შემოგვიერთდით
კატეგორია / ეთიკა და რელიგია   402 ნახვა    1 წლის წინ
ვაიზი ზოგიერთებისათვის


ახლახან მომაწოდეს შეიხ აჰმად დიდათის ნაშრომი - „მუჰამედი ბიბლიაში“ (რას ამბობს ბიბლია მუჰამედზე), სადაც ავტორს მოჰყავს 15 მოწმობა, რომ ბიბლიური აღთქმით ნაწინასწარმეტყველევი ღვთის სიტყვა აუცილებლად მუჰამედ წინასწარმეტყველს (დიდება მის სახელს) უნდა მოეტანა, რადგან სწორედ ის ჰგავს მოსეს თავისი ყველა თვისებით და არა იესო ქრისტე, რომელიც საერთოდ არ ჰგავს მას. თანაც ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ ქვეყნიერებას მოუვლენს სწორედ მის მსგავს წინასწარმეტყველს; და შეიხ აჰმად დიდათის აზრით, ეს ასეც მოხდა მუჰამედის მოვლინებით, რომელსაც ღმერთმა ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და წერა-კითხვის უცოდინარი, თითქმის ყველაფრის მცოდნე ბრძენად აქცია. შემდეგ თავისთვის ამ უტყუარი დებულების შეუვალმა ჭეშმარიტებამ ისე გაათამამა ღრმად პატივცემული შეიხი, რომ ამ შემთხვევაში მისი ოპონენტი „პასტორის“ მის მრევლთან შეხვედრის გულწრფელ შეთავაზების  შეუსრულებლობა (რა მიზეზით არ ხსნის), მას მარცხის აღიარებად ჩაუთვალა და მრევლის დაკარგვის შიშშიც დასდო ბრალი; რაშიც იგი, ადამიანური გაგებით, სრულიად მართალია. მაგრამ მისი ეს სიმართლე ცალმხრივია და სრულიადაც არ ასახავს ღვთიურ ნებას, ანუ ჭეშმარიტებას; იგი მხოლოდ მისი უმნიშვნელო მარცვალია და ატარებს იმ თესლის თვისებას, რომელსაც თუ გაღვივების საშუალება მიეცა, თავისი ცრუ სისავსით ქვეყნიერებას წალეკავს. ჩვენი უბედურება კი სწორედ იმაშია რომ ღვთისა და რწმენის მსახურები უფრო მეტად დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე მრევლი არ დაკარგონ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ მის გასამრავლებლად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და სრულიადაც არ დაგიდევენ სარწმუნოებრივ შემწყნარებლობა-ტოლერანტობასა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების წვდომა კი ღვთისგან ბოძებული მადლია და ადამიანის გონებაზე ძალადობით მისი მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, ასეთი ქმედებანი ზღუდავს ადამიანთა არჩევანს, მის თავისუფალ ნებას და, აქედან გამომდინარე, თავისუფლებასაც და მის გაბაიბრუება-გამოთაყვანებისაკენ წამყვან გზას წარმოადგენს. სწორედ, ამგვარი მიდგომაა ჩვენში ფეხმოკიდებული მრავალი ჭირისა და მოურჩენელი სატკივარის მიზეზი, რომელთაგან უმრავლესობამ თითქმის განუკურნებელი სენის სახე მიიღო და სულის ამოხდით ემუქრება ქართველ ერს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ რასა იქმს „ქმნა მართლისა სამართლისა“ და ვეცდებით, ამ გზით დავადოთ სალბუნი ჩვენს საერთო სატკივარს. ამიტომაც პირდაპირ დავიწყებთ...

დიახაც, მოსე და მუხამედი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო... 15 მოწმობაც იმის დასტურია, რომ მათი საწყისი ადამიანურ წარმოშობაში უნდა ვეძიოთ; ადამიანურ გაგებას კი ძნელად შეუძლია რაიმეს მიღება, თუ კი ამის რაიმე ხელშესახები „მოწმობა“ არა აქვს, თუნდაც საკითხი წინასწარმეტყველს ეხებოდეს. ხოლო რაც შეეხება კაცობრიობის მესიას, ძეს ღვთისას, იესო ქრისტეს (მხსნელს), მას რაში უნდა დასჭირდეს ასეთი მოწმობა?! იგი ხომ თავად ღმერთია დედამიწაზე ჩვენს სულთა სახსნელად ჩამოსული და ისევე უნდა გწამდეს, ან იწამო, როგორც ის ერთადერთი ღმერთი, რომლის მიმართაც მართლმორწმუნე მსოფლიოს ყველა იმედი და სასოებაა მიმართული. იგი ჩვენთვის არის ერთარსი სამება, რადგან სამება ადამიანურ განზომილებათა ქვაკუთხედია, ადამის სამ-ოთხი-დან გამო-ძევების, ანუ ძედ ქცევისა და განსახიერების შემდეგ.

ადამის ისტორია, თუ ადამიანური გაგებით ამას ისტორია შეიძლება ეწოდოს, ეს იესოს, ქრისტეს, მესიის ისტო­რი­აა, რადგან მისი მისიაა, მხსნელად, მესიად მოევლინოს გ-ვ-ელი-ს მიერ შეცდენილ კაცობრიობას (გ-ვ-ელი = მიწიერ წერილი ღმრთისა, ანუ ღვთაებრივი სიტყვის, ადამის მიწიერ არსებად გარდამქმნელი); ხოლო ა-და-მ სახელში ფიქსირდება მისი ღვთაებრივი („ა“ - არსთა საწყისი) „და“ მიწიერ („მ“ - მთავარი, გა-ორმოც-ებული, ანუ უკვე პატივმოყვარეობაშეპარებული მრავალსახეობა დაცემულისა) საწყისი. და, ჩვენ რაკი ვიცით, რომ ადამი-ანი (არსთა საწყისის მოძღვრება, ანუ მიწისაგან გამოკვერვა საკუთარი თავისა), ღმერთმა შექმნა „სახედ და ხატად თვისად“, თავის თავს სახელს ხომ არ დაარქმევდა? მაგრამ, რადგან ყოვლის მომცველმა მარადიულმა გონმა  მისი მომავალიც კარგად უწყოდა, მასში თავიდანვე ჩადო შინაარსი ადამიც, ცოდვის ჩადენის შემდეგდროინდელი სახელი.

ხოლო, რაც შეეხება შეიხის მიერ დასმულ კითხვას, სად არის ნაწინასწარმეტყველევი, რომ ქვეყნად მოვ­ლენილი მესიის სახელი აუცილებლად „იესო“ რატომ უნდა ყოფილიყო, ეს იმას ჰგავს ვიკითხოთ, რატომ ჩა­დო ღმერთმა მის მიერ შექმნილი კა-ცის არსებაში შინაარსი ადამი. მაგრამ რადგანაც ზოგიერთნი ყვე­ლაფრის დამოწმებას მოითხოვენ, დაე, მიიღონ მათ იგი! თუმცა ეს, იესოს ბუნებას საერთოდ არ სჭირდება და მათი მცირედ მორწმუნეობის გამო, მხოლოდ ერთხელ წარმოდინდება სიტყვის სამოსელში, რისთვისაც მუხლ­მოდრეკილი პატიებას ვთხოვ ჩვენს მხსნელსა და ყოვლადმოწყალე უფალს. ი - ე - ს - ო  სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის არის წმინდა ენა, უფალი, სიტყვა, ძე ღმრთისა“, ანუ მისი სახელი პირდაპირ გვეუბნება, რომ „ის არის უფალი, ძე ღმრთისა!“ აბა, სხვა რა უნდა რქმეოდა მესიად მოვლენილ ღმერთს?!

          ის                            წმ. ენა               სიტყვა, ძე              ღმერთი            ჩ-ინი    წმ. ენა       იოტა      ვ-ინი

      ა) ი (10)                        ე (5)                      ს (200)                  ო (70)    =            28.          5      =       15  =           6;

ინ (მ/ც)*           ენ - უფალი         სული, სიტყვა,          ღმერთი,             ჩინ-       წმ.          იოტა,           წმ.

         10 ცნება         შუმერ.** (ზ/ც)*** მოძღვრება ძეზე   განათლ. ცენტრი    ება        ენა      იესოს მ/ს****   წერილი

ასეთი შინაარსია ამ ზეციურ გარდმოვლინებაში იმ ენის, ანუ მარადიული სუბსტანციის მიერ ჩადებული, რომელზედაც იოანე ზოსიმემ მეათე საუკუნეში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ დაწერა და მასში ნაწინასწარმეტყველევ საქმეთა აღსრულების მოწმედ, სწორედ იესო ქრისტე მოიყვანა. და ქართული ენა რომ მარადიულ სუბსტანციასთან არის ნაზიარები, ეს აღნიშნული ფაქტებითაც მტკიცდება.

რაც შეეხება შეიხისა და პასტორის უსაგნო, მაგრამ სწორედ ამიტომაც მრავალმნიშვნელოვან კამათს (დებატს), ამის შესახებ მეტს აღარ გავვრცელდები. ვიტყვი მხოლოდ, რომ პას-თორი ღმერთის მსახურის ცრუ არსის გამოხატულებაა და ამიტომაც მან ვერ მოახერხა ამ უბრალო დებატში თავის დაცვა; ხოლო ვინ არის  შეიხი აჰმად დიდათი, ამის განსჯის პატივი, თავად მისთვის დაგვითმია...

 ღმერთმა შექმნა კა-ცი და უწოდა ადამ; თუ როგორ და რატომ იქცა კა-ცი ადამად, ზემოთ უკვე ვთქვით. მაგრამ რას წარმოადგენს თავად კა-ცი? ღმერთმა რადგან მიწისგან შექმნა, იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ორმაგი, მიწიერი და ზეციური - ანუ  „კა“ ცნობიერების მატარებელი; ხოლო ც, ც-ან, მის ღმერთის მარადიულ სახლთან, ცასთან მუდმივ კავშირს უნდა გულისხმობდეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ  გვეუბნებიან - ცანი მოძვრება კა-სა და ცი-ს შესახებ (ანუ „კა“ ცნობიერება). კა ცნობიერების გასაგებად კი უმნიშვნელოვანესია ადამის უახლოესი მემკვიდრეების - აბელისა და კაენის მისიის გაგება;

რადგან ადამის ისტორია იესო ქრისტეს, მესიის ისტორიაა, მაშინ რა მისიის შესასრულებლად გახდა საჭირო ამ ისტორიაში აბელისა და კაენის შემოყვანა? ამ საიდუმლოს  გასაღები მათ სახელდებაში დევს - აბელი და კაენი:

   არს./საწყ.* სიცოცხლის დაბად.    ღ     მ     ე     რ     თ      ი                 დ-ონი   ე-მერვე

         ბ)  ა (1)                       ბ (2)                  ე (5)            ლ (30          ი (10) = 48;       4            8           =     12       =     3;

                                                                                                                       სამზეო  კან. მიმც.**  ლაზარე   წიაღი

                                                                                                                                   ერთარსი  სამება

      კა ცნობიერება, სხეული           წმ. ენ-ის   თესლის მიმღ.     ერი           ძეობა   წმ/წ*  მ.თ.მ**  წმ. ენა

       გ)      კ (20)                         ა (1)              ე (5)                ნ (50)             ი (10)  = 86;    8        6   =     14     =    5;

გამოდის, რომ აბელი იგივე არსთა საწყისის ცოცხალი ღმერთია, სამზეოს კანონის მიმცემი ერთარსი სამება, რომელმაც ლაზარეს მისტერია უნდა გაიაროს, მოკვდეს და მიწის წიაღით დაიფაროს, რათა მოხდეს კა-ენური ცნობიერების, კა-ენის, ერის აღზევება, ანუ კაცობრიობის ცოდვით დაცემა, რომ შემდეგ საბოლოოდ ქრისტეს ძალით აღდგენილმა ლაზარემ, ჩვენს გადარჩენას ბეჭედი დაუსვას ღვთიური სიტყვით: „აღსრულდა“!, როგორც ეს ქრისტეს ჯვარზე აღსრულებისას მოხდა.

ვფიქრობ, აბელი ქრისტეს პირველსახეა, კაცობრიობის მხსნელად მოვლენილი, რომელიც კაენმა აუცილებლად უნდა მოკლას, რადგან მხოლოდ სიკვდილშია კაცობრიობის შანსი მარადისობაში აღდგენისა. სწორედ ეს არის აბელისა და კაენის საკრალური მისია!.. და როდესაც აბელის მოკვლის შემდეგ ღმერთი კაენს ეძახის - კაენ, კაენ, სადა ხარ? - ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოსდა ყოვლისმცოდნეს კაენის ადგილსამყოფლის გაგება აინტერესებდა, რადგან მისთვის დაფარული არაფერია. მან ისიც კარგად იცოდა, რომ, რაც მისთვის კაენის მისიას წარმოადგენდა, კაენისათვის ცოდვად აღიქმებოდა. როდესაც მას აღნიშნულ კითხვას უსვამს, იცის, რომ „ცოდვა“ უკვე ჩადენილია და მხოლოდ ის აინტერესებს, რამდენად წრფელია კაენის მისდამი დამოკიდებულება, მისდამი რწმენა, -  შეუძლია თუ არა შემოქმედს ტყუილი შეჰკადროს. და მას იმას ეკითხება, რომ ამ საქმეში „სადა, უბრალო, უდანაშაულო თუ ხარო?“ რადგან ყოვლად ძლიერსაც უზომოდ უყვარს თავისი გზააბნეული შვილები.  როდესაც დაინახა, ჩადენილით კაენის შიში და შეძრწუნება, კიდევ მეტად შეუყვარდა თავისი ქმნილება. ამიტომაც დღემდე არსებობს ადამის მოდგმა დედამიწაზე და, რა თქმა უნდა, გადარჩენის შანსსაც ინარჩუნებს. ოღონდაც, ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა და მისი ერთგულება არ უნდა ჩაქრეს ჩვენს გულებში და გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ არ ვართ  მასთან!...

ჩვენს შემთხვევაში, შეიხ აჰმად დიდათმა ისეთი დაშვებანი მოახდინა, რაც, ჩვენი აზრით, მას კარგად უნდა სცოდნოდა, მაგრამ თავისი „წარმატების“  წარმოსაჩენად მაინც დაუშვა. ამიტომაც, მასში ვერ დავინახეთ მხოლოდ მუსლიმი მოძღვარი, რადგანაც მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ იგი ჩვენს აზრში აისახა როგორც სასულიერო წოდებას  ამოფარებული პოლიტიკოსი. თუმცა მისდამი პატივისცემის ნიშნად, მაინც გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებანი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ რასაც მუჰამედ წინასწარმეტყველი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ღებულობს და აღიარებს, მისთვისაც აღარ უნდა წარმოადგენდეს საკამათო საგანს.

 

 

 

ა)      *მ/ც - მიწიერი ცნობიერება;           ბ)  *არს/საწყ. - არსთა საწყისი;

**შუმერ. - შუმერული;                             **კან/მიმც. - კანონის მიმცემი;

  ***ზ/ც - ზეციური ცნობიერება;            გ)  *წმ/წ. - წმინდა წერილი;

****მ/ს - მოფერებითი სახელი;                   **მ. თ. მ. - მამის თესლის მიმღები;

 

          პატივისცემით, ისტორიის დოქტორი, პროფესორი უჩა ოქროპირიძე

საქართველო, ქ. ბათუმი, 11 ოქტომბერი, 2017 წელი.