შორი სივრციდან....
314 ნახვა  
  1 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
741 ნახვა  
  3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი
741 ნახვა  
  3 წლის წინ
პოეტური განდაგანა
714 ნახვა  
  3 წლის წინ
შერთული
699 ნახვა  
  3 წლის წინ
შორი სივრციდან....
314 ნახვა  
  1 წლის წინ
შემოგვიერთდით
კატეგორია / ლიტერატურა   740 ნახვა    3 წლის წინ
ტბეთის ტკივილი


                        ტბეთის ტკივილი


ტბეთმა მითხრა, რომ იცოდე

ვარ ყარყუმის დღეშიაო,

ავბედობამ ქი გამაძრო

მე ცხრა პირი მეშიო,

ვისაც უნდა  ამაფეთქებს,

გულს მიკაფავს ქვებშიო,

ბუნებაც ხომ აღარ მინდობს

წკვარამი და თქეშიო,

რადგან ჩემი ყაბალახი

არ გავცვალე  ფესშიო,

არ გავყევი სხვას, წარმავალს,

დავრჩი პირიმზეშიო.

 

აქეთ ჩემმაც მომიძულა,

სულ სხვა გზებზე უტია,

ჩემთვის ღვეზელს არვინ აცხობს,

ჩემი პურიც კუტია, 

იქეთ უნდა ვემდუროდე,

აქეთ მომდგა ბუტია,

აღარც ლოცვა, აღარც წირვა, –

მათი რწმენა კუნტია...

 

     მე ერთგულად ვემსახურე,

     თითქმის ათასწლეული, –

     მან კი უცებ მომიძულა

     ავ ჟამისგან ძლეული. 

 

ბეჩავი სხვას მიეძალა,

ჩემი  გადამიფასა,

მისთვის ღმერთთან შემწეობა,

ერთიც არ დამიფასა...

 

     თუმცა რა ვთქვა, მოძალადემ,

     მასაც ბევრი აწყინა,

    ის მოკლა და მეც წამაკლა,

    უტკენელი მატკინა.

 

ახლა ვდგავარ ცოცხალ-მკვდარი,

გულ-მკერდ გამოღველფილი, –

ყველამ მაგრად მიბოროტა,

ვერ მიგუეს კეთილი...

 

     ისევ მცხეთას მივაბღავლო,

     დავრჩი სრულად შიშველი, –

     ისევ ჩემი სალოცავი,

    მხოლოდ იგი მიშველის!

 

 

                              21.09. 15. ბათუმი

                                      1834 სთ.

                                უჩა ოქროპირიძე