -

კვლავ ვიგძნო შენი სურნელება,

შენს თვალთა ალყად შემოდგომა...

შენზე მოპარული ნეტარება,

მხოლოდ მე ერთს რომ მებარება!

 

 

2014 წლის აგვისტო

 



...

 

განარისხა და უფალმაც კი, ზურგი აქცია

და დარჩა ისევ დემონად და ბოროტ მაქციად...

ეს უნდა მიხვდე, თუ კი გინდა მართლა დიდება, -

შობა არ კმარა, უნდა მოკვდე მართლმადიდებლად!!!!!

 

2011 წლის 5 თებერვალი.