შემოგვიერთდით
კატეგორია / ისტორია   1, 601 ნახვა    3 წლის წინ
საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა და აჭარა



ქართველ ხალხს ყოველთვის ახსოვდა თავისი დროებით დაშორებული თანა-მოძმენი და მათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე განუწყვეტლივ ზრუნავდა. მაგრამ ძლიერ და აგრესიულ მუსლიმანურ სახელმწიფოთა შორის მოქცეული, იგი ეძებდა ძლიერ მოკავშირეს მათ წინააღმდეგ და დასავლეთ ევროპის სახელ-მწიფოებთან ამ მიზნით კავშირის დამყარების არა ერთი უშედეგო ცდის შემდეგ მან ორიენტაცია ერთმორწმუნე რუსეთზე აიღო. რუსეთის ძლიერ სახელმწიფოსთან კავშირში ქართული სახელმწიფოს მესვეურნი იმედოვნებდნენ დაკარგული სამანების აღდგენას.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დაიძაბა და საქმე ომამდე მივიდა, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე იმედოვნებდა რუსეთის დახმარებით ახალციხე-მესხეთის დაბრუნებას და ამის შესახებ რუსეთის სამეფო კარს თხოვნით მიმართავდა.  1769 წლის 4 ოქტომბერს პანინისადმი მიწერილ წერილში კი ერეკლე მეორე გამოხატავდა სურვილს ოსმალთა ბატონობისაგან გამოეხსნა ყველა ქრისტიანი და მათ შორის „ოსმალთა მიერ დაპყრობილი შავი ზღვის პირას ჩვენს მიწაზე მდებარე მცხოვრებნი“.  აქ ერეკლეს აჭარის მოსახლეობაც უნდა ჰყავდეს მხედველობაში.  რუსეთის ჯარის დახმარებით შოროპნის, ბაღდადის და ქუთაისის ციხეების იმერეთის მეფე სოლომონ მეორის მიერ დაკავების შემდეგ ერთიანი ძალებით განზრახული იყო ბათუმზე ლაშქრობაც, მაგრამ იგი გენერალ ტოტლებენის მიზეზით ჩაიშალა.  ქართველი მეფეებისა და ხალხის მისწრაფება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაკარგული ქართული სამანების გასანსათავისუფლებლად დასტურდება არა ერთი დოკუმენტით, რომლებშიც აღნიშნულია ამისათვის მათი პრაქტიკული მზადყოფნა და მისი საქმით დამტკიცების სურვილი.  მათი ეს მისწრა-ფება აისახა 1783 წლის რუსეთსა და ქართლ–კახეთის სამეფოს შორის დადებულ გი-ორგიევსკის ტრაქტატშიც, რომლითაც საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფოს) მიერ ზოგიერთ სუვერენულ უფლებებზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთი ვალდე-ბულებას კისრულობდა თურქეთთან და ირანთან ომებისა და საზავო მოლაპარაკებების დროს მიეღო ზომები, რომ საქართველოს დაბრუნდებოდა ის თავისი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც ოსმალეთს ჰქონდა მიტაცებული. 
1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და მისი უშუალოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ დღის წესრიგში დგება ოსმალთა უღლის ქვეშ მყოფი ქართული სამფლობელოების რუსეთის მიერ დაპყრობა და მიერთება. პირველ რიგში საჭირო იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროების ოსმალეთის ხელში მყოფი პორტების ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის დაკავება. ბათუმის შეერთების საკით-ხი რუსეთის მმართველ წრეებში ჯერ კიდევ XIX ს-ის პირველ წლებში დაისვა. რუსეთის საგარეო მინისტრი ჩარპტორიცკი მითითებას იძლეოდა, რომ თუ რუსეთი ფოთის, ანაკლიის და ბათუმის შემოერთებას მოლაპარაკების გზით ვერ მიაღწევდა, მაშინ მიეღოთ როგორმე უფლება ამ ქალაქებიდან საქონლის გატანა-შემოტანაზე და ამ მიზნით მიემართათ თურქეთში ძლიერ გავრცელებული მოქრთამვისთვისაც.  1804 წელს იმავე ჩარტორიცკის წინაშე ბათუმის ნავსადგურის რუსეთთან შემოერთების აუცილებლობაზე საკითხი დააყენა გენერალმა ციცინოვმაც  და ა.შ. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-თურქეთის ყველა ომის დროს დღის წესრიგში მწვავედ იდგა ბათუმისა და მისი შემოგარენის რუსეთთან შეერთების საკითხი. აჭარის სამშობლოსთან დაბრუნების ცდის ადგილი ჰქონდა 1828–1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომისა და 1853–1856 წლების ყირიმის ომის პერიოდშიც. მაგრამ, ამ უკანასკნელში დამარცხების გამო, რუსეთი განიდევნა შავი ზღვიდან და მას აქ აეკრძალა როგორც ფლოტის ყოლა, ისე ციხე-სიმაგრეების ფლობა და მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე. ყოველივე ამან გამოიწვია მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა (განსაკუთრებით ინგლის-საფრანგეთი და ავსტრია) და რუსეთს შორის შავი ზღვის და მისი სრუტეების რეგიონში გავლენის განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ამავდროულად ევროპაში ძალებს იკრებს და ასპარეზზე გამოდის სწრაფად მზარდი და ენერგიული გერმანიის გაერთიანებული სახელმწიფო, რომლის ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე შლის გერმანიის ახალგაზრდა სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე დიდ დიპლომატიურ პასეანს. მან გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯებით, რომელთაც ძირს სამხედრო აქციებითაც უმაგრებდა, თანდათანობით შესძლო ევროპის ძლიერი კონტინენტური სახელმწიფო-ების საფრანგეთისა და ავსტრიის დასუსტება. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით კი მას ჯერ კიდევ 1866 წელს შესთავაზა დახმარება პარიზის ტრაქტატის იმ მუხლების უარსაყოფად, რომლებიც რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტის ყოლას უშლიდა. 1870 წლის 21 სექტემბერს, პრუსია-საფრანგეთის ომის მსვლელობისას, ბისმარკმა უკვე აშკარად დაადასტურა ამ საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მხარდაჭერისათვის მზადყოფნა.  იმავე წლის 31 ოქტომბერს რუსეთის მთავრობამ გამოსცა ცირკულარი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო სხვა სახელმწიფოების მიერ 1856 წლის პარიზის ტრაქტატის დარღვევის შემთხვევები. ამის შემდეგ გაკეთებული იყო დასკვნა, რომ ასეთი დარღვევების გამო რუსეთს აღარ აქვს საფუძველი მოქმედად ცნოს პარიზის აქტის ყველა პირობა და ამიერიდან იგი სავალდებულოდ არ თვლის მისი იმ სტატიების აღიარებას, რომლებიც შავ ზღვაზე რუსე-თის სუვერენული უფლებების საკითხს ეხება. გორჩაკოვის ამ ცირკულარმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისისა და ავტსრიის მმართველ წრეებში და მათ მიაღწიეს საკითხის განსახილველად საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას, კონფერენცია შედგა ლონდონში 1871 წლის იანვარში, სადაც რუსეთმა მიაღწია შავ ზღვაზე მისი სუვერენული უფლებების აღდგენას და ბოსფორისა და დარდანელის  სრუტეების უცხო ქვეყანათა სამხედრო გემებისათვის ჩაკეტვას.  ამით რუსეთს ხელები გაეხსნა შავი ზღვის აუზში ახალი ექსპანსიებისათვის და დღის წესრიგში კვლავ დადგა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერი-ტორიების, განსაკუთრებით კი ქ.ბათუმის და მისი მიმდებარე რეგიონების შემოერ-თების საკითხი. ამ დროისათვის ე.წ. აღმოსავლეთის საკითხის ძირითად შინაარსს შეადგენდა ბრძოლა „ოსმალეთის მემკვიდრეობითობისათვის“, რომელშიც ყველა მო-ნაწილე თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობდა, თუ კი ოსმალეთის დანაწი-ლების საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. აღნიშნულმა ბრძოლამ დაძაბა ურთიერთობა ევროპის მოწინავე სახელმწიფოებსა (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) და რუსეთს შორის. ინგლის-საფრანგეთი მხარს უჭერდნენ ოსმალეთის იმპერიის მთლიანობას , რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ საკითხის დასმისთანავე (თურქეთის დანაწილება) რუსეთი მოითხოვდა კონსტანტინეპოლს, სრუტეებსა და თურქეთის სომხეთს, რაც მათთვის მიუღებელი იყო და არანაკლებ აშინებდათ ვიდრე გერმანიის თვით მაქსიმალური პროგრამა ოსმალეთის მიმართ  და ყოველნაირად ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ მას. ამ ბრძოლაში ბათუმის ოლქის (აჭარა) და განსაკუთრებით ქ. ბათუმის სტრატეგიული მნიშვნელობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ფაქტიურად ბათუმი წარმოად-გენდა გასაღებს დაინტერესებული ძალებისათვის ამიერკავკასიაში თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად. ამასთან იგი მოი-აზრებოდა როგორც უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი შავი ზღვის სანაპიროების, სრუტეებისა და კონსტანტინეპოლისაკენ რუსეთის ექსპანსიური (პოლიტიკის) გეგმების განხორციელე-ბისათვის. ამიტომაც რუსეთის ბრძოლამ ბათუმისა და მისი შემოგარენის (აჭარა) შემოსაერთებლად მეტად მწვავე ხასიათი მიიღო.
დიდ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1875-1878 წლების „აღმოსავლეთის კრიზისის“ დროს, როდესაც გააქტიურდა ძალისხმევანი რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი ომის შემთხვევაში საერთო ევროპული აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი გარდაუვალობის შემთხვევაში კი, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. 
ევროპის სამ დიდ სახელმწიფოს – რუსეთის, ავსტრიისა და გერმანიის მიერ 1876 წლის 13 მაისს ბერლინის შეხვედრაზე ხელმოწერილმა მემორანდუმმა, რომელიც ბოსნიაჰერცოგოვინის პრობლემის გადაჭრისა და ბალკანეთის საკითხის მშვიდობი-ანი გზით მოგვარებას ეხებოდა, შედეგი ვერ გამოიღო. ამ შემთხვევაში ევროპის ამ სამი სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ოსმალეთის იმპერიის მთლიანობის შენარჩუნება მასში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობის გაუმჯობესების პირობით.  საფრანგეთი და იტალია დაეთანხმნენ სამი იმპერატორის ამ პროგრამას, მაგრამ ინგლისის მთავრობამ, დიზრაელის სახით, არასასურველად ჩათვალა ახალი ჩარევა თურქეთის საქმეებში, რადგან მას არ სურდა რუსული გავლენის გაძლიერება არც სრუტეებზე და არც ბალკანეთში, საიდანაც იგი კონსტანტინეპოლს უშუალოდ დაემუქრებოდა.  ამავე პრობლემის გადაწყვეტის მცდელობას ადგილი ჰქონდა რეიხშტადტის შეხვედრაზე 1876 წლის 8 ივლისს, ერთი მხრივ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-სა და გორჩაკოვს, მეორე – ავსტრიის იმპერატორ ფრანც-იოსებსა და ანდრაშს შორის. ამ შეხვედრიდან ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ რუსეთმა მიიღო ავსტრიის თანხმობა ზოგიერთი 1856 წელს დაკარგული ტერიტორიებისა  და ბათუმის შეერთებაზე.  დიპლომატიური მანევრების მიუხედავად რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალი გახდა და 1877 წლის 24 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს მისი დაწყების შესახებ. ომის საწყის ეტაპზე რუსეთი აყენებდა შედარებით ზომიერ მოთხოვნებს და ბალკანეთში დათმობების ხარჯზე კმაყოფილდებოდა ბესა-რაბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დაბრუნებითა და ბათუმის მიღებით. 
რუსეთ-თურქეთის ამ ომში თურქეთი დამარცხდა და კონსტანტინეპოლის მახლობლად, სან-სტეფანოში, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას (1878 წლის 3 მარტს), რომლითაც განმტკიცდა რუსეთის პოზიციები ბალკანეთსა და სრუტეების ზონაში. ეს კი ხელს არ აძლევდა ევროპის არცერთ დიდ სახელმწიფოს. ამიტომაც 1878 წლის 6 მარტს ანდრაში ოფიციალურად გამოვიდა კონფერენციის მოწვევის წინადადებით, სადაც განიხილავდნენ რუსეთ-თურქეთის ზავის ყველა პირობას. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ წინადადებას.
1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და მისი უშუალოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ დღის წესრიგში დგება ოსმალთა უღლის ქვეშ მყოფი ქართული სამფლობელოების რუსეთის მიერ დაპყრობა და მიერთება. პირველ რიგში საჭირო იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროების ოსმალეთის ხელში მყოფი ქალაქების ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის დაკავება. ბათუმის შემოერთების საკითხი რუსეთის მმართველ წრეებში ჯერ კიდევ XIX ს-ის პირველ წლებში დაისვა რუსეთის საგარეო მინისტრი ჩარტორიცკი მითითებას იძლეოდა, რომ თუ რუსეთი ფოთის, ანაკლიისა და ბათუმის შემოერთებას მოლაპარაკების გზით ვერ მიაღწევდა, მაშინ მიეღოთ როგორმე უფლება ამ ქალაქებიდან საქონლის გატანა-შემოტანაზე და ამ მიზნით მიემართათ თურქეთში ძლიერ გავრცელებული მოქრთამვისთვისაც.  1804 წელს იმავე ჩარტორიცკის წინაშე ბათუმის ნავსადგურის რუსეთთან შეერთების აუცილებლობაზე საკითხი დააყენა გენერალმა ციციანოვმაც და ა.შ. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ–თურქეთის ყველა ომის დროს დღის წესიგში მწვავედ იდგა ბათუმისა და მისი შემოგარენის რუსეთთან შეერთების საკითხი. აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნების ცდას ადგილი  ჰქონდა 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომისა და 1853-1856 წლების ყირიმის ომის პერიოდშიც. მაგრამ ამ უკანასკნელში დამარცხების გამო რუსეთი განიდევნა შავი ზღვიდან და მას აქ აეკრძალა როგორც ფლოტის ყოლა, ისე ციხე-სიმაგრეების ფლობა და მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე; ყოველივე ამან გამოწვია მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა (განსაკუთრებით ინგლის-საფრანგეთი და ავსტრია) და რუსეთს შორის შავი ზღვისა და მისი სრუტეების რეგიონში გავლენის განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ამავე პერიოდში ევროპაში ძალებს იკრებს და ასპარეზზე გამოდის სწრაფად მზარდი და ენერგიული გერმანიის გაერთიანებული სახელმწი-ფო, რომლის მეტად ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე შლის გერმანიის ახალგაზრდა სახელმწიფოს განმტკი-ცებისა და მისი პოზიციების გაძლიერებისაკენ მიმართულ დიდ დიპლომატიურ პასეანს. მან გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯებით, რომელთაც სამხედრო აქციებითაც უმაგრებდა საფუძველს, თანდათანობით შესძლო ევროპის ძლიერი კონტინენტური სახელმწიფოების საფრანგეთისა და ავსტრიის დასუსტება. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით კი მას ჯერ კიდევ 1866 წელს შესთავაზა დახმარება პა-რიზის ტრაქტატის იმ მუხლების უარსაყოფად, რომლებიც რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტის ყოლას უშლიდა. 1870 წლის 21 სექტემბერს, პრუსია-საფრანგეთის ომის მსვლელობისას, ბისმარკმა უკვე აშკარად დაადასტურა ამ საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მხარდაჭერისათვის მზად ყოფნა.  იმავე წლის 31 ოქტომბერს რუსეთის მთავრობამ გამოსცა ცირკულარი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო სხვა სახელმწიფოების მიერ 1856 წლის პარიზის ტრაქტატის დარღვევის შემთხვევე-ბი. ამის შემდეგ გაკეთებული იყო დასკვნა, რომ ასეთი დარღვევების გამო რუსეთს აღარ აქვს საფუძველი მოქმედად ცნოს პარიზის აქტის ყველა პირობა და ამიერიდან იგი სავალდებულოდ არ თვლის მისი სტატიების აღიარებას, რომლებიც შავ ზღვაზე რუსეთის სუვერენულ უფლებებს ეხება. გორჩაკოვის ამ ცირკულარმა  დიდი უკმაყო-ფილება გამოიწვია ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისისა და ავსტრიის მმართველ წრეებში და მათ მიაღწიეს საკითხის განსახილველად საერთაშორისო კონფერენცი-ის მოწვევას. კონფერენცია შედგა ლონდონში 1871 წლის იანვარში, სადაც რუსეთმა მიაღწია შავ ზღვაზე მისი სუვერენული უფლებების აღდგენას და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების უცხო ქვეყანათა სამხედრო გემებისათვის ჩაკეტვას.  ამით რუსეთს ხელები გაეხსნა შავი ზღვის აუზში ახალი ექსპანსიებისათვის და დღის წესრიგში კვლავ დადგა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების, განსაკუთრებით კი  ქ.ბათუმის და მისი მიმდებარე რეგიონების შემოერთების საკითხი.
როდესაც აჭარის დედა სამშობლო საქართველოს წიაღში დაბრუნების წინაპირობებს ვეხებით მეტად საინტერესოა იმ საერთაშორისო ვითარების განხილვა, რომელიც ე.წ. „ოსმალეთის მემკვიდრეობის“ განაწილების გარშემო  შეიქმნა და  რო-მელიც დიდი ხნის განმავლობაში „აღმოსავლეთის საკითხის ძირითად შინაარს შეადგენდა. ამ ბრძოლაში კი ბათუმის ოლქის (აჭარა) და განსაკუთრებით ქ. ბათუმის სტრატეგიული მნიშვნელობა უდიდეს როლს თამაშობდა. ფაქტიურად იგი წარმოად-გენდა გასაღებს დაინტერესებული ძალებისათვის ამიერკავკასიაში თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად. ამასთან ბათუმი  მოიაზრებოდა როგორც უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი შავი ზღვის სანაპიროების, სრუტეებისა და კონსტანტინეპოლისაკენ  რუსეთის ექსპანსიური გეგმების განხორციელებისათვის. ამისათვის რუსეთის ბრძოლამ ბათუმისა და მისი შემოგარენის 9აჭარა) შემოსაერთებლად მეტად მწვავე ხასიათი მიიღო.
დიდ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1875-1878 წლების აღმოსავლეთის კრიზისის დროს, რასაც სათავე დაუდო ჰერცოგოვინისა და ბოსნიის აჯანყებამ თურქული ჩაგვრის წინააღმდეგ. მას მოჰყვა ბულგარეთის აჯანყება და 1876 წელს სერბიის მიერ თურქეთისათვის ომის გამოცხადება (1876 წ. 30 ივნისი),რამაც საერთაშორისო ურთიერთობანი კიდევ უფრო დაძაბა. გაქტიურდა დიპლომატიური ძალისხმევანი რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი ომის შემთხვევაში საერთო ევროპული აფეთქების თავიდან ასაცილებლად და მისი გარდაუვალობის დროს კი, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ევროპის სამი დიდი სახელმწიფოს, რუსეთის, ავსტრიისა და გერმანიის მიერ 1876 წლის 13 მაისს ბერლინის შეხვედრაზე ხელმოწერილმა მემორანდუმმა, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის პრობლემის გადაჭრასა და ბალკანეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეხებოდა, შედეგი ვერ გამოიღო. ამ შემთხვევაში ევროპის სამი საიმპერატორო კარის მიზანს შეადგენდა ოსმალეთის იმპერიის მთლიანობის შენარჩუნება იმ პირობით, რომ  გაუმჯობესდებოდა მასში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობა.  საფრანგეთი და იტალია დაეთანხმნენ სამი იმპერატორის ამ პროგრამას, მაგრამ ინგლისის მთავრობამ, დიზრაელის სახით, არასასურველად ჩათვალა ახალი ჩარევა თურქეთის საქმებში, რადგან მას არ სურდა რუსული გავლენის გაძლიერების დაშვება არც სრუტეებზე და არც ბალკანეთში, საიდანაც იგი კონსტანტინეპოლს უშუალოდ დაემუქრებოდა. 
ამავე პრობლემების გადაწყვეტის მცდელობას ადგილი ჰქონია რეიხშტადტის შეხვედრაზე 1876 წლის 8 ივლისს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-სა და მის საგარეო მინისტრ გორჩაკოვს და ავსტრიის იმპერატორ ფრანც-იოსებსა და ანდრაშს შორის. მაგრამ ამ შეხვედრიდან ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ის, რომ რუსეთმა მიიღო ავსტრიის თანხმობა ზოგიერთი 1856 წელს დაკარგული ტერიტორიებისა და ბათუმის შეერთებაზე . სხვა დიპლომატიური მანევრების მიუხედავად რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალი გახდა და 1877 წლის 24 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს მისი დაწყების შესახებ. ომის საწყის ეტაპზე რუსეთი იყენებდა შედარებით ზომიერ  მოთხოვნებს. როგორიცაა მაგალითად ბულგარეთის ნაწილის ავტონომია ბალკანეთის ქედის ჩრდილოეთით. ზავის სწრაფად დადების შემთხვევაში რუსეთი კმაყოფილდებოდა ბესარაბიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის დაბრუნებითა და ბათუმის მიღებით.  
როგორც ცნობილია რუსეთ-თურქეთის ამ ომში თურქეთი დამარცხდა. დამარცხებულმა თურქეთმა 1877 წლის 24 დეკემბერს ინგლისს საზავო მოლაპარაკებაში შუამდგომლობისათვის მიმართა, მან კი ამის შესახებ პეტერბურგს შეატყობინა. რუსეთ-თურქეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა სან-სტეფანოში, კონსტანტინეპოლიდან 12 ვერსის მანძილზე, 1878 წლის 3 მარტს. ამ ხელშეკრულებით გაფართოვდა ბულგარეთის ტერიტორია და მან მიიღო ეგეოსის ზღვის მნიშ-ვნელოვანი ნაწილი. ამასთან თურქეთის ჯარებს აეკრძალათ ბულგარეთის საზღვრებში დარჩენა. სან-სტეფანოს ზავით გათვალისწინებული იყო აგრეთვე ჩერნიგორიის, სერბიისა და რუმინეთის სრული სუვერენიტეტი, რუმინეთის სამთავროს ჩრდი-ლოეთ დობრუნჯის დაბრუნება, რუსეთისათვის კი სამხრეთ-დასავლეთ ბესარაბიის გადაცემა, მისთვის ბათუმის, ყარსის, არდაგანისა და ბაიაზეთის დათმობა. რუსეთის პოზიციების ასეთი განმტკიცება ბალკანეთზე და სრუტეების ზონაში ხელს არ აძ-ლევდა ევროპის არცერთ დიდ სახელმწიფოს და განსაკუთრებით ინგლისსა და ავსტრია-უნგრეთს. ამიტომაც 1878 წლის 6 მარტს ანდრაში ოფიციალურად გამოვი-და კონფერენციის მოწვევის წინადადებით, რომელიც განიხილავდა რუსეთ-თურქეთის ზავის ყველა პირობებს. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ წინადადებას.
მაგრამ კონგრესის მოწვევამდე შედგა რამდენიმე საინტერესო სეპარატული გარიგება, რომლებშიც ასახვა ჰპოვა ბათუმის საკითხმაც. მათგან აღსანიშნავია 1878 წლის 30 მაისის ინგლის-რუსეთის შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმებით ბულგარეთის საზღვრები კონსტანტინეპოლის მისადგომებიდან გადაიწია ბალკანეთის ქედის  თავდაცვით ხაზამდე. ამის საფასურად ინგლისი ვალდებულებას ღებულობდა წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთისათვის ბათუმისა და ყარსის გადაცემისა და მისთვის ბესარაბიის დაბრუნებისათვის. ეს „დანაკარგები“ ინგლისმა სამაგიეროდ აინაზღაურა თურქეთთან დადებული შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „იმ შემთხვევაში თუ ბათუმი, არდაგანი, ყარსი, ან ერთ-ერთი ამ ადგილთაგანი დაკავებული იქნება რუსეთის მიერ, ინგლისი ვალდებულებას იღებს „იარაღის ძალით“ დაეხმაროს სულთანა თურქეთის აზიური სამფლობელოების დაცვაში რუსეთის მიერ ყოველგვარი აგრესიის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ინგლისი ყოველივე ამას ანგარების გარეშე არ კისრულობდა: „რათა უზრუნველყოფილი იქნას პირობები, რომელიც აუცილებელია ინგლისისათვის მის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, – მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა სულთანი თანახმაა ნება დართოს მას კუნძულ კვიპროსის ოკუპაციისა და მისი მართვისა“. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თურქეთს დაუბრუნებს ყარსსა ან მის მიერ შეძენილ სომხურ ტერიტორიებს, ინგლისის ძალები კვიპროსიდან ევაკუირებული იქნება და მთელი ეს შეთანხმება სრულიად დაკარგავს ძალას. ამასთან სულთანი დათანხმდა ქვე-ყანაში რეფორმების გატარებას და თურქეთის აზიურ სამფლობელოებში ქრისტიანი ქვეშევრდომების მდგომარეობის გაუმჯობესებას. კვიპროსის აღნიშნული კონვენცია ხელმოწერილი იქნა 1878 წლის 4 ივნისს, 6 ივნისს კი ინგლისსა და ავსტრიას შორის დადებული იქნა შეთანხმება მომავალ კონგრესზე ერთიანი პოლიტიკური ხაზის გა-ტარების შესახებ. 
კონგრესი გაიხსნა 1878 წლის 13 ივნისს ბერლინში (ბერლინის კნგრესზე თავ-მჯდომარეობდა ო. ფ. ბისმარკი). კონგრესის გადაწყვეტილებათა კონტურები მოხა-ზული იქნა ინგლის – რუსეთის 30 მაისის შეთანხმებაში და კამათი გამოიწვია მხოლოდ ამ შეთანხმებით დადგენილი ბულგარეთის საერთო საზღვრების დაკონკრეტებამ; სულთნის უფლებების მოცულობის განსაზღვრამ ბულგარეთის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ბალკანეთის ქედის სამხრეთითაა განლაგებული. გადაწყდა, აქ შექმნილიყო ავტონომიური პროვინცია აღმოსავლეთ რუმელიის სახელწოდებით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამასთან ინგლისელები დასთანხმდნენ სოფიის სანჯაყის ბულგარეთისათვის გადაცემას იმ პირობით, რომ სულთანა უფლება უნდა ჰქო-ნოდა თავისი ჯარები შეეყვანა აღმოსავლეთ რუმელიაში. ბულგარეთში რუსული ოკუპაციის ხანგრძლივობა განისაზღვრა 9 თვით; რუსეთს უნდა ეკისრა ბულგარეთის სამთავროში სამთავრო ხელისუფლების ორგანიზების მისიაც.
ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის მიერ კონგრესმა შედარებით ადვილად მიიღო. რუსეთის ტერიტორიულმა შენაძენმა აზიაში კი, კონგრესი კვლავ კრიზისამდე კინაღამ მიიყვანა. რუსეთ-ინგლისის 30 მაისის შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი „დაიკავებს“ ბათუმს. ინგლისის წარმომადგენლებმა სოლსბერმა და ბიკონსფილდმა ეს ფორმულირება გამოიყენეს იმისათვის, რომ თითქოს მათ არ მიუციათ თანხმობა რუსეთისათვის ბათუმის მიერთებაზე და დასთან-ხმდნენ მხოლოდ მის ოკუპაციაზე. ამ საკითხში დათმობის საფასურად ისინი მოითხოვდნენ რუსეთის თანხმობას სრუტეების სტატუსის ინგლისურ ფორმულირებაზე, ცდილობდნენ რა მიეღწიათ ინგლისის ფლოტის შავ ზღვაში დაშვებისათვის.
სოლსბერმა განაცხადა, რომ სრუტეების დახურვის პრინციპი, დადგენილი 1841 და 1871 წლების კონვენციებით, ატარებს სულთნის წინაშე სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულების ხასიათს. აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება უქმდება, თუ თვით სულთანი მოიწვიეს სრუტეებში ამა თუ იმ ფლოტს. ასეთ ფორმულირებას რუსეთის მხრიდან მოჰყვა მკვეთრი რეაქცია. რუსეთის საგარეო მინისტრი შუვალოვი გამოვიდა დეკლარაციით, რომელშიც განაცხადა, რომ ვალდებულება სრუტეების დახურვის შესახებ სახელმწიფოებმა მიიღეს არა მარტო სულთნის წინაშე, არამედ ერთმანეთის წინაშეც. პოლემიკა საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ ბათუმი, ისე როგორც ყარსი და არდაგანი გადაეცა რუსეთს. ინგლისმა მოახერხა მხოლოდ ის, რომ რუსეთს თავს მოახვია ბათუმის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება. ბაიაზეთი დარჩა თურქეთს. 
ამრიგად, 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი, საქართველოს ძირძველი ისტორიული კუთხე აჭარა დედა-სამშობლოს წიაღს დაუბრუნდა. უნდა აღინიშნოს, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმის მტკიცებას, რომ ბათუმი და აჭარა, ამიერკავკასიის სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთმა კონტრიბუციის სახით მიიღო.  ეს იყო ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნების, ამასთან ისტორიული სამართლიანობის, შეერთებინა თანამოძმე ქართველი მაჰმადიანებით დასახლებული დაკარგული ისტორიული ტერიტორიები, აღსრულება. ამ საქმეში, რა თქმა უნდა დიდი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო ძალამ და დიპლომატიამ, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთიც, როგორც თავის დროზე ოსმალეთი, თავისი სამფლობელოების გაფართოებასა და შავი ზღვის აუზში გავლენის გაძლიერებაგანმტკიცებას ისახავდა მიზნად და არა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გაერთიანებას. ეს იყო მისი ბუნებრივი განვრცობის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც რაიმე კეთილშობილური მისწრაფებანი არ წარმართავდა და ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიულ-ანექსიონისტური პოლიტიკის განხორციელების შედეგს წარმოადგენდა. აღნიშნული პროცესი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ირიბად დაემთხვა ქართველი ერის სწრაფვას, ჰქონდა ერთიანი სამშობლო ერთი სახელმწიფოს საზღვრებში. აჭარის სამშობლოსთან დაბრუნებაც ამ ისტორიული სწრაფვის ლოგიკური ბოლოა. ხოლო მისი ბედუკუღმართობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ორ დამპყრობელს შორის ისე აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ დიპლომატიური მანერების საგანი და საკონტრიბუციო ობიექტი. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების რუსეთის სკიპტრის ქვეშ გაერთიანებამ ხელი შეუწყო ქართველი ერის კონსოლიდაციას და მასში ერთიანი ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, რამაც, თავის დროზე, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში.
მოკლედ ასეთია ის საერთაშორისო ისტორიული წინა პირობები და პოლიტიკური სიტუაცია, რომლებიც ბათუმისა და კერძოდ აჭარის დედა–სამშობლოსთან დაბრუნება წინ უძღოდა. ამას გარდა მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ თვით საქართველოსა და აჭარაში იმ პერიდში მიმდინარე სხვა შინაგანი ფაქტორები, რომლებიც მიგვითითებენ ზემოთ აღნიშნული მოვლენებისადმი ქართველი ხალხისა და ამ კუთხის მაშინდელი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე; ამასთან რუსეთთან მი–ერთების შემდეგ აჭარაში განვითარებული სხვა მოვლენებზეც.
აჭარის მოსახლეობა არასდროს შერიგებია ოსმალთა ბატონობას და მის წინააღმდეგ არაერთი გამოსვლა და აჯანყება მოუწყვია. ასეთ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა XIX ს-ის 70-იან წლებშიც. 1871 წელს გადასახადების გაზრდის გამო აჯანყებულან ქობულეთლები, რომლებიც საერთოდ ძნელად ემორჩილებოდნენ სულთნის ხელისუფლებას.  ხოლო 1875 წელს აჭარაში აჯანყების შესახებ გაზეთი „დროება“ იტყობინება. „ჩვენ მოგვივიდა ამბავი რომ ხალხის არეულობა-უკმაყოფილება აქ თანდათან მატულობს და უკმაყოფილონი არამც და არამც არ თანხმდებიან, რომ ჰერცოგოვინელების წინააღმდეგ საომრად წავიდნენო. აჭარლები არც ხვეწნით, არც დაშინებით არ წავიდნენ ჯარში სლავი ხალხის წინააღმდეგ, სულთვნის წარმომადგენლებს უარით ისტუმრებდნენ. ქობულეთიდან გვწერენ, რომ იქ მისულა ოსმალეთის უმაღლესი მთავრობიდან გამოგზავნილი კაიკამი იბრაიმ-აღა, რომელმაც უნდა გამოიძიოს არეულობის მიზეზიო. მაგრამ ხალხმა დეპუტაცია გაგზავნა და შეუთვალა, რომ ჩვენ მაგისთანა სასამართლოში, სადაც უსამართლობისა და ქრთამის გარდა არა სწარმოებს რა, არ გეახლებითო და თვითონ თქვენ, თუ გნებავთ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქვე წაბრძანდითო. ჩვენ როგორც შეგვეძლება, ისე ჩვენს ადგილზე თავს შევინახავთო“.  მოსახლეობის დასასჯელად სულთნის მთავრობას ექსპედიცია გაუგზავნია, მაგრამ ხალხი მაინც ვერ შეუშინებია: „ნებით არ გაუვიდა რა და შემდეგ ყირსარდლები (ჟანდარმები) გაგზავნეს სოფლებში. სოფლელებმა ახლოს არ მიუშვეს და ზოგან თოფიც გავარდა,“ – წერს იგივე „დროება. 1877-1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომის დროს გატარებული რეპრესიების და მოსახლეობის ჯარში გაწვევის გამო ქობულეთსა და აჭარის სხვა რაიონებში კვლავ მოხდა აჯანყებები.  ამავე პერიოდში ქობულეთლების ნაწილი აშკარად მიემხრნენ რუსებს და 60 კომლზე მეტი დედა-აღა ნიჟარაძის, ესედ-აღა წილოსნის, ყურშუმ-აღა ჭყონიას, ისმაილეფ-ენდი მჟავანაძის, შირინ-აღა ინაიშვილის, ახმედ-აღა გუგუნავის, ალი-აღა შაქარიშვილის, სეფერ-აღა ჭყონიას და სხვათა თაოსნობით გურიაში გადავიდნენ. რუსთა ბანაკში თითქმის მთლიანად გადასულა სოფ. ქობულეთი, ხოლო ყურმუშ-აღა ჭყონია 150 კაციანი რაზმით შეუერთდა ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რუსის ჯარს. 
აჭარა-ქობულეთის საქართველოსთან კვლავ დაბრუნებაზე ფიქრობდა სრულიად საქართველო და ქართველ ხალხს სჯეროდა, რომ „განგება ღვთისა რუსთავე ძალითა მოიყვანს ნათესაობითსა და ერთობასა ქობულეთსა, აჭარასა, ლივანასა, ჯე-რეთცა თურქეთაგან მპყრობილთა.  ქართველი ხალხის მოწინავე შვილების ხელმძღვანელობით აჭარის პროგრესულ მოღვაწეებთან ერთად ისახებოდა აჭარის დედა სამშობლოს შემადგენლობაში დაბრუნების გეგმა. ხოლო მისი შემოერთების შემდეგ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში მოექცა ყველა სატკივარი ახლად დაბრუნებული მხარისა. ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ თავის მუსლიმან თანამოძმეებში ოსმალთა საუკუნოვანი ბატონობის შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ამ რეგიონის კულტურული დაწინაურებისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად. ბუნებრივია, ამ პრობლემების გადაჭრა ხანგრძლივსა და თავდადებულ მუშაობას მოითხოვდა.
ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად დაიწყო ზრუნვა ამ კუთხეში სკოლების, ბიბლიოთეკების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გახსნისათვის. ქართველმა სა-ზოგადოებამ გულთან მიიტანა მუსლიმან მოძმეთა გაჭირვება და დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ოსმალთა ბატონობის შედეგად რეგიონში დამკვიდრებული უმეცრებისა და სიბნელის სწავლა-განათლების შუქით გასაფანტავად. უკვე 1878 წლიდანვე დაიწყო სამზადისი აჭარაში ქართული სკოლების გასახსენებლად.
იაკობ გოგებაშვილი, სწორად აფასებდა რა სწავლა-განათლების მნიშვნე-ლობას სამუსლიმანო საქართველოს მცხოვრებლებში ეროვნული თვითშეგნების აღ-ორძინების საქმეში, ცდილობდა დაეჩქარებინა აჭარის ყველა კუთხეში სკოლების გახსნა. „ქობულეთში სკოლის დაარსება იქნება პირველი ნაბიჯი წერა-კითხვის საზოგადოების მოქმედებისა სამაჰმადიანო საქართველოში. ამას უნდა მოჰყვეს მეორე ნაბიჯის  გამართვა აჭარაში, მაგალითად ქედაში, მეორე ნაბიჯს მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები, რათა საზოგადოება მოესწროს თავის წადილსა და განათლების მოფენას საქართველოში და განახლებას ძმური კავშირისა ჩვენსა და აჭარელ-ქობულეთელთა შორის ეროვნულ ნიადაგზე“, – წერდა იგი.
“შკოლები სხთვა საშუალებაზედ მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებს ჩვენში“ – წერს ილიაც 1879 წელს. ამ წერილებში კარგად ჩანს პროგრესულ მოღვაწეთა აზრი და ზრუნვა აჭარაში ეროვნული თვითშეგნებისა და აქ სულიერი და კულტურული ერთიანობის განმტკიცებისათვის ქართული სკოლების გახსნის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ. ამ მხარეში განათლების შეტანით დიდად იყვნენ დაინტერესებული აგრეთვე ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ცხვედაძე და სხვები,  რომლებიც პრაქტიკული საქმიანობით ცდილობდნენ „ყმაწვილების ქართველ მაჰმადიანთა“ სკოლებში განათლებას, მაგრამ როგორც რუსეთის ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის თანამედროვე მკვლევარები ხაზგასმით მიუთითებენ; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო კოლონიზატორული პოლიტიკა სრულიად შეესაბამება რუსი მოსახლეობის ცნობიერებას. იგი ძირითადად მიმართული იყო შემოერთებულ მხარეებში იმპერიული მმართველობის განმტკიცებისაკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, იქ რუსების განსახლებით იყო შესაძლებელი.
კოლონიურ ადმინისტრაციას სრულიადაც არ ადარდებდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურებანი და თვითმყოფადი ხასიათი. ადგილობრივნი – „ტუზემცები“, დამპყრობთა მიერ უბრალოდ ორ კატეგორიად იყოფოდნენ – ე.წ. „მშვიდობიანნი“ (რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ აქტიურად რუსულ მმართველობას; სწავ-ლობდა რუსულ ენას, შვილებს რუსულ სკოლებში მიაბარებდა აღსაზრდელად და ა.შ.) და „მშფოთვარენი“ (ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდნენ რუსთბატონობას);  რუსე-თის კოლონიური მმართველობა სრულიადაც არ ზრუნავდა შემოერთებული ტერი-ტორიების მოსახლეობის განვითარებასა და კულტურულ დაწინაურებაზე. როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერია მხოლოდ სამხედრო ძალას ეფუძნებოდა და საკუთარი რუსი ხალხიც მოუვლელ–მიუხედავი ჰყავდა. თვით რუსი პუბლიცისტებიც კი აღიარ-ებდნენ, რომ რუსთხელმწიფებას თავისი ბუნებიდან გამომდინარე არავითარი განმა-ნათლებლურ–კულტურული ფუნქციის შესრულება არ შეეძლო. 
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ბათუმის დაწინაურება სწრაფად წავიდა წინ XIX  საუკუნის 80–იანი წლებიდან. თუ 1872 წელს რუსეთის კონსული ბათუმში, პალგრევი აღნიშნავდა, რომ მის ქუჩებში ამ დროს ქვაფენილიც არ იყო და აქ სასტიკი უსუფთაობაა გაბატონებული,  ხოლო 1873 წლის ბათუმზე ნიკო ნიკოლაძე მიუთი-თებდა: „ბათუმი ქალაქი ათიოდე უბადრუკ სახლსა და ქოხს შეადგენს. ზოგი მათგანი დაბწნილი და დატკეჩილი ფაცხაა, ზოგი ფიცრულია, ორიოდე შენობა ქვიტკირისაც მოიპოვება“–ო;  უკვე შემოერთებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაზეთ „ივერიაში“ იგი შემდეგნაირადაა აღწერილი: „... ბათუმი სმაზრო ქალაქია ძველებურის მესხეთი-სა და ახლანდელი ბათუმის მაზრისა. ამ ქვეყნის გული იყო და არის ბათუმი. აქ ხში-რად ნახავთ  მესხელებს, რომელნიც თვალტანადობით, სახით, სიტყვა–პასუხით იგი-ვე ქართველები არიან, როგორც გურულები...
ბათუმი პორტო–ფრანკოა, ისეთი ქალაქი, სადაც უბაჟოდ ყოლისფერს შეიტან, მხოლოდ იქედან თუ გამოიტან  ბაჟი უნდა მისცე. ძალიან შეავიწროვა ხალხი ამ გვარმა სახის სახის მდგომარეობამ. ეს არის მიზეზი, რომ ბათუმის მაზრამ მიართვა არზა უმაღლეს მთავრობას, რომ პორტო-ფრანკო მოისპოს...
დღითი–დღე იზრდება ბათუმი. ვისაც ეს ქალაქი უნახავს  რამდენიმე წლის წინათ, დღეს. რომ მობრძანდეს აქა სრულიად ვეღარ იცნობს ქალაქსა. ძნელად ნახავ ცარიელ ადგილს აქა... სოკოებივით ამოდიან სახლები და აშენების უმალ ქირით იჭერენ... დიდი მუშაობაა, მოძრაობაა, აქ ნავთის ქარხნები, იქ სამხედრო სიმაგრეები, აქ ნავთსაყუდლის გასაკეთებლად გაცხარებული მუშაობა, იქ კასრების ქარხანა და სხვა. ყველა ესენი ისეთი რთული საქმეებია, რომელიც ათასობით თხოულობს მუშას თუ ხელოსანს, გამგებელს და მორიგეს და ბევრ სხვას.
... ბათუმის, სიმართლე ითხოვს ვსთქვათ, მხოლოდ ერთი ნაწილია სუფთად, ჰი-გიენურად მოწყობილი. ეს ევროპული ნაწილია ქალაქისა და „აზიზიე“ ჰქვიან.
...“ნურიეს“ ტბა უამისოდაც დამპალი წყლით სავსე, ივსება ათასგვარი სიბინ-ძურით...
ბათუმში ადგილობრივ მცხოვრებლებად ითვლებიან მაჰმადიან–ქართველები, ბერძნები, სომხები და რამდენიმე კომლი ქართველი კათოლიკენი. დანარჩენები ყვე-ლა მოსულები არიან. აქაურ მკვიდრთა შორის მაჰმადიანი ქართველები ყველაზე უფ-რო დაჩაგრულად სთვლიან თავსა...“   როგორც ვხედავთ ბათუმის შინაური ცხოვრება საკმაოდ დაწინაურებულა. იგი 1886 წელს პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ეკ-ონომიკური განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და აქ 90-იანი წლების და-საწყისისათვის მძლავრი საქალაქო ეკონომიკური ინფრასტრუქტურა შეიქმნა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ ბათუმის სამრეწველო და ეკონომიკურ დაწინაურებაში ყველაზე ნაკლებად აჭარის მოსახლეობა მონაწილეობდა და მისი ასეთი წვლილის ექვივალენტური იყო ის სარგებლობაც, რომელსაც ის აქედან იღებდა.
ამრიგად XIX  საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აჭარის შემოერთება საქარ-თველოსთან განაპირობა, როგორც ქართველი ხალხის დიდი ხნის მისწრაფებამ ამ მიზნისაკენ, ისე რუსეთის ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ამიერკავკასიაში და მისმა დაუოკებელმა მისწრაფებამ კონსტანტინეპოლისა და სრუტეების ხელში ჩასაგდებად. ამისათვის, და საერთოდ, აღმოსავლეთის საკითხის თავის სასარგებლოდ გადა-საჭრელად, რუსეთისათვის აუცილებელი იყო საჭირო პლაცდარმებით ამ სანუკვარი გეგმის უზრუნველყოფა;  1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში და აჭარის დაბრუნებაში, რუსულ სამხედრო ნაწილებთან ერთად, თავისი წონადი წვლილი შეიტანეს ქართულმა შენაერთებმაც. ამის შემდეგ კი გაჩაღდა დიდი მუშაობა ახალშემოერთებულ თანამოძმეთა ეროვნულ ფესვებთან დაბრუნების მიზნით, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს პროგრესულმა ქართველმა მოღვაწეებმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემოერთების პირველი წლეებისათვის დამახასიათებელი იყო უარყოფითი ტენდენციის მატარებელი მოვლენებიც, რომელთაგან თავის დასაღწევად კიდევ დიდხანს მოუწია ბრძოლა ქართველი ხალხის მოწინავე შვილებს. ხოლო რაც შეეხება ქ. ბათუმს, მისი სწრაფი სამრეწთველო და ეკო-ნომიკური განვითარება-დაწინაურება ამ პერიოდში ნაკლებად აისახა ადგილობრივი, აჭარის მაჰმადიანი ქართველების ცხოვრებაზე.
აჭარის დედა-სამშობლოსთან შემოერთების შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ადგილობრივ პროგრესულ ძალებთან ერთად დიდი მუშაობა გასწია თურქეთის საუკუნოვანი ბატონობის შედეგების დასაძლევად და ამ რეგიონში ეროვნული (იდეალების) იდეების აღორძინება-განმტკიცების მიზნით.
აჭარის შემოერთების შემდეგ რუსეთის ცარიზმის კოლონიური უღელი არანაკლებ მძიმე გამოდგა, ვიდრე მისი წინამორბედი ოსმალეთისა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ახალ შემოერთებულ მხარეში რუსეთის ხელისუფლებამ გაგზავნა ისეთი ჩინოვნიკები და მოხელეები, რომლებიც ყველაზე უფრო სახელგატეხილნი იყვნენ სამსახურეობრივ საქმიანობაში. ამის შესახებ მისთვის ჩვეული სიზუსტით შენიშ-ნავდა ილია, რომ „აჭარას მიესია თურმე, ყველა კალიაზე უფრო მსუნაგი, უფრო ხარ-ბი, უფრო გაუმაძღარი წვრილი ჩინოვნიკობა.. როცა მათ ამბავს ლაპარაკობენ თმა ყალყზე დგება. ამათ შორის, რაც გამოუსადეგარი, უხეირო, თავზეხელაღებული იყო, ამ ახალ შემოერთებულ ქვეყანაში მოხელეობა მიიღო“.  ამასვე აღნიშნავდა სერგეი მესხიც:„ამ მოხელეებს, – წერდა იგი, – ბათუმის ოლქშიც თავის წესები შეიტანეს, უტაქტო მოქმედებით და გაუმაძღარი ხარბი გულით ხალხის ძარცვა დაიწყეს, ხალხის სიკეთე, საჭიროება, გაჭირვება, ამათ ფეხებზე ჰკიდით“  (ამის გამოც იყო, რომ აჭარ-ლებს გაქრისტიანების, უფრო სწორად, რუსი ხელმწიფის სარწმუნოებაზე მოქცევის გაგონებაც არ სურდათ).  რუსი მოხელეების ეს თვისება შეუმჩნეველი არ დარჩენია დასავლეთ ევროპის პრესასაც 1875 წ. აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთის ურთიერთობების შესახებ“ აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია მთლიანად გაიხრწნა; მოხელეები ცხოვრობენ უფრო ქურდობით, ქრთამებით და შანტაჟით, ვიდრე ჯამაგირით... მთელი ეს შენობა დიდი გჭირვებით და გარეგნულად შემაგრებულია ისეთი აზიური დესპოტიზმის უღლით, რომლის თვითნებობაზე ჩვენ, დასავლეთში წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია გვქონდეს. 
სწორედ ასეთმა გარემოებამ აიძულა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იბრაიმ აბაშიძე შემდეგი სიტყვებით მიემართა ს. მესხისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის – „ისე მოგვწყინდა სასამართლოში სიარული, რომ აღარ გვინდა მივმართოთ კანონს“, როდესაც მას ბათუმში პირველი სკოლი-სათვის მამულის გადაცემა უნდოდა, მაგრამ იგი ვიღაცას მიეთვისებინა.  ამას ზედ დაერთო რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ხელოვნურად ინსპირირებული მუჰაჯირობა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ოსმალეთში გადასახლება. ზემოთ მოყვანილ მიზეზებთან ერთად, ამგვარ ემიგრაციას ხელს უწყობდა უკიდურესი მატერიალური გაჭირვებაც, რაც ომმა კიდევ უფრო გააუარესა. გაწყდა პირუტყვი, გაჩანაგდა სახლ-კარი, ბაღ-ბოსტნები, იმატა გადასახადებმა, ყველგან და ყველაფერში გაბატონდა ძალმომრეობა, რის შედეგად მოსახლეობა უსახლკარო, მშიერ-ტიტველი და უპატრონო დარჩა.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისში აჭარის საქართველოს-თან დაბრუნების აღსანიშნავად 1878 წლის 20 ნოემბერს გამართულ ნადიმზე უკვე გა-მოიკვეთა სამომავლო იდეა, რაც ამ რეგიონის აღორძინებას საფუძვლად უნდა დასდებოდა.
 „კაი იქნებოდა, რომ აჭარლებიც ქართველებთან იყვნენ შემოერთებულნი: განათლება ეჭირვება ბატონო იმათ. ამდენი ახალგაზრდა კაცები ხართ განათლებულები, წადით, გაიცანით ზოგი აქ მოიყვანეთ, სკოლა გამართეთ – ასწავლეთ“...  ემუ-დარებოდა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი ცნობილ ქართველ მოღვაწეებს აღნიშნულ ნადიმზე.
ამ მოწოდებას გამოეხმაურა მთელი ქართველი საზოგადოება. გაზეთები ხშირად ბეჭდავდნენ წეილებს და ცნობებს შეწირულებათა შესახებ სამუსლიმანო საქართველოს დასახმარებლად.  გაზეთმა „ახალმა ივერიამ“ კი შეკითხვით მიმართა ქართველ ხალხს: რა ღონისძიება უნდა ეხმარათ, რომ ეროვნულ-კულტურულად დაეახლოვებინათ და შემოეერთებინათ სამაჰმადიანო საქართველო.  ამ კითხვას ბევრი გამოეხმაურა და უმრავლესობამ ამგვარ ღონისძიებად სწავლა-განათლების აღორ-ძინება და სკოლების გახსნა მიიჩნია. მაგ., ეკატერინე გაბაშვილი თავის პუბლიკაციაში აღნიშნავდა, რომ „ყოველ სოფელში, რომელიც კი მაჰმადიანი ქართველებით არის დასახლებული, უნდა გავხსნათ ქართული სკოლა და სკოლაში მასწავლებლე-ბად გავგზავნოთ ქართველი ქალები, რომლებიც იკისრებენ არა მარტო წერა-კითხვის გავრცელებას, არამედ გავრცელებას ძმობისას, ერთობისას, მშვენიერებისა და თავისუფლებისა“.
„ქართული სკოლა და ქართული წერა-კითხვის გავრცელება – აი, წამალი ეროვნულ-კულტურულად დაახლოებისა და შემოერთებისა მაჰმადიან ქართველებისა, – წერს სოფრომ მგალობლიშვილი, – „... მის სულსა და გულს მხოლოდ წიგნი აღად-გენს და როდესაც ამ წიგნს ზედ დაერთვის ქრისტიან ქართველთა ცხოველი სიტყვა, მაშინ მაჰმადიანი ქართველობა – აჭარა, სულითა და გულით გაფუფუნდება და თავის მოძმე, მადლიერ ქრისტიან ქართველობას ყელს მოეჭდობა.
„ქართული წიგნის ცოდნა და შვილების განათლება – აი, რა სწყურია და ენატრება დასავლეთ საქართველოს, ჩვენ ძმებს, ქართველ მაჰმადიანებს – ქადაგებდა ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე უ. ო.) – მაშ, თუ გსურს ეროვნულ-კულტურულად ქართველ მაჰმადიანებთან დაახლოება და მათთან განუყრელად შესისხლხორცება, უნდა პირიდან ლუკმა გამოვიღოთ, პერანგები გავიხადოთ და აჭარა-ქობულეთს მოვფინოთ ქართული მწიგნობრობით“.
აღნიშნულ საკითხს ღრმად და შინაარსეულად ეხება ვ. ყიფიანი, როდესაც ამბობს, რომ „რწმენა მტკიცეა, როცა იგი შეთვისებულია სიყრმიდან. ამიტომ ქართველ მაჰმადიანთა ეროვნული თვითშეგნების უძლიერეს იარაღად უნდა ჩაითვალოს ისევ სკოლა. სკოლის სულისჩამდგმელი კი არის მასწავლებელი. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ, ამ მასწავლებლის აღზრდისა და მომზადებისათვის. სადმე, შუაგულ საქართველოში დაარსებულ საოსტატო სემინარიაში ქართულად აღზრდილი მაჰმადიანი, ჩვენი ზრუნვითა და სიყვარულით გულ-გამთბარი, იქნებოდა საუკეთესო და საიმედო პიონერი ამ საქმისა, მეტადრე თუ იგი არ იუკადრისებდა და მადლობასაც იკისრებდა თავის მოძმეთა სულის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. თანამდებობათა ასეთი (შეზავება) შეერთება შესაძლებელი იქნება, რადგან სემინარიაში აღზრდილნი უნდა იყვნენ მტკიცე მაჰმადიანნი, ხოლო ერთგულნი ქართველნი.
„სკოლები, სკოლები და სკოლები“ მიაჩნდათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების უმთავრეს საშუალებად განდეგილსაც  (დომინიკა ერისთავი). მაგრამ ქართუ-ლი საზოგადოების ამ კეთილშლბილურ მიზანთა განხორციელებას წინ ეღობებოდა ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა. იგი ნერგავდა რელიგიურ და ნაციონალურ შუღლსა და მტრობას; ხელს უწყობდა გამთიშველი ბნელი ძალების თარეშს, სკოლი-დან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან დევნიდა ქართულ ენას, რომელიც აჭარის მოსახლეობამ დაიცვა ოსმალური ბატონობის უმძიმეს პირობებშიც. ამიტომაც იმედ-გაცრუებული ქართული ინტელიგენცია გაზეთ „დროებაში“ წერდა: „...ჩვენ მოველო-დით რუსის მმართველობისაგან შემდგომს მოწყალებას: შთამომავლობით ჩვენდამი კუთვნილი მიწა–ადგილის დამტკიცებას, სარწმუნოებისა და რჯულის  ხელშეუხებ-ლობას, ჩვენი ენისა და ჩვეულებების მცოდნე პირთა მართველად დანიშვნას... მაგრამ ვერცერთი ნიშანი მოწყალებისა ვერ დავინახეთ“. 
როცა რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ მის მიერ გახსნილ რუსულ სკოლებში მაჰმადიანი ქართველების მოზიდვა ვერ შეძლო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი რუსიფიკაციისათვის სამომავლოდ სჯობდა ქართული–ეროვნული სკოლების ნაცვლად ისინი მედრესებში შეერეკა. ამიტომ გარუსების პოლიტიკით დაშინებული ქართველი მაჰმადიანი მჭიდროდ დაუკავშირდა ჯამეებსა და მედრესებს, რაც ასევე ხელს უწყობდა მათი ქრისტიანი ქართველებისაგან გაუცხოებას. ეს იყო რუსეთის ცარიზმის მიზანიც, რომ აღეზარდათ ისეთი ხალხი, რომელიც დაიცავდა რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს და იქნებოდნენ მისი ერთგულნი, ახალგაზრდობაში ჩაენერგა რუსული ეკლესიის, მეფისა და რუსეთის სიყვარული და მით გაეადვილებინა მათი რუსიფიკაცია.  მაგრამ ქართველი მოწინავე საზოგადოება არ ეგუებოდა მოვლენათა ამგვარად განვითარების პერსპექტივას და ცდილობდა ჯერ ქართული წერა-კითხვის, შემდეგ კი სწავლა-განათლების გავრცელებით ეროვნულ ნიადაგზე დაეყე-ნებინა სამუსლიმანო საქართველო. 1880 წლის 14 ივნისს ქ.შ.წ.კ.გ.ს-ის გამგეობამ წერილით სთხოვა ნიკო ცხვედაძეს შეესწავლა და მოემზადებინა ბათუმში ქართული სკოლის გახსნისათვის სათანადო პირობები. სკოლა უნდა გახსნილიყო 60 ქართველი ბავშვისათვის სარწმუნოების მიუხედავად. აღნიშნული სკოლა წერა-კითხვის სა-ზოგადოებამ გახსნა 1881 წლის 23 მარტს.  სკოლის დანიშნულების შესახებ ი. გოგებაშვილი წერდა: „განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება, მდგო-მარეობდა იმაში, რომ ახლად შემოერთებულ ქართველ მაჰმადიანთა შვილები მოეზიდნა, პირველ-დაწყებითი განათლება მიეცა მათთვის, გაემართნა  ქართულ წერა-კითხვაში, მათის შუამავლობით შემდეგ გაევრცელებინა აჭარა-ქობულეთში ქართული წიგნის ცოდნა და ამ გზით განეახლებინა კავშირი ღვიძლთა ძმათა შორის, რომელნიც ულმობელმა ბედმა ერთმანეთს გაჰყარა წარსულ საუკუნეებში“...  აღნიშნული სკოლის პირველი მასწავლებელი იყო ალექსანდრე ნანეიშვილი, ხოლო მისგან იგი გადაიბარა მოსე ნათაძემ 1882 წლის 15 ივლისს. მოსე ნათაძე 1891 წლის იან-ვარში გარდაიცვალა და მის ნაცვლად მასწავლებლად დაინიშნა მიხეილ შარაშიძე. თუ რა დიდ მნიშვნელობას აძლევდა ამ სკოლის მუშაობას ილია ჭავჭავაძე იქედან სჩანს, რომ ბათუმში გამგზავრების წინ მან თავისთან დაიბარა მ.შარაშიძე და შემდეგი რჩევა-დარიგება მისცა:„...იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი, დიდი სიფრთხილით და მორიდებით არის საჭირო ქართველ მუსლიმანებს შორის მუშაობა. გახსოვდეს, რომ ქართველი მუსულმანები ჩვენი ძმებია. მეტად ნიჭიერი, დინჯი, დაკვირვებული და ზრდილობიანი ხალხია. ერთი  უადგილოთ და ნაჩქარევად ნათქვამი სიტყვა მთელი წლობით დასწევს უკან ჩვენს საერთო საქმეს.“   ბათუმის პირველ ქართულ სკოლას დიდი ამაგი დასდეს ალ. ყაზბეგმა, ი. გოგებაშვილმა, ლ. ბოცვაძემ და სხვებმა.
XIX საუკუნის 80-იან წლებში, გარდა ბათუმისა, სკოლების გახსნისათვის მუშაობა დაიწყო ქობულეთსა და ზემო აჭარაში, სადაც აღმოჩნდნენ ქართული წერა-განათლების საქმის წინ წაწევით დაინტერესებული შეგნებული პიროვნებანი. ერთ-ერთი ასეთი პირი იყო ახმედ ეფენდი ხალვაში, რომელმაც 1889 წელს მარადიდში საკუთარი სახსრებით გახსნა სკოლა, და მისი შვილი არუნ ხალვაში.  ამ უკანასკნელს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ „ჩვენს ხალხს პატარა პატრონობა უნდა, პატარა სწავლა გაიგონ და დაგარწმუებთ, რომ მაშინ მოლები და ხოჯები ვერაფერს გააწყო-ბენ ჩვენს დაბაში... სკოლა განახლდეს და ვინმემ ხელი მიჰკიდოს ბავშვების სწავლას, მაშინ მე ჩემის შეძლებისდაგვარად წელიწადში 100 მანეთს დახმარებას მივცემო. მე ძლიერ მესიამოვნება, რომ კიდევ ის მასწავლებელი მოვიდეს აქ, რომელმაც ჩვენს ნათესავებს ასწავლა წერა-კითხვა. მცირედ მაინც გაიგონ ამ უბედურებმა თუ სწავლა რა ძვირფასი რამ არის და რომ სწავლა სკოლის საქმეს არ ჰკბენს და არც ვნებს და უშლის რამეს... გარდა  აქეთ სკოლა მით უფრო არის საჭირო, რადგანაც მარადიდელნი ფანატიკოსობით  მაჭახელს, მურღულს და ლივანის ქართველობას არ-აფრით ჩამოუვარდებიან, ქართულად ლაპარაკობენ, ქართული გვრები აქვთ, მთებს ქართული სახელები ჰქვიან, ასევე სოფლებს, ხევებს, მდინარეებს“.  ასეთი პიროვნებები აღმოჩნდენ სასულიერო წოდებაშიც მოლა დურსუნ ქარცივაძე  და მუფთი ჰასან ეფენდი ვერძაძე. როგორც ზაქარია ჭიჭინაძე იგონებს, ეს პროგრესულად მოაზროვნე მუფთი აშკარად ლაპარაკობდა, – რომ „ – ძიავ ბატონო, ყველანი ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანაც საქართველოა, ჩვენი ენაც და ქვეყანაც ქართულია. ვინც ამას არ  და-იჯერებს, მაშინ იგი მობრძანდეს ჩვენს სოფელში, იქ ნახოს ძველი ნაშთები, ჭურები და სხვა ბევრი რამ და მაშინ ცხადად დარწმუნდება ამაზედ. ჩვენს სახლში ჩვენი ქალ-ბაღანა სულ ქართულ წიგნებს კითხულობენ, მაშ რა ვართ, თუ ქართველები არ ვართ“... ასეთი აზრის მატარებელი მუფთი უკვე ხანდაზმული, ბათუმში მოკლეს ...წარჩინებული ქართველი მაჰმადიანები ცდილობდნენ მეტწილად ქართულ ენაზე ესაუბრათ, ეკითხათ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც მოუსურვებიათ შესვლა წირვა-ლოცვის მოსასმენად, მაგრამ იქ ერ-თი სიტყვაც ვერ მოუსმენიათ ქართულად ღვთის დიდება და ლოცვა. ამის შესახებ გ. წერეთელი იგონებს: „ისინი გამოვიდნენ ეკლესიიდან შეძრწუნებული, გულგახეთ-ქილნი და გვითხრეს: „ძიავ, სად არის თქვენი სარწმუნოება, თქვენი წირვა-ლოცვა რატომ ვერ გავიგონეთ, ჩვენ გვინდოდა ქართულად გაგვეგონა, ჩვენი მამა-პაპების და მისი ჩამომავლობის ლოცვა, თვარა უცხო ენაზე, კაი არაბულ ენაზედ, ჩვენც კი ვა-დიდებთ ჩვენს  ფეხამბერს“-ო. 
სკოლის გახსნის სურვილი მრავალჯერ გამოთქვა ქობულეთის მოსახლეობამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ გულო-აღა კაიკაციშვილისა და დედე-აღა ნიჟარაძის აქტიურობა. გულო-აღა ჯერ კიდევ 1875 წლის 17 დეკემბერს ქართულ პრესაში გაგზავნილ წეილში მოსთქვამდა: „...ახლა, ძიავ, ჩვენი ქობულეთის საქმე გლახათ არის... წერა არ ვიცით, კითხვა, კლასი არ გვაქ, ზანათი (წესი–უ.ო.) არ ვი-ცით, არც ვინმე გვასწავლის“. 
ცნობილია, რომ ქობულეთში სკოლის გახსნის შესახებ, საკითხი პირველად იაკობ გოგებაშვილმა დააყენა. ქობულეთლები სიხარულით შეხვდნენ ამ წამოწყებას, მაგრამ ამასთანავე დაბეჯითებით მოითხოვეს რომ „რადგანაც ჩვენ ქართველები ვართ და არა თურქები... ამიტომ ვითხოვთ, სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდნენ ყმაწვილებსო“...  მაგრამ ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამო  ქობულეთელთა სამართლიანი მოთხოვნა დიდხანს უგულებელყოფილი იყო და მათ არაერთხელ უწევდათ მთავრობისათვის ანალოგიური თხოვნით მიმართვა. ზემოთ მოტანილი წერილი 1893 წლით თარიღდება, მაგრამ 1915 წელსაც იმავე თხოვნის კატეგორი-ულ ფორმებში განმეორება უწევთ ქობულეთლებს, რის დასამტკიცებლადაც მოვიყვანთ რამდენიმე დოკუმენტს.
ქობულეთის 2 წლიან სკოლაში ქართული ენის სწავლების შემოღების შესახებ ქობულელთა 1915 წლის მაისის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ „ჩვენ ქართვე-ლები ვართ და ჩვენი დედა ენა ქართულია. მთელს ჩურუქსუში და ბათუმის ოლქში მხოლოდ ქართველები არიან. მიუხედავად ამისა სკოლაში ჩვენ ბავშვებს მასწავლებლად უგზავნიან ჩვენი თხოვნის მიუხედავად რუს, ბერძენ, სომეხ და ლეგზინ (ლეკი) მასწავლებლებს, რომლებმაც სრულიად არ იციან ქართული“.  ჩვენს განმეორებით თხოვნაზე ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თქვენ თვითონ დაიქირავეთ ქართუ-ლი ენის მასწავლებლი, რასაც 300-400 მანეთი უნდა, რაც ჩვენ არ გვაქვს. მითუმეტეს სკოლის შენობა, მისი მასალა და მიწაც ჩვენ ავაგეთ და მივეცით. ამიტომ გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რომ ქართული ენის მასწავლებლად დაგვინიშნონ ადგილობრი-ვი ქართველი ქალი ქსენია ბენიამინის ასული ღლონტი (მღვდლის შვილი), რომელ-მაც 1914 წელს ბათუმში დაამთავრა გიმნაზიის 8 კლასი. მითუმეტეს ჩურუქსუს სასწავლებელში სწავლობს 98 ქართველი მუსლიმანი და ქრისტიანი, 12 რუსი, 25 ბერძენი და 2 ქურთი (განცხადება გაეგზავნა ქ.შ.წ.კ.გ.ს-ის გამგეობას თხოვნით დახმარების შესახებ ხელს აწერენ: 1. ჩურუქსუს მეჩეთის მუდირი ხაფიზ ისკანდერ ეფენდი ცივაძე, 2. მღვდელი ბენიამინ ღლონტი, 3. მემედ ჭყონია, 4. გულო-აღა კაიკაციშვილი.
ასეთივე  განცხადება გაეგზავნა ქუთაისის განათლების დირექციის ინსპექ-ტორ პეტროვს, რომელმაც მასზე წააწერა: „გაცნობებთ, რომ უფასო შრომის გამოყე-ნებას ვთვლი და დაუშვებელ საქმედ, ამიტომაც ჩურუქსუს წარმომადგენელთა თხო-ვნა ქსენია ღლონტის უხელფასოდ ქართული ენის მასწავლებლად დანიშვნაზე არ შეიძლება დაკმაყოფილდეს“. 
საერთოდ უნდა აღინიშნოს ამ პერიოდში ქობულეთელთა მიერ გაგზავნილ დოკუმენტებში წარმოჩენილი მტკიცე ქართული ეროვნული თვითშეგნება, რომელიც ჩანს ქობულეთელთა მიერ გუბერნატორისადმი მიწერილ ამ წერილშიც, სადაც ისინი სწერენ, რომ „...მაგრამ რადგანაც ჩვენ, ქობულეთის სასოფლო მხარის მცხოვრებ-ლები, ისევე როგორც ბათუმის ოლქის მთელი მკვიდრი მოსახლეობა ვართ წარმო-შობით ქართველები და მუსლიმანები მხოლოდ აღმსარებლობით, ჩვენი მშობლიურ ენას თურქეთის ხელისუფლებისა და დღევანდელ დროსაც წარმოადგენს ქართული. ჩვენი შვილები და ჩვენ ვგებულობთ მხოლოდ ქართულ (საუბარს) ლაპარაკს, ამიტომ აუცილებელია ჩვენს სკოლებში შემოღებული იქნას მშობლიური – ქართული ენის სწავლება“...  და ა.შ. ხოლო როცა ქობულეთის ორკლასიან სასწავლებელში ქართული ენის სწავლება გააუქმეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბავშვები არ გაგზავნეს სკოლაში იმ მიზეზით, რომ „...რა ვქნათ, ჩვენს ენას არ ასწავლიან და აბა რაღათ გვინდა შვილების სწავლა, თუ რომ თავის ენას დავიწყებენო“. 
ქობულეთ-აჭარაში სკოლების გახსნაში დიდად აქტიურობდნენ და ამ საქმეს ხელს აშველებდნენ აბდულ მიქელაძე, იუსუფ კობალაძე, ზია ხარაზი, მემედ და ჰაი-დარ აბაშიძეები და სხვა მაჰმადიანი ქართველები. ცნობილია აბ. მიქელაძის დიდი ძა-ლისხმევა და შემართება ქედაში სკოლის გახსნის საქმეში, ხოლო ქობულეთელთა ანალოგიური მონდომების შესახებ „ბათუმის გაზეთი“ იუწყებოდა, რომ აჭყვისთავის მამასახლისის ბ-ნის იუსუფ-აღა კომახიძის ინიციატივით სამინისტრო სკოლების დაარსების შესახებ სადაც ჯერ არს თხოვნა წარადგინეს სოფელმა აჭყვისთავმა, ლეღვამ და ალამბარმა. ასეთ საკეთილო საქმეს მიჰბაძა ქობულეთის საზოგადოების მამასახლისმა ბ-ნმა ზია-ეფენდი ხარაზმა. იშუამდგომლა სადაც ჯერ არს, რათა თავის რწმუნებულ საზოგადოებაშიც დაარსონ სკოლები. და რადგან ხალხიც დარწმუნდა მეტი სკოლების დაარსება მეტ სარგებლობას მოუტანს მათ შვილებს, მიმართა კინტრიშის ნაწილის უფროსს ბ-ნ ჯაგინოვს. ამ უკანასკნელმაც იშუამდგომლა, რომ აქაც გაიხსნას პირველი დაწყებითი სასწავლებელი. ეს ორი საზოგადოების მკვიდრნი, ქართველი მაჰმადიანები სიხარულით მოელოდნენ მთავრობისაგან საწადლის აღსრულებას. ახლახან გამართლდა იმათი მოლოდინი. მიიღო აღნიშნულმა მამასახლისებმა ცირკულიარული მიწერილობა ამ/წლის 15 აპრილს, რომლითაც ნება ეძლევა დაარსდეს სამინისტრო სკოლები: ალამბარში, ლეღვაში, ხუცუბანში, კვირიკეში და ქობულეთში...ვუსურვებ სხვა სოფლებსაც, რომ მათაც გამოეღვიძნოთ და მიებაძნოთ თავიანთი თანამოძმეთათვის, რათა მომავალი ახალგაზრდობა ასცდენოდეს სიბნელესა და უმეცრებას. თუ როგორი გულისყურით ეკიდებოდნენ ქართველი მოღვაწეები სამუსლიმანო საქართველოში სასკოლო მუშაობისა და სწავლა-აღზრდის პრობლემას ამის ნათელ სურათს წარმოგვიდგენს 1915 წლის 24 დეკემბერს გაზეთ „საქართველოში“ მოთავსებული პუბლიკაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „აჭარლებს შემდეგი საგულისხმო თხოვნით მიუმართავთ ქართული საქველმოქმედო საზოგადოების ოზურგეთის განყოფილებისათვის. „მეჩვიდმეტე წელია, რაც ჩვენს სოფელში ჩვენი თანამოძმე ქრისტიანთა მაგალითისამებრ დავიარსეთ ერთკლასიანი სკოლა და მას აქეთ ეს სკოლა დღემდისაც არსებობს. ჩვენ მეტად ღარიბი ხალხი ვართ და არვითარი საშუალება არ გვაქვს გაუძღვეთ სკოლას და მის ხარჯებს. მართალია მასწავლებელს ჯამაგირს აძლევს მთავრობა, მაგრამ შიშველ-ტიტველ ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ და სიძვირის გამო სასწავლო ნივთების შეძენა გვიძნელდება; სკოლის შენობა საბოლოოდ დაძველდა, დალპა და შეკეთება კი მისი, ჩვენს ძალას აღემატებოდა. სკოლას ჩვენ შევწირეთ ნახევარი ქცევა მიწა, რომ შეიძ-ლებოდეს მასზე რაიმე მებაღეობის გაშენება. ძალიან გვინდა რომ გოგოებსაც (ე.ი. ქალებს ანუ ქალიშვილებს) წერა-კითხვას ვასწავლიდეთ მასწავლებელი ქალის საშუალებით და სულით და გულით მონდომებულნი ვართ ჩვენს შვილებს ვასწავლოთ და ჩვენც დავინახოთ სინათლე, მაგრამ საღსარი არ მოგვეპოვება და დამხმარე არ გვყავს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ქართველების საქველმოქმედო საზოგადოებას, მიიღოთ სახეში ჩვენი უპატრონობა, სიღარიბე და აღმოგვიჩინოთ დახმარება, რომ ეს ერთადერთი სანთელიც, ჩვენი სკოლა, არ ჩაქრეს ჩვენში, უმორჩილესად გთხოვთ, აჭის სკოლის მზრუნველები. ფოფონა კვესიეშვილი, სულიკო მენაღარიშვილი, დურსუნ კეკიეშვილი, ადგილობრივი ხოჯა; მოლა ახმედ ხაჯიშვილი. 
ოზურგეთის განყოფილებამ ხსენებული თხოვნა დამატებით თავისი განმარტებით წარმოედგინა საქველმოქმედო საზოგადოების მთავარ გამგეობას. განყოფი-ლებას საკმარისად არ მიაჩნია მასწავლებელი იობიშვილის მიერ ნაანგარიშევი ერთ-დროული დახმარება 845 მანეთი. განყოფილება სამართლიანად აღნიშნავს, რომ ლიხაურის საზოგადოება, რომელშიც სოფელი აჭიც შედის, საზღვრავს ქობულეთის საბოქაულოს და ამიტომ აჭის სკოლასთან საქალებო განყოფილების გახსნა, რასაც თვითონ აჭარლები თხოულობენ, საცა წერა-კითხვასა და ხელსაქმობას ასწავლიან, საშური საქმეა. აჭელი ქალები მისაბაძი მაგალითი იქნება მეზობელი ქართველ მაჰმადიანთა სოფლებისათვის. ამასთან ერთად ოზურგეთის განყოფილებას საჭიროდ მიაჩნია გამოინახოს თანხა აჭის სკოლაში კურსდამთავრებულთა გასაგზავნათ ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად...“  აქ ნათლად ჩანს, როგორი მზრუნველობის საგნად ქცეულა ქართველთა საქველმოქმედო საზო-გადოებისათვის მაჰმადიან თანამოძმეთა პრობლემები, როგორი სითბო და სიყვარული იგრძნობა არა მარტო მათი სადღეისო, არამედ სამომავლო პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, გვერდში ამოსაყენებლად. უნდა აღინიშნოს, რომ უმთავრესად ეს მუ-შაობა, რუსული მართველობის წინააღმდეგობისა და ხრიკების მიუხედავად, მაინც წარმატებისაკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიმავალი ერთ-ერთი სწორი გზა იყო, რომლის გამოყენების შანსიც ხელიდან არ გაუშვეს ჩვენი ერთიანობის განმტკიცებით დაინტერესებულმა ქართველმა პატრიოტებმა.