შემოგვიერთდით
კატეგორია / ეთიკა და რელიგია   656 ნახვა    3 წლის წინ
ქართველი მღვდელმთავრები და აჭარა


უჩა ოქროპირიძე
ისტორიის დოქტორი, პროფესორი

დღიდან სამშობლოსაგან ჩამოშორებისა აჭარა ყოველთვის იყო სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული, მაგრამ ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა შენარჩუნებული ქართველი მოღვაწეების ყურადღების ცენტრში. მასზე განსაკუთრებით დიდ მზრუნველობას იჩენდა ქართული ეკლესია და როდესაც მოძალადე მტერმა XVIII საუკუნეში ქედაში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, ჭახათში, გონიოში სახრჩობელები და თავსაკვეთლები აღმართა ღვთის მოშიში ქრისტიანების წინააღმდეგ(1,) საქართველოს ამ რეგიონის ტერიტორიაზე ქრისტიანული საეპისკოპოსოები თანდათანობით გაუქმდა, ხოლო ეკლესია-მონასტრები განადგურდა; ქართულ ეკლესიას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მცდელობა, როგორმე ისტორიულ მეხსიერებაში მაინც შეენარჩუნებინა აჭარაში მოქმედი ქრისტიანული ცენტრები და მათ ასაღორძინებლად საჭირო დროს დალოდებოდა. სწორედ ამიტომაც 1804 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის მოვალეობის შემსრულებელმა მიტროპოლიტმა  დოსითეოს ქუთათელმა აღადგინა ხინოწმინდის საეპისკოპოსო, რომლის ნომინალურ მმართველად დანიშნა იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის ვაჟი დავითი,(2) თუმცა იგი მისთვის განკუთვნილ სამწყსოში არასდროს ჩასულა.
აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნებისთანავე რუსეთის ცარიზმმა თავისი კოლონიური პოლიტიკით ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მუჰაჯირად აქცია და სამშობლოდან გადახვეწა. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი თანამოძმეების მიერ მათდამი, და განსაკუთრებით მათი სარწმუნოებრივი გრძნობებისადმი გამოვლენილ პოზიციას. 1878 წლის ნოემბერში თბილისში ჩასულ ქართველ მაჰმადიანთა 12 კაციან დელეგაციას დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა ქართული საზოგადოება, რომელთა წარმომადგენლები „ფიცით პასუხს აძლევდა ქართველ მაჰმადიანებს, რომ მათ სჯულსა და საოჯახო წესებს და ადათებს არასდროს არავინ შეეხებოდა“(3).
აჭარის დელეგაციას საგანგებოდ შეხვდა მაშინ გორის ეპისკოპოსი, წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე, რომელმაც მისალმებისა და დიდი სიყვარულით მოკითხვის შემდეგ მათ მიმართა მეტად მოზომილი და შორსგამიზნული სიტყვით: „ღმერთმა აკურთხოს თქვენი სამშობლო ქვეყანა, ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახი და თქვენი სარწმუნოება ისლამი... ჩვენ ქართველი ქრისტიანები ყოველთვის ვიქნებით თქვენა სარწმუნოების მფარველნი და მადლობელნი. იქონიეთ იმედი, რომ არცერთი ჩვენთაგანი თქვენს სჯულსა და ადათ-წესებს და ჩვეულებებს არავინ შეეხება ავად... ღმერთმა აკურთხოს თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლშვილი, შინ მშვიდობით დაბრუნდით და თქვენს სჯულზედაც იყავით ფრთხილად და ამსრულებელი ისევე, როგორც თქვენი ისლამის წესია, და ვალდებულებანი“.(4) ეს იყო ქართველი მღვდელმთავრის მომენტის სრული შეგნებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც კმაყოფილების გრძნობით  აღავსო და თანაც დაამშვიდა მაჰმადიანი ქართველები, რომელთა ადაპტირება ქართულ გარემოში მხოლოდ იწყებოდა.
თბილისიდან უკან დაბრუნებულ ქართველ მაჰმადიანთა დეპუტაცია ქუთაისსაც ესტუმრა, სადაც სტუმრებს სიტყვით მიმართა ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ, რომელშიც აღნიშნა: „...თქვენ არ იფიქროთ, რომ თქვენს სჯულს ვინმე ჩვენთაგანი შეეხოს და ავად ახსენოს, არა, ეს არასდროს არ იქნება, რადგან ქართველ ერს ამის სურვილი და წადილი არა აქვს. აი, მე მღვდელმთავარი ვარ და არა ვარ ამის მოსურვე... შეგიძლიათ შინ მშვიდობით წაბრძანდეთ და დაარწმუნოთ თქვენი ძმებიც, ნათესავები და მეზობლები, რომ მათი სჯულის შემხებელს ერთ კაცსაც ვერ ნახავენ“, რაზედაც აჭარის დეპუტაციის მეთაურმა შერიფ ხიმშიაშვილმა უპასუხა: „მადლობა ღმერთს, ჩვენი ხალხის ნატვრაც ეს გახლავთ და ჩვენ სულ ამის დარდში ვიყავით, ახლა ამის დარდი გაგვიქრაო“(5).
მეტად შთამბეჭდავი და გულის შემძვრელია ამ ახლად შემოერთებულ მხარეში ახალგაზრდა ლონგინოზ ოქროპირიძის, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლეონიდეს ქობულეთში მოგზაურობისას, წარმოქმნილი შთაბეჭდილებანი, რომელსაც იგი თავის ბიძას, ეპისკოპოს ალექსანდრეს წერილში შემდეგნაირად უზიარებს: „ღვთის განგება და არა უბრალო შემთხვევა იყო, რომ მე თქვენთან ერთად ვიყავი ქობულეთში... ვნახე ძველი ეკლესიის ნანგრევები „თეთროსანი“ !!! ის დრო ჩემთვის დაუვიწყარი იქნება და არის კიდეც. იმ დროსვე შემიყვარდა ქობულეთი, მაშინვე ვიგრძენი ქობულეთლების სიახლოვე და გეფიცებით ღმერთსა, მასუკან  ჩემი გული და სული იქ დარჩა, – ამბობს ახალგაზრდა  ბერმონაზონი და განაგრძობს, – თანახმად თქვენი რჩევისა ჩემი სურვილიც ისაა, რომ საინგილო და  ქობულეთში მოვყვე. პირველად იმიტომ, რომ... ხელი უფლისა პირველად ვცან ქობულეთში და ჩემი გული მას უკან იქ არის; მეორეთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენაა და ქართულად შეიძლება სწავლა-განათლება.(6) აქ უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა ბერ-მონაზონის გრძნობის სიღრმე და სიწრფელე, ამასთან ისიც, რომ თუ რა უკეთილშობილესი მისწრაფებების აღძვრა შეუძლია კეთილმორწმუნე პიროვნებაში წინაპართა სალოცავების ნანგრევთა ნახვასაც კი, რაც მათ მიერ უდიდესი ღვთიური მადლის მატარებლობის უტყუარი ნიშანია და ამიტომაც დღესაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შემორჩენილ ამ ქართულ, უდიდეს სულიერების საყრდენ  რელიქვიებს.
ასეთი გულისხმიერი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულების შედეგად თანდათან აჭარაშიც მომძლავრდა ეროვნული თვითშეგნება, ქართული სულიერების აღორძინების საფუძვლები და მალე ის თვითონაც ახერხებდა აჭარის გულითად მოამაგეებზე მადლიერების გრძნობის უშურველ გამოხატვას, რისი ერთ-ერთი  დასტურიცაა წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრეს გარდაცვალების გამო ბათუმის ქალაქის სათათბიროს 1907 წლის 26 ნოემბრის სხდომის გამოხმაურება, რომელშიც აღნიშნულია: „ქართულმა ეკლესიამ განიცადა მძიმე დანაკლისი სულიერი მწყემსის, ეპისკოპოს ალექსანდრეს გარდაცვალების გამო. ეპისკოპოსი ალექსანდრე იყო გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, გულუხვი, ასევე მოკრძალებული ქველმოქმედი, განსაკუთრებით როცა საქმე ეხებოდა საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების და კონკრეტულად ქართული ეკლესია-მონასტრების დაცვას...(7).
უნდა ითქვას, რომ ბათუმში პირველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებასა და მასში ღვთისმსახურების აღსრულების დაწყებისათვის დიდი ღვაწლი დაუდვიათ ეპისკოპოსებს ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეებს...
1912 წელს დასრულებული ახალშენის ფერისცვალების ეკლესიის კურთხევის შესახებ ერთ-ერთ იმდროინდელ გაზეთში ვკითხულობთ: „გუშინ დილით მატარებლით ბათუმში ჩამოვიდა ყოვლადსამღვდელო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. ოთხშაბათს 7 მაისს ეპისკოპოსი ლეონიდე აკურთხებს ახალშენში ბერძნების ეკლესიას (8).
ქართველი მაჰმადიანებისადმი ეპისკოპოს ლეონიდეს უგულითადესი დამოკიდებულების მაგალითია მისი წერილი ალექსი ჭიჭინაძისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: „...ამ ბარათის მომრთმევი გახლავთ ქობულეთელი მაჰმადიანი ისმაილ კაიკაციშვილი. ეს კაცი წარმოგიდგენთ თქვენ ორ ბავშვს, რომლებიც, როგორც ბ. ყაზბეგმა  მაცნობა მიღებულები არიან თქვენს გიმნაზიაში. გთხოვთ გულით და სულით, ამათ, როგორც ხამებს, გამოუცდელებსა და ყველასგან დაშინებულებს, მოეფეროთ, დაუყვავოთ და გაამხნევოთ, რომ პირველსავეკ ნაბიჯზე არ იგრძნონ სულიერი ობლობა. მე ვგრძნობ, ამ ბავშვების მიღებით თქვენს სასწავლებელში საძირკველი ედგმის დიდს ეროვნულ საკითხს და ამ საქმეს სწორედ თქვენისთანა მამა სჭირია... თქვენთვის, როგორც ნამდვილი ქართველისათვის, დიდად საჭიროა სწორი ცნობა გქონდეს ქობულეთლებზე. თუ ჩვენ გვსურს ჩვენი თანამოძმე ქართველი მაჰმადიანების პოვნა და შეძენა, ... ეს უნდა დავიწყოთ ქობულეთიდან. ქობულეთში უნდა მოვიკიდოთ ფეხი, იქ უნდა ავანთოთ ქართული მწიგნობრობის ლამპარი, იქ უნდა გაიხსნას წერა-კითხვის საზოგადოების ხელმძღვანელობით და მეთაურობით პირველი სასწავლებელი.
კარგს იზამთ, თუ ამ წერილის მომტანს გაეცნობით და საფუძვლიანად გამოჰკითხავთ ქართველი მაჰმადიანების ავსა და კარგსა.
თქვენი გულითადი პატივისმცემელი ეპისკოპოსი ლეონიდი. 15.X, 1914 (9).
ასევე სრულიად საქართველოს  კათალიკოს–პატრიარქი ლეონიდე იყო სწორედ პირველი, რომელმაც 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-თურქეთის ხელშეკრულება გააპროტესტა და ბათუმისა თუ სხვა ქართველი მაჰმადიანებით დასახლებული რეგიონების ძველი ყოფილი მართლმადიდებლური ეპარქიების ქართული ეკლესიის იურისდიქციაში გადაცემა მოითხოვა. ხოლო ჯერ ოსმალების და გერმანელების, შემდეგ კი ინგლისური ოკუპაციისაგან განთავისუფლების აღსანიშნავად, საქართველოს  საეკლესიო კრების სხდომის ბოლოს მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ „ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოზე დაბრუნების შესახებ", წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც კრება დიდი სიამოვნებით შეხვდა. კათალიკოს-პატრიარქის წინადადებით გადაწყდა მეორე დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე, დღის 12 საათზე ამ სასიხარულო ფაქტთან დაკავშირებით პარაკლისი გადაეხადათ და შემდგომ პანაშვიდიც აღესრულებინათ ფრონტზე დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებლად.(10) მეორე დღეს სამღვდელოებას დიდძალი ხალხი მიყვებოდა... გადახდილ იქნა საქართველოს მთლიანობისათვის და სხვა ბრძოლებში დაღუპულ მამულიშვილთა სულთა საოხი პანაშვიდი და ბათუმისა  და ბათუმის ოლქის საქართველოსათვის დაბრუნებისადმი სამადლობელო პარაკლისი.
უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ თავისუფლების მოედანზე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც იგი აღნიშნავდა იმ დიდ სიხარულს, რაც ბათუმისა და საერთოდ აჭარის დაბრუნებით იყო გამოწვეული. თავისი სიტყვა უწმინდესმა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: „... სამღვდელოება ესე, როგორც წარსულში და აწმყოში, ისე მომავალშიდაც თავდადებული თანამშრომელია მთელი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე მავედრებელი მისი სამშობლო ქვეყნისა და ერის წარმატებისა და კეთილდღეობისათვის“.(11) აქ, ეჭვს გარეშეა, უწმინდესი და უნეტარესი მაშინდელი აჭარის ქართველ მაჰმადიანურ მოსახლეობასაც გულისხმობს, რითაც აგრძელებს ქართველ მღვდელმთავართა იმ შორსმჭვრეტელურ და ტოლერანტულ ტრადიციას, რომელსაც აჭარის შემოერთების პირველ ხანებში წმინდა მღვდელმთავრებმა ალექსანდრე ოქროპირიძემ და გაბრიელ ქიქოძემ ჩაუყარეს საფუძველი.
ქართულ ეკლესიასა და ქართველ მღვდელმთავრებს ყოველთვის აწუხებდათ სამუსლიმანო საქართველოს და კერძოდ აჭარის გარშემო შექმნილი პრობლემები და მათი შორსმჭვრეტელური, დროისა და ისტორიული მომენტის ღრმა გაგებით  წარმოებული ქმედებებით თავიანთი წვლილი შეჰქონდათ არა მარტო ამ ქართულ ისტორიულ მხარეში ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში, არამედ დიდად ზრუნავდნენ მათი ზოგადქართული საქმისათვის მხარში ამოყენებაზეც.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები
1. ბუბულაშვილი ე., აჭარის შემოერთება და ქართველი სამღვდელოება, საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, V, თბ., 2001;
2. თავამაიშვილი გ., ხინოწმინდა, ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, # 1, 1998;
3. ჭიჭინაძე ზ., ქართველი მაჰმადიანები გაზ. „მიწა“,# 10, 1920;
4. ვარდოსანიძე ს., სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861–1921), თბ., 2014;
5. აცსა, ფ.ი–7, აღ. 1, საქმე 443, ფურც. 4,5;
6. ტაბატაძე-მიქანაძე ნ., საიდან იწყება სამშობლო..., გამომც. „ალიონი“, ბათუმი, 2005;
7. კ. კეკელიძის სახ. ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტი, ს. 9662;
8. თთვენი, ქართველ წმინდანთა ცხოვრება, ზუგდიდი, 1997.



UცჰაOკროპირიდზე
PჰD ოფ Hისტორყ, პროფესსორ
Gეორგიან Bისჰოპს ანდ Aდჯარა

ღესუმე

თჰე პრესენტ წორკ ინცლუდეს ინფორმატიონ აბოუტ მეეტინგს ბეტწეენ Aდჯარიან სოციეტყ ანდ Gეორგიან ბისჰოპს ინ თბილისი, Bისჰოპ Aლეკსანდრე ანდ Bისჰოპ Gაბრიელ Kიკოდზე ინ Kუტაისი ინ 1878 აფტერ ანნეხატიონ ოფ Aდჯარა.
თჰე წორდს/სპეეცჰეს ოფ ბისჰოპს ატ ტჰე მენტიონედ მეეტინგს ანდ ტჰე რეპლიეს ოფ შჰერიპ Pრინცე Kჰიმსჰიასჰვილი ას წელლ ას ტჰე ცომმენტ ოფ Bატუმი შაკრებულო (რეპრესენტატივე ბოდყ ოფ სელფ-გოვერნმენტ)26-ტჰ მეეტინგ ინ 1907აბოუტ ტჰე დეატჰ ოფ ბისჰოპ Aლეკსანდრე.Iნ სუცჰ სპეეცჰეს ტჰე ცარინგ ფორ Kობულეტიან Mოჰამმედანს ანდ სანცტიფყინგ Aკჰალსჰენი ცჰურცჰ ოფ ტრანსფიგურატიონ ჰერებყ ტჰე ინდელიბლე იმპრესსიონს ოფ Lონგინოზ Oკროპირიდზე’ს (აფტერწარდს პატრიარცჰ Lეონიდე) ვისიტ ინ Kობულეტი ცჰურცჰ წჰიცჰ გავე ჰიმ სტიმულუს ტო სტარტ მონასტერყ ლიფე. 
თჰე წორკ ინცლუდეს ეხცერპტს ფრომ ტჰე Mინუტეს ოფ Mეეტინგ ოფ Pატრიარცჰატე ოფ Gეორგია დატედ ჟუნე 27-ტჰ, 1920 აბოუტ ტჰე პუბლიც პრაყერ ბ ბეცაუსე ოფ Bატუმი ანდ Bატუმი Dისტრიცტ ანნეხატიონ ტო Gეორგია ანდ ტჰე წორდ ოფ ჩატჰოლიცოს პატრიარცჰ ოფ Gეორგია Lეონიდე, ეტც.