შემოგვიერთდით
კატეგორია / პუბლიცისტური სტატიები   735 ნახვა    3 წლის წინ
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ


შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ...



2014 წლის 28 დეკემბრის ღამის გადაცემაში „ობიექტივი“ (განმეორებითი ჩვენება) გამოსული ერთერთი პიროვნება ისე ლაპარაკობდა საქართველოში და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, რომ ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერში შემოსული ზარის ავტორი იძულებული გახდა  მისნაირთა მიმართ   პირდაპირ განეცხადებინა: ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ დამსახურებად მიმაჩნია, რომ მან ასპარეზზე გამოიყვანა და საბოლოოდ ნიღაბი ჩამოახსნევინა, გამოამჟღავნა საქართველოში ჯერ კიდევ არსებული მოღალატეები, მეხუთე კოლონა, რომლის წევრთა ყველა მეთოდით და საშუალებით ფიზიკური განადგურებაც ყველა ქართველი პატრიოტის პირდაპირი მოვალეობაა (მოკლე შინაარსი ასეთი იყო).
აი, უკვე სადამდე მიიყვანა  ამ ნაძირლების დაუსრულებელმა სატელევიზიო  „პარადმა“ ქართული საზოგადოება. და  ამათ მსგავსთ, ალბათ ჰგონიათ, რომ მათი ფსევდო-განათლებითა და ფსევდო-პატრიოტიზმით ნასაზრდოები მოღალატური დემარშების გასაღებას საქართველოში ადვილად შესძლებენ.
ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში მათი ეს დემარშები რომ მოღალატურია, ამის დასადასტურებლად საკმარისია ამნაირთა მიერ საკუთარი ტვინის უბადრუკი პროდუქტის გასამართლებლად ე. წ. ტალიავინის კომისიის დასკვნების მოშველიება. ასეთთა გასაგონად და მათი თითქოსდა დიდაქტიკური ტონის, მაგრამ მოღალატური შინაარსის თვალსაჩინოებისათვის საკმარისია დავსვათ რამდენიმე შეკითხვა: ... რას წარმოადგენს, ან სინამდვილეში რას ემსახურება ისეთი კომისიები და მათი დასკვნები, როგორიც ტალიავინის ყბადაღებული კომისია და მისი შედეგებია? ნუთუ დღევანდელი მსოფლიოს ტექნოლოგიური მიღწევების პერიოდში, როდესაც ფაქტიურად შესაძლებელია კოსმოსიდან დედამიწაზე ხეზე ფოთლებიც კი დაითვალონ (როდესაც სჭირდებოდათ კოსმოსიდან დააფიქსირეს თუ ვინ ისროლა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის მისამართით თბილისში გამართულ მიტინგზე ხელყუმბარა)  შეიძლება ვიფიქროთ, რომ გეოპოლიტიკურად ისეთ აქტიურ რეგიონში, როგორიც პოსტსაბჭოური სივრცე და განსაკუთრებით, კავკასიაა, – სინამდვილის დასადგენად ადამიანური ფაქტორის  (ტალიავინის ე. წ. კომისია) გამოყენება გახდა აუცილებელი?! ნუთუ ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდა რა ხდებოდა ამ რეგიონში 2008 წლის წინმსწრები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?! ნუთუ დღემდე ჯერ კიდევ გაურკვეველია 1801 წლიდან მოყოლებული ვინ მოახდინა საქართველოს თანდათანობითი ოკუპაცია და მისი ფაქტობრივი ანექსია?! ვისი საუკუნოვანი მონობიდან თავის გამოსახსნელად იბრძოდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და 1921 წელსაც ვინ დაამხო საქართველოს ძლივს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა?! თუნდაც ახლახან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, 2008 წლის 8 აგვისტომდე დიდი ხნის წინათ, ვინ ანხორციელებდა და დღესაც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ოკუპაციას და მის ანექსიას ყველა საყოველთაოდ  აღიარებული საერთაშორისო აქტების და კანონიერების სრული იგნორირებით?!
თუ ეს ყუმბარები და ბომბები, რომლებითაც შიდა ქართლის სოფლები ჯერ კიდევ 8 აგვისტომდე იბომბებოდა, მაინცდამაინც ამ ნაძირალებს პირდაპირ თავზე უნდა დაეცეს, რომ მოღალატე არაკაცების ტვინში ომის დაწყების აღქმა დაფიქსირდეს?!
პასუხები აქ დიდ ახსნა-განმარტებებს არ მოითხოვს და დღესავით ნათელია. მაგრამ ისევ ამ ნაძირალების სამხილებლად და ზოგიერთი შემცდარის გასაგონადაც პირდაპირ უნდა ვთქვათ: ტალიავინისა და მისი მსგავსი ე. წ. კომისიები, ე. წ. საერთაშორისო საზოგადოებრიობას სჭირდება სწორედ ასეთი, ყველასათვის ნათელი ჭეშმარიტებების გასაბუნდოვნებლად;  რომ შემდეგში საქართველოს მტრების მუდმივმა ადვოკატებმა ტელე-საინფორმაციო საშუალებებში აფრიალონ მათი დასკვნები (ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი) და საკუთარ ისედაც ყველანაირად განადგურებულ ქვეყანას თავზე არწყიონ. ეს ე. წ. საერთაშორისო საზოგადოებრიობას კი, რომელსაც სინამდვილეში არავითარი საერთო არ აქვს საზოგადოების ჭეშმარიტად ინტერესებთან, ეს ე.წ. კომისიები დ მისი დასკვნები სჭირდება ჩამოთვლილ დანაშაულობებში   თანამონაწილეობისაგან აღნიშნული საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან  ასაცილებლად და ამასთან საკუთარი პრაგმატიზმიდან გამომდინარე,  გამყიდველური და უნიათო პოზიციის გასამართლებლად. ეს არის მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დაბოლების ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომ მას შთააგონონ, თუ სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ძიების როგორი თავდადებული ქურუმები არიან ე. წ. „გაერო“, ეუთო თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
სინამდვილეში კი მათი „ტალიავინური ძალისხმევა“ მიმართულია იქეთკენ, რომ აგრესორად წარმოაჩინონ ისედაც ყოველნაირად დამცირებული და განადგურებული მსხვერპლი, – და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხანგრძლივი, წარმოუდგენელი წამების შემდეგ გაბედა და გადარჩენისათვის გაიბრძოლა. ასეთ ვითარებაში „ტალიავშჩინის“ დამკვეთები, თუმცა თვალთმაქცობას ისევ განაგრძობენ, მაგრამ იძულებული ხდებიან მსხვერპლსაც რაღაც ფორმით გამოესარჩლონ და შექმნან მისი ინტერესების გათვალისწინებით თუნდაც ბუტაფორული ფონი... აი, სწორედ ამ მომენტში უნდა გამოჩნდნენ აღნიშნული  მარადიული ადვოკატები, კბილებით ყელში სწვდნენ საკუთარ ქვეყანას და მტერს მისი მოშთობა-მონელება გაუადვილონ. ასეთები იქეთ „ტალიავშჩინის“ ემისრებს უსუფთავებენ ავგიას თავლას, აქეთ კიდევ საკუთარ პატრონსა და „მოამაგეს“ უკეთებენ საქმეს და ცდილობენ მსხვერპლის ადვილად მოხრჩობაში შეიტანონ თავისი დამსახურებული წვლილიც, და სამწუხაროდ, სრულებით არ აწუხებთ, რომ მისგან განწირული ეს მსხვერპლი მისივე სამშობლოა. ამისთანების წინააღმდეგ კი ყველა ნორმალურმა, მომავლისაკენ იმედით მოცქირალმა ერმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები. მაგრამ ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ და მანამ, სანამ ამ ნაძირალათა ხროვას ჯერ კიდევ ვერ გაუბედია თავისი ნეობოლშევიკური დროშის გაშლა და სახალხოდ აფრიალება.
ამიტომაც დღეს რაც საქართველოში ზოგიერთ სატელევიზიო არხზე ფართოდ ტირაჟირდება, ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ვერაფრით გაამართლებს წინა, ნაციონალური ხელისუფლების  სალანძღავად მიმართული საბრძოლო ყიჟინა, რომლის ზურგს უკანაც ცხადად ჩანს ჩვენს მიერ ზემოთ მხილებული სიბარიტიზმის ფიზიონომია და მისი დამკვეთებიც. „მარადიული ადვოკატები“  კი ხელოვნურად შექმნილი ამ გაუგებრობისა და ქაოსის ფონზე კვლავ ახერხებენ თავიანთი არარაობრივი არსებობის გაგრძელებას და სარფიანად ყიდიან საქართველოს.

                                                                                   28.12.14
                                                                             უ. ოქროპირიძე
                                                                                 ბათუმი