შემოგვიერთდით
კატეგორია / შემეცნებითი   188 ნახვა    9 თვის წინ
მერაბ მამარდაშვილის ტრაგედია


 მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ისაა, რომ „მან, - როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ,- ცხადჰყო ყოფიერების ქმნადობის თვალსაზრისით, პროდუქტიულია მხოლოდ ისეთი აზროვნება, რომელიც ცოცხალია, რომელიც თვითონ და თანაც სწორედ „აქ და ახლა“, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ხდება და რომლის უმთავრესი საყრდენი და წარმმართველი ძალაა ადამიანის ცნობიერება, რაც როგორც თვითკმარი საფუძვლის მქონე აქტიური საწყისი, თანადამსწრეა სინამდვილისა. ასეთ შემთხვევაში „აზრის მთელი შინაარსი თანადამსწრეა. მთელი მისი აქტივობა გამოხატულებაა ამ ფაქტისა,  რომ ის აქტივობს მხოლოდ თავისი თავის თანდასწრებით“ (M. mamardaShvili, Kak ja ponimaju Filosofju, M., 1992, str. 353). სხვა სახის აზროვნებას შეიძლება ვუწოდო „გაუცხოებული“, „იმიტაციური“, „მკვდარი“ და ა. შ. ასეთი აზროვნების ადამიანი კი, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ ზედაპირულად, ასე ვთქვათ ემპირიული „ხედვის დონეზე ფლობდეს და ერთგვარად „მექანიკურად“ მოიხმარდეს სხვათა ნამდვილ აზროვნებაში წვდომილ-დადგენილ ჭეშმარიტებებს, ფლობდეს და იყენებდეს გარკვეულ ცოდნას, აღიარებდეს და იცავდეს ზნეობის დადგენილ ნორმებს და ა. შ. მაგრამ იგი სრულიად უძლურია, თვითონ ჩაწვდეს მოვლენათა ფარულ საზრისს; სრულიად უუნაროა იმისათვის, რომ თვითონ სწვდეს რაიმე ახალ იდეას, ან ჭეშმარიტ აზრს და სრულიად ბერწია იმისათვის, რომ განახორციელოს ამ იდეასა და ჭეშმარიტებაში თვითშობისა და თვითდაბადების  ნებისმიერი აქტი“.

- სწორედ ასე მოუვიდა პირადად მერაბ მამარდაშვილს, როდესაც საკუთარ სამშობლოსთან დამოკიდებულებაში ჭეშმარიტების საკუთარ სურვილებზე მორგება მოინდომა და განაცხადა, - „თუ ჩემი სამშობლო ჭეშმარიტების წინააღმდეგ წავა, მე მის წინააღმდეგ წასვლა მომიწევსო“; რადგან ის არ იყო აღზრდილი იმ ქართულ სააზროვნო სივრცეში, რომელშიც ჩვეულებრივ ამბობენ: „როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედაო“ ...ასეთები კი ვერასოდეს მოახერხებენ ჭეშმარიტებაში თვითშობასა და თვითდაბადებას, რადგან მათ აქვთ პრეტენზია საკუთარი თავი ჭეშმარიტებაზე და, რა თქმა უნდა, სამშობლოზეც მაღლა დააყენონ და ისინი თავიანთი სურვილების მომსახურების სფეროდ წარმოიდგინონ, რაც სატანის უკუნალზე კოცნის ტოლფასია...

 

                                                   2018 წლის თებერვალი, ქ. ბათუმი