შორი სივრციდან....
314 ნახვა  
  1 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
700 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
741 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
741 ნახვა  
  3 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
700 ნახვა  
  3 წლის წინ
შორი სივრციდან....
314 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / ლიტერატურა   699 ნახვა    3 წლის წინ
შერთული


შერთული

შავშეთ-კლარჯეთს  შევუყევით,

მთა-მთას არის შერთული,

შარა-გზათა გასაყარზე

მოგვეგება შერთული.

 

ნაღვლიანი მოგვეჩვენა,  

თუმც დღე იყო მზიანი

და ალალად გაგვიშალა

 გული დანაზიანი.

 

მან მოგვითხრო თუ რა სევდა,

რა ტკივილი სტკიოდა,

რატომ იყო ვერ გაშლილი,

რა  სიცივით სციოდა...

 

მე  ვიფიქრე, ყველას სათქმელს,

იგი ერთი სჩიოდა,

და თუ რატომ აქ მამალიც

არ ქართულად ყიოდა.

 

მოგვაშველეთ დედა ენა,

ჩვენი მზრდელი ნანაო,

თქვენაც თუ გსურთ გაყვავილდეს

კვლავაც ეს ქვეყანაო

დროზე მოდით,  გაგვიცოცხლეთ,

თორემ დაზრა ყანაო, –

უკვე თითქმის ვერ გიხსენებთ

ხახული და ბანაო.

 

ოშკიც კუშტად შემოგცქერით,

გულზე ხელს გკრავთ პარხალი,

ოთხთაც შემოგემდურებათ,

მკერდში ტყვია ნახალი.

 

   თუნდ მოხვიდე, ვეღარ მნახავ

ოპიზას და ხანძთაში

მეც დავდნები, გავილევი

ამდენ ტანჯვა, განცდაში.

 მოდი დროზე გამაგონე

 თუ რა გტკივა, რას მღერი,

მამალ მგელად ზურგზე მაზის

მსანსლავს-მყლაპავს ასკერი, –

და შორიდან ხელის ქნევა

არაფერში არ მშველის!

მოდი, ხელი გამოიღე,

დააყენე საშველი!!!

 

  უ. ოქროპირიძე

  18.09. 15.

ქ. ბათუმი

1448 სთ.